Connect with us

საკითხავი

რატომ ითვლება აღდგომაზე გარდაცვლილი ადამიანი დალოცვილად. რა არ უნდა გააკეთოთ აღდგომას

ყველა ქრისტიანისთვის ბრწყინვალე დღესასწაული, იესო ქრისტეს აღდგომა, ახლოვდება. მას დასავლეთის და აღმოსავლეთის ქრისტიანები 9 და 16 აპრილს აღნიშნავენ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რას აკეთებენ აღდგომაზე კათოლიკეები, პროტესტანტები და მართლმადიდებლები.

აღდგომის დღესასწაული

მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან. აღდგომამდე დიდ მარხვას იცავენ, რომელიც მხოლოდ საკვებზე და სხვა სიამოვნებაზე უარის თქმა არაა.

მარხვის პერიოდში მორწმუნე თავის სულს, სხეულს და სახლს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულისთვის ამზადებს. ამ პერიოდში მისასალმებელია ქველმოქმედება. კარგია სახლის დასუფთავება, გარდაცვლილი ნათესავების სასაფლაოს გაწმენდა, ახალი აღთქმის, სახარების შესწავლა. როგორც ხედავთ, აღდგომის დღესასწაულისთვის მზადება ხანგრძლივი პროცესია.

მართლმადიდებლები, პროტესტანტები და კათოლიკეები: როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულისთვის რწმენით, იმედით და სიყვარულით ემზადებიან. ყველაფერს, რასაც ამ დღეს აკეთებენ, სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ.

სახლს ალაგებენ, რომ დღესასწაული სუფთა სახლში შემოვიდეს, შემდეგ ეკლესიაში წირვას ესწრებიან. მართლმადიდებლების, პროტესტანტების და კათოლიკეების სააღდგომო კალათა თითქმის მსგავსია. საჭმელსაც, რომელსაც აღდგომაზე აკურთხებენ, მსგავსი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

სააღდგომო პროდუქტები და მათი მნიშვნელობა

პასქა, იგივე კულიჩი ან ჭიქურიანი პური ცათა სასუფევლის, ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა. კვერცხი აღორძინების, მარადიული ცხოვრების სიმბოლო.

ხორციანი პროდუქტები ესაა ქრისტეს ღვაწლი, რომელმაც თავისი მსხვერპლით მორწმუნეები სიკვდილისგან იხსნა, ასევე ღვთიურ კეთილდღეობას განასახიერებს. ქრისტიანებში მარილი ნიშნავს „დედამიწის მარილს“, რომლის აქტივობაზეც პოზიტიური ცვლილებები დამოკიდებულია.

პირშუშხა ჯანმრთელობას აძლიერებს, ხოლო ნაკურთხი პირშუშხა რწმენის განმტკიცების სიმბოლოა. სასულიერო პირები მოგიწოდებთ, რომ კალათაში ჩადოთ ყველი და კარაქიც, როგორც ღვთიური მსხვერპლშეწირვის და სინაზის სიმბოლო. უფალი ბუნების ამ ძღვენს ადამიანს აძლევს, როგორც დედა ჩვილს ძუძუთი კვებავს.

ალკოჰოლური სასმელები აღდგომას

ბევრი მორწმუნე ამ დღეს ეკლესიაში ღვინოს აკურთხებს, როგორც ზიარების და სიხარულის სიმბოლოს. კათოლიკეები ალკოჰოლს არ აკურთხებენ. ამის ნაცვლად წყლით სავსე ბოთლი მიაქვთ, რომელიც სულიწმინდას და ცოდვების ჩამორეცხვის სიმბოლოა.

აღდგომა და ცოტა რამ კურდღლებზე

დასავლეთის ქრისტიანებში კურდღელს დიდი მნიშვნელობა აქვს. ძველი გერმანული მთვარის ქალღმერთი ოსტარას (ინგლისურად Easter) წმინდა ცხოველი, ნაყოფიერების სიმბოლო. ქრისტიანობაში მკვირცხლი ცხოველი გვახსენებს, რომ მიწიერი ცხოვრება სწრაფად მთავრდება, რომ მარადიულობისკენ მივისწრაფვით.

წმინდა ავგუსტინე ამბობდა, რომ ახალმონათლული ადამიანი მშიშარა კურდღელს ჰგავს, რომელიც კლდის წინკარში იმალება. თანამედროვე სამყაროში აღდგომის რიტუალში კურდღლები ბავშვებს ძალიან უყვართ. მას დამალული კვერცხის და საჩუქრის პოვნაში ერთგულ თანაშემწედ მიიჩნევენ.

ხალხური ადათები და ნიშნები

აღდგომის დღესასწაულს ბევრი ნიშანი და წესი უკავშირდება. უმეტესობა მათგანი დღეს დავიწყებულია. თუ აღდგომის ღამეს მზის ამოსვლას შეხვდებით, კარგი ნიშანია. მთელი წელი უდარდელად იცხოვრებთ.

თუ წირვისას ანთებული სანთელი თავად ჩააქრეთ, მომდევნო წელი კომფორტულად იცხოვრებთ. თუ სანთელი თავისით ჩაქრა, ცუდი ნიშანია. ასევე წირვისას ჩაძინება ცუდ ნიშნად ითვლება.

სააღდგომო ზარი

თუ ეკლესიაში წირვას დაესწრებით და შემდეგ მარხვას ნაკურთხი პასქითა და კვერცხით გატეხავთ, მთელი წელი მშვიდობა, ჰარმონია, ბარაქა და ჯანმრთელობა თქვენკენ იქნება. ადრე ბავშვს უზმოზე პასქას აჭმევდნენ. ითვლებოდა, რომ ასე ბავშვის ორგანიზმი ძლიერდებოდა.

აღდგომის დღესასწაულზე ზარების რეკვა ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, სიხარულის ჰორმონებს ზრდის. თუ ზარების რეკვისას დადგებით და სიკეთის მომტან სურვილებს ჩაიფიქრებთ, აგიხდებათ.

აღდგომის დღესასწაულზე საქანელით ქანაობაც კარგი იდეაა. ამბობენ, რომ ქარის ქროლვა ადამიანს ცოდვებისგან ათავისუფლებს.

აღდგომას უფალს მიებარა

ითვლება, რომ ყველა, ვინც აღდგომის დღესასწაულზე გარდაიცვალა, დალოცვილია. მათი სულები პირდაპირ სამოთხეში წმინდანებთან მიდის. ამ შემთხვევაში, გარდაცვლილს მარჯვენა ხელში წითელი კვერცხით ასაფლავებენ.

ყველას თავისებურად სწამს და იცავს რიტუალებს. რწმენა ზედმეტად პირადული თემა. უბრალოდ ყველას აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ.

Advertisement