Connect with us

ყვავილები

რატომ ვჭრი დაუნდობლად ნემსიწვერას მარტში

ბალბიფოთოლა ლამაზად და დიდებულად რომ აყვავილდეს, აუცილებლად ყოველ გაზაფხულზე უნდა გადაჭრათ. ეს ამ მცენარის ყველა სახეობას ეხება, სამეფო და ანგელოზი ბალბიფოთოლას გარდა. ეს უკანასკნელი ჯიშები შემოდგომაზე უნდა გადაჭრათ. კალმების გადაჭრა როგორც ახალგაზრდა, ასევე მოხუც მცენარეს უხდება. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გადაჭრათ ნემსიწვერა გაზაფხულზე.

როგორ გადავჭრათ ნემსიწვერა

ძირითადად, ნემსიწვერას ახალი ყლორტები ზედა ტოტებზე კონცენტრირდება. თუ ყვავილს გაზაფხულზე არ გადაჭრით, უბრალოდ უფორმო, მოგრძო ხე გახდება. საწყალი ნემსიწვერა არავითარ შემთხვევაში არ დაგენანოთ. პირიქით, დაეხმარებით, თუ ძველ, ხმელ ტოტებს მოაშორებთ და სათანადოდ აყვავების საშუალებას მისცემთ.

ჩვეულებრივ, ნემსიწვერას თებერვლის ბოლოდან მარტის ბოლომდე ჭრიან. თუ აჩქარდებით და ტოტებს ძალიან ადრე გადაჭრით, ძლიერი ყლორტების მოლოდინი არ გქონდეთ. თუ დაიგვიანებთ, სეზონზე აყვავებას ვერ მოასწრებს.

ნემსიწვერას აქვს ზოლები (შრეები, რომლებიც იმ ადგილას წარმოიქმნება, სადაც ადრე ფოთოლი იზრდებოდა) – ეს მიძინებული კვირტებია, რომლებიც გადაჭრის დროს ყლორტებად გარდაიქმნება. ასეთი ზოლები უნდა დათვალოთ. მცენარის ფესვებიდან 3-5 ასეთი ზოლი დათვალეთ და ამ დონეზე ნემსიწვერა გადაჭერით.

ნემსიწვერას მოვლა გადაჭრის შემდეგ

გადაჭრის შემდეგ მზიან ადგილას გაიტანეთ.გირჩევთ, უფრო ფართო ქოთანში გადაიტანოთ. გადაჭრის შემდეგ ყვავილები ფრთხილად მორწყეთ, უხვად მორწყვა არ სჭირდება. ახალი ფოთლების სტიმულირებისთვის აზოტის სასუქი დაუმატეთ. წელიწადში ერთხელ ტოტების გადაჭრა მთელი საქმე არაა. ლამაზი ბუჩქის ფორმირებისთვის ზედმეტი და გამხმარი ფოთლები მოაშორეთ, რომ სითხე თავისკენ არ წაიღონ.

გაუფერულებული ნემსიწვერას ძველი ფესვები რომ არ დარჩეს, გადაჭერით და ქოთანი განაახლეთ. ამისთვის ფესვები გადაჭერით და გადაჭრილი ტოტები წყალში ჩადეთ, რომ ახალი ფესვები გამოიღონ. შემდეგ ნემსიწვერა ქოთანში ან ღია მიწაში გადარგეთ.

ნემსიწვერას გადაჭრის დროს მთავარია ძველი ტოტები არ დაგენანოთ. გახსოვდეთ, რომ ყვავილის თავიდან დაბადებაში ეხმარებით. იმის ნაცვლად, რომ გამხმარი ნემსიწვერა შეგეცოდოთ, ახალი ფოთლების გაზრდაში დაეხმარეთ. გისურვებთ, რომ თქვენი ნემსიწვერად დიდებულად აყვავილდეს.