Connect with us

სხვა

რატომ გჭირდებათ პატარა პირსახოცები?

პირადი ჰიგიენის საგნებს, ხშირ შემთხვევაში იქამდე ვიყენებთ – სანამ ვიზუალურად მწყობრიდან არ გამოვლენ.
ამ სტატიაში პირადი ჰიგიენის საშუალებების შესახებ გიამბობთ, რომლებიც არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ.

პირსახოცები

კვლევებმა აჩვენა, რომ პირსახოცები, რომლებიც სარგებლობაშია, 1000-ჯერ მეტ ბაქტერიას შეიცავს, ვიდრე ახალი. უსიამოვნო სუნი მათი გამოუსადეგრობის მტკიცებულებაა.

”როდესაც ენერგიულად ვიმშრალებთ კანს პირსახოცით, ჩვენ ვკაწრავთ მას. ეს პატარა ნაკაწრები კანზე ისეთი მცირე ზომისაა, რომ მათ შეუიარაღებელი თვალით ვერ შეამჩნევთ თუმცა სწორედ ამ ნაკაწრებიდან ვრცელდება ბაქტერიები. ”- ამბობს ჩაკ გერბა, არიზონას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი.
რამდენად ხშირადაა საჭიროა პირსახოცების გარეცხვა? ჰიგიენის ექსპერტების რეკომენდაციით ეს 3-4 გამოყენების შემდეგ უნდა გავაკეთოთ.
ჩვენს სახეზე კანი ყველაზე მგრძნობიარე და დაუცველია, ამიტომ სახის პირსახოცი ყველა დანარჩენზე უფრო ხშირად უნდა შეიცვალოს, იდეაში – ყოველდღე. თუმცა, ბევრს სპეციალურად პირისთვის განკუთვნილი პირსახოცები არც კი აქვს.
იდეალური ვარიანტია, შეიძინოთ ბევრი იაფი პატარა პირსახოცი და ერთხელ გამოიყენოთ, შემდეგ კი გარეცხოთ 95 გრადუსზე.

ბალიში

რა შიგთავსისაც არ უნდა იყოს თქვენი საყვარელი ბალიში, მტვერი მასში მაინც გროვდება, რაც ტკიპებსა და რწყილებს იზიდავს.
იმის მიუხედავად, რომ სახლის მტვრის ტკიპა ვერ ახერხებს კბენას ან ინფექციების გავრცელებას, ეს მაინც უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას. მტვრის ტკიპების ექსკრეცია ძალიან ტოქსიკურია, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ძლიერი ალერგია (განსაკუთრებით სასუნთქი გზების დაავადებებისკენ მიდრეკილ ადამიანებში).
ტკიპა 60 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე იღუპება, ასე რომ გარეცხეთ თეთრეული უფრო მაღალ ტემპერატურაზე. ზაფხულში გაამზიურეთ საწოლი აივანზე. ხოლო ბალიშები გამოიყენეთ არაუმეტეს ხუთი წლის ვადისა.

საპარსი სამართებელი

თანამედროვე საპარს მოწყობილობას სპეციალური ინდიკატორის ზოლები აქვს, რომლებიც ფერს იცვლიან მაშინ  როდესაც შეცვალის დროა, მაგრამ  ჩვენი მამაკაცები თვლიან რომ ეს არის სულელური მარკეტინგული ხრიკები და შეუძლიათ ერთი სამართებელი ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენონ.
კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ სქელი და ხშირი წვერის მქონე ადამიანებისთვის, ეს სიქოზის განვითარების რისკია, სიქოზი კანის დაავადებაა, რომლის დროსაც ინფექცია, რომელიც სველი გაპარსვის დროს ორგანიზმში შედის, იწვევს ჩირქის ფუსტულების წარმოქმნას.

ამ შემთხვევაში, საპარსის პირები უფრო ხშირად უნდა შეცვალოთ, გამოიყენეთ ლოსიონი გაპარსვის დაწყებამდე, ან გადადეი ელექტრო საპარსის გამოყენებაზე.

კბილის ჯაგრისი

ძველ კბილის ჯაგრისზე, ბაქტერიები არა მხოლოდ გროვდება, არამედ აქტიურად მრავლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამან შეიძლება ანთება გამოიწვიოს.
სპეციალისტები გვირჩევენ კბილის ჯაგრისის გამოყენებას არა უმეტეს სამი თვის განმავლობაში.
ეკონომიური დიასახლისებისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რომ ძველი კბილის ჯაგრისისგან მრავალი სხვადასხვა სასარგებლო ხელსაწყო შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ აღარ გადააგდებთ მათ.

ტუში

ჩვენი თვალების უსაფრთხოებისთვის, ტუში ყოველ 3 თვეში უნდა შეიცვალოს, მიუხედავად ვადის გასვლისა. ჩვენს ქვეყანაში ქალები ხშირად იყენებენ მას სანამ არ გამოშრება, მასზე მრავლდება მიკროორგანიზმები, რაც საშიშია თვალის ჯანმრთელობისთვის.

ტანის დასაბანი ღრუბელი და სახეხი

ღრუბელი გამოყენების დროს სხეულის ზედაპირიდან მკვდარი კანს გვაცლის. ხანგრძლივი გამოყენებისას, ბაქტერიები იწყებენ მათზე გამრავლებას და ხდება კანის სხვადასხვა ინფექციის მიზეზი. ბუნებრივი ან სინთეზური სახეხი შეცვლა საჭიროა 4-5 თვეში ერთხელ, ხოლო ღრუბელის თვეში ერთხელ.
ამბობენ, რომ ჯანმრთელობის ყიდვა არ შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ საკუთარ ჯანმრთელობას: არ დაზოგოთ ფული პირადი ჰიგიენის ნივთებზე, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ხშირად მათზეა დამოკიდებული.