ჯანმრთელობა
რატომ გვეფხანება ხელები
თუ ხელის თითები გეფხანებათ, ნაადრევი დასკვნების გამოტანა და ბუზიდან სპილოს გადაქცევა არ ღირს. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
მნიშვნელოვანია, რომ მას ყურადღება დროულად მიაქციოთ და განსაზღვროთ, თუ რაში მდგომარეობს მიზეზი. თუ დიდი ხნის განმავლობაში ამ პრობლემას უგულებელყოფთ, ამან გამონაყარის, წყლულის ან წვრილი ნაკაწრის სახით შეიძლება გართულება გამოიწვიოს.
მიზეზები, რატომ გვეფხანება ხელის თითები
ხელის თითების ქავილს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს დაწყებული დერმატოლოგიური დაავადებით და ფსიქოლოგიურით დამთავრებული. თითოეულზე დეტალურად ვისაუბროთ.
დერმატოლოგიური დაავადება ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ყურადღება კანს მიაქციეთ. თუ სიწითლე (უმნიშვნელოც კი) გაქვთ, გამოშრობის გამო მუდმივ დისკომფორტს განიცდით, კანი იბზარება, პატარა მოწითალო გამონაყარი ჩნდება, დროა დერმატოლოგთან მიხვიდეთ. ყველაზე გავრცელებული დაავადებები, რომლებიც ხელის კანზე გავლენას ახდენენ – ნეიროდერმატიტი, პედიკულოზი, ჭინჭრის ციება, ნაწიბურები და რიგი სხვა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხელები გვეფხანება – ალერგიული რეაქცია. ეს შეიძლება იყოს საკვებით ალერგია ან გარე გამაღიზიანებლით (მაგალითად, კოსმეტიკური საშუალება) გამოწვეული.
გარე ზემოქმედება. ხელის კანზე რამდენიმე გარე ფაქტორი ნეგატიურ გავლენას ახდენს – მექანიკური, ქიმიური და ტემპერატურული. თითების ქავილი შეიძლება სინთეტიკურ ან ბეწვიან ტანსაცმელზე შეხებამ გამოიწვიოს (ხელოვნურ ან ბეწვიანი ზედაპირის ხელთათმანი), რაც ნორმალურ ოფლდენას აფერხებს. ასევე ჭარბი ოფლიანობის დროს ყინვის, სიცხის და მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებით. ყველაფერი ეს მშრალი და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში აქტუალურია. ასეთ პრობლემას „კონტაქტურ დერმატიტს“ უწოდებენ.
შინაგანი ორგანოების პრობლემები. ორგანიზმში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ამიტომ კანის ნაკლოვანებებზე საუბარი არ ღირს, თუ თითები გექავებათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ღვიძლის ან თირკმლის არასწორი მუშაობაა. შესაძლოა ლიმფური სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ფარისებრი ჯირკვლების პრობლემები გქონდეთ.
ნერვული დაძაბულობა. ძალიან ემოციურ და სწრაფად ფეთქებად ადამიანებში ხშირად შეიძლება ნერვული მოძრაობა შეამჩნიოთ, რაც ცრუ შეგრძნებებით არის გამოწვეული. ერთ-ერთი მათგანი კი ხელების ან თითის ბალიშების ქავილია.
სამკურნალო პრეპარატები. ზოგიერთ მედიკამენტსა და მალამოს გვერდითი ეფექტები აქვს და შეიძლება თითებს შორის და თავად თითების ქავილი გამოიწვიოს.
რა უნდა ქნათ, თუ თითების ბალიშები გექავებათ?
თუ ქავილი საკმაო დისკომფორტს იწვევს, გამონაყარი ან ნაკაწრები წარმოიქმნა, ექიმს აუცილებლად მიმართეთ. დანარჩენ შემთხვევაში, ქავილის შემცირებას სახლის პირობებში შეძლებთ.
- დაბალი ტემპერატურა. ქავილის დროებით შესამსუბუქებლად ყინულით სავსე პაკეტი თითებზე დაიდეთ.
- შვრიის ხსნარი. 2-3 მდუღარე წყალი 1 ჭიქა შვრიას დაასხით. დაელოდეთ, სანამ წყალი თბილი გახდება და ხელები მასში ჩადეთ. დაახლოებით 20 წუთით გაიჩერეთ.
- ჰიგიენა. ხელები ბინძურ ზედაპირზე შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ. შესაფერისი საპონი აირჩიეთ, რომელიც კანს არ აშრობს.
- უთხარით არა ცივ და მდუღარე წყალს. ხელები ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ გრილ წყალში დაიბანეთ, ცხელ წყალში არავითარ შემთხვევაში. ამით ხელები კიდევ უფრო მეტად მოგექავებათ.
როგორც არ უნდა იყოს, ეს დროებითი ზომებია, როცა თითები გექავებათ, რეკომენდებულია პროფესიონალ დერმატოლოგს მიმართოთ და ეპითელური ქსოვილის დაზიანების მიზეზი დაადგინოთ. ამის შემდეგ პროფესიონალურ მკურნალობას დაგინიშნავენ.