Connect with us

ყვავილები

რატომ არ შეიძლება ორქიდეას, სამეფო ყვავილის გაჩუქება

მგრძნობიარე, იდუმალი და არისტოკრატული ორქიდეები ყვავილების სამყაროს დედოფლად სამართლიანად ითვლება. ლამაზი ქალი ორქიდეებით თვალებისთვის ნამდვილი დღესასწაულია. როგორც აღმოჩნდა, სამეფო ყვავილის ჩუქება ყოველთვის გონივრული არაა. რატომ? Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არ შეიძლება ორქიდეას გაჩუქება.

სამეფო ყვავილი

ორქიდეა ყვავილების ენაზე

ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი წერდა, რომ „კარგ ადამიანთან შეხვედრა ორქიდეებით სავსე ოთახში შესვლის ტოლია. ის იწვევს სიმშვიდის, სიხარულის და ჰარმონიის განცდას“.

შუა საუკუნეების ევროპაში სამეფო ყვავილმა სულ სხვა ასოციაციები გამოიწვია. იმ დროს მცენარიდან სასიყვარულო ელექსირების დამზადება პოპულარული იყო.

ახლა თვლიან, რომ ორქიდეა ყვავილების ენაზე ნაზ ვნებას და გულწრფელ სიყვარულს ნიშნავს. ფლორისტები გრძნობების გადმოსაცემად მათ ხშირად იყენებენ. ალბათ, სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთის მომავალ დედოფალს, პრინცესა ელისაბედს ქორწილის დღეს ორქიდეებით გაფომებული კაბა ეცვა.

მისი საქორწილო თაიგულიც სამი სახეობის ორქიდეებით იყო გაფორმებული. სამეფო კარის აზრით, ისინი ახალგაზრდობას, არისტოკრატიზმს და სილამაზეს ასხივებდნენ. თაიგულის კონტექსტი სიყვარულის, მგრძნობელობის და მრავალშვილიანობის სიმბოლოს ემსახურებოდა.

ორქიდეას ფერები

ორქიდეას თითოეულ ფერს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

1. თეთრი

პატივისცემას და უმანკოებას ნიშნავს. ხშირად საქორწილო კომპოზიციებში გვხვდება.

2. მუქი წითელი

ადამიანს უფრო თავდაჯერებულს ხდის. ახალი სიყვარულისკენ გადადგმულ თამამ ნაბიჯს გულისხმობს.

3. ყვითელი

მეგობრობის, სიხარულის და ახალი დასაწყისის სიმბოლო. თანამშრომლისთვის საჩუქრად გამოგადგებათ.

4. ვარდისფერი

ქალურობა, დახვეწილობა და აღფრთოვანება. შეგიძლიათ დაქალს აჩუქოთ.

5. ცისფერი

სულიერი განვითარების და მომწიფების სიმბოლო.

ორქიდეა, როგორც საჩუქარი

ორქიდეა ლამაზი ყვავილია, რომელიც ყველა ქალს გულს უხარებს. მას ჩუქნიან ქორწილზე, დედებს ბავშვის დაბადების დღეზე, იდეალურია პაემნისთვის.

ვნების სიმბოლოს უფროსისთვის ან თანამშრომლისთვის ჩუქება გონივრული არაა. ეს შეიძლება გუნდში არასწორად გაიგონ.

ყვავილი ქოთნით სჯობს ვინმეს მაშინ აჩუქოთ, როცა ზუსტად იცით, რომ ადამიანი მცენარეზე იზრუნებს და მისთვის ტვირთი არ გახდება.

ორქიდეა და დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

სინგაპურში არსებობს ლამაზი ტრადიცია, რომ სამეფო პირებს სახელმწიფოს სიმბოლო აჩუქონ – ორქიდეა, რომელიც მათ სახელს ატარებს. თითოეული ასეთი ყვავილი ჰიბრიდული ორქიდეაა, რომლის მოყვანას დაახლოებით 5 წლიანი შრომატევადი საქმე სჭირდება.

2012 წელს ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა სინგაპურის ბოტანიკური ბაღი მოინახულეს, სადაც აჩვენეს მათ საპატივცემულოდ გამოყვანილი ჰიბრიდი მოთეთრო–იისფერი ორქიდეა Vanda William Catherine.

ყვავილის შემხედვარე ქეითმა იხუმრა, რომ „ამ ყვავილის ფერი მის კაბას ეხამებოდა“. ჰერცოგს აჩვენეს ქათქათა ორქიდეაც, რომელიც მისი დედის, პრინცესა დაიანას საპატივცემულოდ გამოიყვანეს.

ახლახანს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II ჩელსში ყვავილების ყოველწლიურ გამოფენაზე პერსონალური ორქიდეის ჰიბრიდი საჩუქრად მიიღო.

როგორც უკვე მიხვდით, ორქიდეას ფერს ჩვენზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. მშვენიერი მეთოდია გრძნობების გასაზიარებლად. სწორად შერჩეული ასეთი საჩუქარი ღირსეულად დაფასდება, ხოლო მჩუქნელი დახვეწილი გემოვნებისთვის დასაჩუქრდება.