კულინარია
რატომ არ უნდა ჩაასხათ ცქრიალა ღვინო მშრალ ჭიქებში
საახალწლო დღესასწაულები ახლოვდება. წელს ადამიანების უმეტესობა ახალ წელს ოჯახის წრეში ან ახლო მეგობრებთან ერთად გაატარებს. უცვლელია ერთი რამ: ახალი წლის აღსანიშნავად შამპანური ტრადიციულ სასმელად რჩება. ცქრიალა ღვინო ყველა ასეთ სადღესასწაულო სუფრაზე გვხვდება, მაგრამ შამპანურის გახსნა ყველამ არ იცის. პირადად, მე, ამ პრობლემას 2 წლის წინ გადავაწყდი.
შამპანურის საცობი ბოთლიდან შეიძლება 40 კმ/სთ სიჩქარით გამოფრინდეს. ციფრი საშიშია. ადამიანისთვის ქაფიანი სასმელის „სანახაობრივი ეფექტი“ შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. ბრიტანულმა ოფთალმოლოგიურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, შამპანურის საცობისგან მიღებული დაზიანება 26% შემთხვევაში სიბრმავეს იწვევს.
გთავაზობთ მარტივ და უსაფრთხო მეთოდს ცქრიალა ღვინოს გასახსნელად. ბოლოს კი ბონუსი გელოდებათ. გასწავლით, როგორ ჩაასხათ ჭიქებში, რომ არც ერთი წვეთი სასმელი რომ არ დაღვაროთ. დაიმახსოვრეთ!
როგორ გავხსნათ შამპანურის ბოთლი სწორად
ძირითადი რჩევები
სანამ თქვენს უნარებს საჯაროდ წარმოაჩენთ, რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ. მარტივი რჩევების დახმარებით წარმატებულ შედეგს მიიღებთ.
1. ბოთლი ჩააცივეთ. იდეალურია, თუ შამპანურს მაცივარში მთელი ღამე გააჩერებთ, მაგრამ 1 საათიც საკმარისია. გემოს გაუმჯობესების გარდა ასე საცობზე წნევას შეამცირებთ. გამოდის, საცობის გახსნისას სროლის ხმა ნაკლებად ხმაური იქნება. გარდა ამისა, ცივი შამპანური ჭიქებში ჩასხმისას ნაკლებად ქაფდება.
2. ბოთლი სხეულიდან მოშორებით დახარეთ. დახრის სწორი კუთხე გასროლის შემთხვევაში დაზიანების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ბოთლის პირი სხვა ადამიანისკენ ან მსხვრევადი ნივთისკენ არ მიმართოთ. დარტყმის ძალამ შეიძლება კედელი დააზიანოს ან ჭერი გახვრიტოს.
3. ხელში ქაღალდის სალფეთქი ან უბრალოდ პირსახოცი ყოველთვის გქონდეთ. ყველა წესის დაცვის შემთხვევაშიც რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ განხორციელდეს. მაგალითად, შამპანური გაფუჭებულია ან ააქაფეს.
ბოთლის გახსნის ინსტრუქცია
თქვენ დაგჭირდებათ:
- დანა ფოლგისთვის
- ჩაციებული შამპანური
- პირსახოცი
1. ბოთლი მოამზადეთ. თუ ყინულით სავსე ვედროში გედოთ, ზედაპირი კარგად გაწმინდეთ.
2. ბოთლს ფოლგა მოხსენით. აქ დანა ან სპეციალური საჭრელი დაგჭირდებათ. ზოგიერთი მწარმოებელი ფოლგას ენას უკეთებს, რომ მოხსნა მოსახერხებელი იყოს.
3. მავთული მოაშორეთ. ერთი ხელით საცობის თავი დაიჭირეთ, მეორე ხელით მავთული დაატრიალეთ. ასე საცობის დაჭერას შეძლებთ, თუ შამპანური აქაფდა.
4. ბოთლი სწორად დაიჭირეთ. საცობს პირსახოცი დააფარეთ. ერთი ხელით ბოთლის ძირი დაიჭირეთ და ბოთლი თქვენგან 45 გრადუსიანი კუთხით დახარეთ. მეორე ხელით პირსახოცით საცობს მოკიდეთ.
5. ბოთლი დაატრიალეთ. ამ ტექნიკის ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ხელით საცობი გიჭირავთ, მეორეთი კი ბოთლს ატრიალებთ. თუ საცობსაც დაატრიალებთ, მასზე წნევა უფრო დიდი იქნება და თქვენ შეიძლება საცობი დააზიანოთ.
ბოთლი ნელ–ნელა, ერთი მიმართულებით დაატრიალეთ. ასე საცობის მოხსნის სრულად კონტროლს შეძლებთ. თუ გრძნობთ, რომ საცობი ძალიან სწრაფად მოძრაობს, ბოთლის ბრუნვა შეანელეთ. ბოლოს მსუბუქ გასროლას მიიღებთ.
როგორ ჩავასხათ შამპანური ჭიქებში
ახლა ცქრიალა ღვინო ჭიქებში უნდა ჩაასხათ. ჭიქა აუცილებლად თქვენკენ დახარეთ. შამპანური ისე ჩაასხით, რომ ის ჭიქის კედლებზე იღვრებოდეს.
1. მინა „დაასველეთ“. ჭიქის იმწამსვე გავსება არ სცადოთ. ჯერ ზუსტად 2 სმ სასმელი ჩაასხით.
2. ქაფს გაქრობა აცადეთ. რამდენიმე წამით მოიცადეთ, რომ შამპანურმა აქაფება შეწყვიტოს.
3. ჭიქების შევსება დაასრულეთ. როგორც კი, ზედმეტი ბუშტები გაქრება, დარჩენილი შამპანურით ზუსტად ჭიქის 2/3 ნაწილი გაავსეთ. ნელ–ნელა შამპანურის ბოთლი ატრიალეთ, როცა ჭიქებში ასხამთ. ასე აქაფებას მინიმუმამდე შეამცირებთ.
ამ ტექნიკით ბოთლს ერთი წვეთის დაღვრის გარეშე გახსნით. რაც მთავარია, ტრავმას და ქონების დაზიანებას თავიდან აგაცილებთ. ზოგიერთი თვლის, რომ შამპანურში ყველაზე საინტერესო საცობის გასროლის ხმააა. მერწმუნეთ, ასეთმა მხიარულობამ შეიძლება, როგორც მინიმუმ დღესასწაული ჩაგიშხამოთ.