Connect with us

ყვავილები

რატომ არ უნდა დაბაროთ ბაღი შემოდგომაზე

შემოდგომაზე ბაღში უამრავი საქმეა გასაკეთებელი: ხეების გასხვლა, ზამთრის გამძლე ბოსტნეულის დათესვა, მოსავლის აგროვება, ბოსტნის დამუშავება და ა,შ, არის ერთი საშემოდგომო სამუშაოა რომელსაც ადრე აუცილებელ სამუშაოდ თვლიდნენ თუმცა დღეს მისი საჭიროება შეკითხვებს იწვევს. აუცილებელია შემოდგომაზე ბაღისა და ბოსტნის დაბარვა? ამაზე ერთნაირი პასუხის არ არსებობს, თუმცა არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც ნებისმიერ მისცემს საშუალებას საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს.

შემოდგომა აგარაკზე

საშემოდგომო ბარვის უპირატესობები

თუ ნიადაგი მძიმე და თიხიანია მისი დაბარვა არათუ სასარგებლო, არამედ საჭიროც არის.

1. დაბარული ნიადაგი გაცილებით ფხვიერი ხდება, ზამთარში ის უფრო იოლად შეიწოვს სითხეს და აღარ დაიტკეპნება. გაზაფხულზე კი ის უფრო იოლად გათბება.
2. ბარვისას მრავალწლოვანი სარველაც მოშორდება ან მიწაში უფრო ღრმად აღმოჩნდება და გაზაფხულზე მაღლა ამოსვლას ვეღარ მოასწრებს.
3. საშემოდგომო ბარვა ძალიან ღრმა არ უნდა იყოს. ბარის წვერიც საკმარისია. ბელტები კარგად არ უნდა მოასწოროთ, უსწორმასწორო ზედაპირი ნაკვეთზე თოვლს შეაკავებს.
4. დაბარვის შემდეგ ბოსტნის მავნებლები და მათი ჭუპრები ზედაპირზე აღმოჩნდებიან და სწრაფად დაიღუპებიან ყინვისას ან ჩიტების მსხვერპლად იქცევიან.
5. დაბარვისას აუცილებელია საჭირო სასუქის შეტანაც. გაჩნდება ნაკვეთის ფოთლებისგან, ქვებისა და სხვა ნაგვისგან გაწმენდის შესაძლებლობაც.

საშემოდგომო ბარვის მინუსები

1. ბარვისას ნიადაგის ნაყოფიერი ნაწილი უფრო ღრმად მოექცევა და ნაკლებად ნაყოფიერი ხდება. ირღვევა გრუნტის სტრუქტურა, კარგავს თავის თვისებებს.

2. ზედაპირზე არა მხოლოდ მავნებლები ხვდებიან, არამედ სასრგებლო მწერები და ჭიებიც, რომელთა გარეშეც ნიადაგის ნაყოფიერების შენახვა შეუძლებელია.

3. გარდა ამისა დაბარვა სარეველას მოცილების გარანტია არ არის. მათ შორის ბევრი უძლებს სიცივეს და გაზაფხულზე კვლავ გაიხარებს.

დავბაროთ თუ არ დავბაროთ?!

თუ ნაკვეთი დიდი ხნის მიტოვებული იყო და წესრიგში მოყვანას საჭიროებს აჯობებს დაბაროთ. იმ შემთხვევაში თუ სტაფილოს დარგვა გინდათ, მაშინ მიწა 50-60 სანტიმეტრის სიღრმეზე უნდა დაბაროთ. იმავეს გაკეთება მოგიწევთ თუ სარეველასგან, ჭიანჭველებისა და მავნებლებისგან გინდათ გათავისუფლება.

ნიადაგი მაშინ უნდა დაბაროთ როდესაც მოსავალი უკვე აღებულია, არაუგვიანეს ოქტომბრისა. ბელტები უბრალოდ გადააადგილეთ, არ გადაატრიალოთ, ეს ჯანმრთელი მირკოფლორის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. როდესაც სარეველა ბალახის ფესვი შეგხვდებათ – მიწას აუცილებლად მოაცილეთ. თუ რეგულარული ბარვისთვის თავის აცილება გსურთ მაშინ სიდერატი მცენარეები დარგეთ. ეს მწვანე დამხმარეები გრუნტს 2 სანტიმეტრამდე სიღრმეზე გააფხვიერებს, გაამდიდრებს მას აზოტითა და ფოსფორით. ასევე შეანელებს სარეველას ზრდას და კარგად შეაკავებს ზამთრის თოვლს, შესაბამისად ის ნერგებს გაყინვის საშუალებას არ მისცემს.