Connect with us

კულინარია

რატომ არ უნდა დაასხათ სოდას ძმარი და კიდევ 8 კულინარიული შეცდომა

კერძის მომზადებისთვის კარგ მზარეულს მხოლოდ ტექნოლოგიისა და პროდუქტთა მახასიათებლის ცოდნა ნამდვილად არ ეყოფა! “ქიმიური რეაქციები” რომლებიც კულინარიული დამუშავებისას ხდება – ცალკე მეცნიერებას წარმაოდგენს.

ვამზადებთ სწორად

რატომ არ უნდა დაასხათ სოდას ძმარი და კიდევ 8 კულინარიული შეცდომა ჩვენს სტატიაში!

პომიდვრის სხვა ბოსტნეულთან ერთად მომზადება

პომიდორი შეიცავს მჟავას, რომელიც სხვა ბოსტნეულის მომზადებას უშლის ხელს და აყოვნებს. ამ მიზეზის გამო, ჯერ ხახვი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა მოამზადეთ და შემდეგ კი თერმული დამუშავების ბოლოსკენ ბოსტნეულს პომიდორიც მიუმატეთ.

მაკარონი წყალში არ უნდა გაავლოთ

მოხარშულ მაკარონსა და სპაგეტს ზედაპირზე კრახმალი აქვს, სწორედ ეს უკანასკნელი იწოვს ტომატის სოუსს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია იტალიური პასტის მომზადების პროცესში. მაღალი ხარისხის მაკარონს, რომელიც მყარი სახეობის ხორბლისგან მზადდება – ცივი წყლის გადავლებას არ საჭიროებს რადგან, ისინი ისედაც არ ეკვრიან ერთმანეთს.

ბულიონის მარილი კულინარიული დამუშავების პროცესის დასაწყისში არ მოაყაროთ

ბულიონს მარილი მომზადების პროცესის ბოლოს უნდა მოაყაროთ. როდესაც მარილს პროცესის დასაწყისში ვუმატებთ, წყალი აგრძელებს დუღილს, ორთქლდება, მარილის რაოდენობა კი იგივე რჩება, შესაბამისად ბულიონი განსაზღვრულზე მარილიანი გამოგვივა.

კარტოფილის პიურის ბლენდერით მომზადება

ბლენდერი კარტოფილს გემოვნურ თვისებებს უცვლის და წებოვანს ხდის, აჯობებს ტრადიციული კარტოფილის საჭყლეტი გამოვიყენოთ!

პიცისთვის ჭარბი დოზის გულსართის გაკეთება

გულსართის დიდი ოდენობა ცომს საკმარისად გამოცხობის საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა ბევრი ინგრედიენტის მქონე პიცის მირთმევა არც თუ ისე მოსახერხებელია: სოკო, ლორი, ზეთისხილი და სხვა ინგრედიენტები მუდმივად აქეთ-იქით ცვივა.

ხახვის ადრეული დაჭრა

ხახვი დაჭრიდან 7-10 წუთში გემოს იცვლის და უფრო მწარდება, ამიტომ აჯობებს ის უშუალოდ ტაფაში, სასალათესა და ქვაბში მოხვედრის წინ დავჭრათ!

სოდისთვის ძმრის დასხმა

როდესაც სოდას ძმარს ასხამთ – ნახშირორჟანგის მნიშვნელოვანი რაოდენობის აორთქლება ხდება, ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანია თვენი ცომისთვის მეტი სიფაფუკის მისაცემად. ამიტომ გთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს: 2 სხვადასხვა ჭიქაში ჩაასხით 3-4 სუფრის კოვზი წყალი, ერთ მათგანსი საკვები სოდა ჩაყარეთ, მეორეში კი ლიმონის წვენი ან ლიმონმჟავა. ახლა კი ამ ჭიქების შიგთავსი რიგ-რიგობით დაუმატეთ ცომს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.