Connect with us

კულინარია

რატომ არ მჟავდება და მწარდება მაღაზიაში ნაყიდი რძე

იყო დედა, რთული საქმეა. მუდმივად შვილების უსაფრთხოებაზე, მათ კეთილდღეობასა და ჯანსაღ კვებაზე ვზრუნავთ. თანამედროვე სამყაროში ხომ რძეც კი არ მჟავდება, მაგრამ შინაურული პროდუქტების ყიდვაც გვეშინია. არავინ იცის, თუ როგორ პირობებში მოამზადეს. რა არის გამოსავალი?

გადავწყვიტე, რძის შესახებ საკითხი მეგობართან განმეხილა. მისი ქმარი რძის პროდუქტების ქარხანაში მუშაობს. ფაქტმა, რომ მათი რძე თუნდაც 1 დღე თბილ გარემოში გაჩერებისას არ მჟავდება, არ შეაცბუნა. განმიმარტა, თუ რატომ ენდობა ქმრის პროდუქტებს, ასევე ექსპერიმენტის ჩატარება შემომთავაზა.

თუ მაღაზიაში ნაყიდ და სახლში მომზადებულ რძეს მაცივრის გარეშე დატოვებთ, ეს უკანასკნელი ჩუმა მაწვნად გადაიქცევა. მაღაზიაში ნაყიდს, სავარაუდოდ, არაფერი მოუვა. საქმე აუცილებლად იმაში არაა, რომ ანტიბიოტიკებით და პალმის ზეთით არის გაჯერებული. სუპერმარკეტში რძის პასტერიზებას აუცილებლად ახდენენ.

პასტერიზაცია –მასობრივ წარმოებაში რძის სავალდებულო გადამუშავების მეთოდი, რომელიც 99% მიკროორგანიზმების კვდომას უზრუნველყოფს. რძისმჟავა ბაქტერიებიც კვდება, რის გამოც რძე მჟავდება. პასტერიზაციის შედეგად პროდუქტი პირობითად სტერილური ხდება, ამიტომ მაღაზიის რძე არ მჟავდება.

ექსპერიმენტი

იმის დასარწმუნებლად, რომ მაღაზიის რძე უბრალოდ გადამუშავებული შინაურული პროდუქტია, ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე. ცნობილი ბრენდის თბილი რძე ავიღე და 2 კონტეინერში ჩავასხი. ერთ–ერთს 1 ჩ/კ მაწვნის დედა დავუმატე. ის რძისმჟავე ბაქტერიის როლს შეასრულებს. კონტეინერებს წარწერები გავუკეთე და ღამით სითბოში გავაჩერე.

ექსპერიმენტის შედეგი დილით შევამოწმე. კონტეინერში მაწვნის დედით სქელი კეფირი მივიღე. როგორც ხედავთ, რძე შედგა. სუფთა რძე ისეთივე დარჩა, როგორიც იყო, მაგრამ საეჭვო გემო და სუნი მიიღო. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები გირჩევენ, რომ პასტერიზებული რძე მაცივარში შეინახოთ.

პასტერიზებული და ულტრაპასტერიზებული რძე ერთმანეთში არ აგერიოთ. ეს უკანასკნელი სუპერმარკეტში, ცალკე დახლზე მაცივრის გარეშეც ინახება. საქმე იმაშია, რომ ის ძალიან მაღალ ტემპერატურაზეა (125-140 გრადუსი) გადამუშავებული. რა თქმა უნდა, მასში უფრო ნაკლები სასარგებლო მიკროელემენტებია.

სწორი პასუხი არავის აქვს, თუ რომელი რძეა უკეთესი: ნაყიდი თუ სახლის. ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ. თუ გირჩევნიათ, პროდუქტები ბაზარში იყიდოთ, გამოყენებამდე თერმულად აუცილებლად დაამუშავეთ. თუ რძეს სუპერმარკეტში ყიდულობთ, შემადგენლობა ყურადღებით წაიკითხეთ. ის გეტყვით, თუ რომელი პროდუქტია უფრო ნატურალური. წარმატებას გისურვებთ!