სხვა
რატომ არ აქვს აზრი საწოლის თეთრეულის დაუთოებას
შეკითხვა ეპოსის კატეგორიიდან. როდემდე უნდა დავაუთაოთ თეთრეული? ეს კითხვა დაუსვა დედიამ ერთ ჩვენს დაქალს. უხერხული პაუზა ჩამოვარდა: მეგობარი გაიყინა, რადგან არ იცოდა, თუ რა ეპასუხა. მისი შემხედვარე დეიდაც უხერხულობაში ჩავარდა. შემდეგ დაუთოების შესახებ საინტერესო დიალოგი გაიმართა და საერთოდ, რომელი თეთრეული არის კარგი საწოლისთვის. დეიდა დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობს და ადგილობრივ წესრიგს მიჩვეულია.
უნდა ითქვას, რომ ჩვენი დაქალი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა. დეიდას არგუმენტები მან ყურადსაღებად ჩათვალა. დღეს რედაქცია ამ საკითხის განხილვას გთავაზობთ – რატომ არ არის აუცილებელი საწოლის თეთრეულის დაუთოება?
საუკეთესო ქსოვილი საწოლის თეთრეულისთვის
ბაზრობაზე ბევრი საინტერესო ვარიანტია წარმოდგენილი, ვეცდებით მათ შესახებ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ხოლო არჩევანი თქვენზე მოგვინდია. შესაძლოა თქვენ გსურთ, რომ თეთრეულმა 1000 რეცხვას გაუძლოს და 10 წელი გემსახუროთ. ან პირიქით, ჩვევად გაქვთ ფერები და ნახატები ხშირად გამოცვალოთ, ამიტომ რაღაც იაფი და პრაქტიკული გჭირდებათ.
1. ნარმა
ყველაზე პოპულარული ქსოვილი. პირველ რიგში, ნატურალურია. ნარმა 100 %–ით ბამბისგან შედგება. ქსოვილი გამძლე, იაფი და ჰიპოალერგიულია. თითქოსდა საბავშვო საწოლისთვის არის შექმნილი. ფასის და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია.
2. სატინი
ნატურალური და ელეგანტური ქსოვილი ორმაგად ნაქსოვი ბამბის ძაფისგან არის შექმნილი. სატინი აბრეშუმივით ბზინავს, მსგავსს შეგრძნებებს იწვევს, მაგრამ უფრო იაფი ღირს. სატინის თეთრეული 300 რეცხვას გაუძლებს და თითქმის არ დანაოჭდება. ჭკვიანი თეთრეულია.
3. სელი
საუკუნოვანი ისტორიის კლასიკა. სელის თეთრეულს უნიკალური თვისება აქვს: სიცხეში სასიამოვნოდ გაგაგრილებთ, ხოლო სიცივეში გაგათბობთ. უამრავ რეცხვას უძლებს, ამით ქსოვილი მხოლოდ ნათელი ხდება. თუმცა მთვარის ქვეშ მარადიული არაფერია.
4. ჩითი
ყველაზე იაფი და მარტივი ქსოვილი, რომელიც შეგრძნებით ნარმას ჰგავს. ჩითის თეთრეული სწრაფად ცვდება, მაგრამ არ იჭმუჭნება. თუ სხვადასხვა ნახატები და ფერები ან თეთრეულის ხშირად გამოცვლა გიყვართ, მაშინ რატომ არ უნდა სცადოთ?
5. პერკალი
ეს ვარიანტი შეიძლება ყველას არ გამოადგეს, მაგრამ ამ ქსოვილის თეთრეული მაინც პოპულარულია. 1000 რეცხვას უძლებს, ძალიან გამძლე და ხანგრძლივად გამოიყენება. თეთრეულის დაუთოება ორთქლითაც კი ძნელია.
6. აბრეშუმი
აბრეშუმი მეფეებისთვისაა. არა მხოლოდ ლამაზი, გამძლე, ჰიპოალერგიულია, არამედ სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ითვლება, რომ აბრეშუმის თეთრეულში ძილი ნებისმიერი სურდოს სწრაფად განკურნებაში დაგეხმარებათ. ერთადერთი მინუსი – აბრეშუმი ფული ღირს.
7. პოპლინი
ხელმისაწვდომი და ნაკლებად პრეტენზიული ქსოვილი ყოველდღიურად გამოსაყენებლად. ძალიან რბილია, უყვარს ფერადი ნახატები და ადვილად ირეცხება. პირდაპირ – შეაგდეთ მანქანაში, გააშრეთ და კვლავ ბრძოლაში ჩართეთ. 60 გრადუსზეც შეგიძლიათ გარეცხოთ.
8. ბამბუკი
ახალი ქსოვილი, რომელმაც უკვე პოპულარობა მოიპოვა. ბამბუკის თეთრეული თითქოსდა თქვენს სხეულს ერგება და კარგ ძილს უზრუნველყოფს. მოსავლელად საკმაოდ მარტივია – შესანიშნავად ირეცხება და მსახურების ხანგრძლივი ვადა აქვს.
რატომ შეგვიძლია არ დავაუთოოთ საწოლის თეთრეული
ერთ კონცეპტუალურ საკითხში უნდა გავერკვეთ – საერთოდ რატომ ვაუთოებთ თეთრეულს? ეს ძველი ტრადიციაა, ჩვენ ხომ ცხოვრების მესამედ საწოლში ვატარებთ და მასზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ. ადრე როგორ იყო? მდინარეში რეცხავდნენ, შემდეგ ცხელი უთოთი აუთოებდნენ, რომ მიკრობები გაენადგურებინათ. თანამედროვე სამყაროში ეს ყველაფერი არააქტუალურია.
იტალიაში მცხოვრები დეიდის დახმარებით გავარკვიეთ: ადრე დაუთოებას, როგორც ჰიგიენურ პროცედურას ნამდვილად აზრი ჰქონდა. ახლა თითქმის ყველა ოჯახს სარეცხი მანქანა და უამრავი სარეცხი საშუალება, მათ შორის ანტიბაქტერიული, აქვს. საწოლის თეთრეული 90 გრადუსზეც ირეცხება, რთული წარმოსადგენია, რომ რომელიმე ბაქტერია გადარჩება.
ამასთან, სარეცხ მანქანას გაშრობის და გასწორების ფუნქციები აქვს. თანამედროვე ქსოვილებს რეცხვის შემდეგ დაუთოება ნაკლებად სჭირდებათ. მაგალითად, აბრეშუმი, პოპლინი, ჩითი შეგიძლიათ საერთოდ არ დააუთოოთ, ხოლო სელის დაუთოებას აზრი არ აქვს, ის პატარა შეხებაზეც იჭმუჭნება. თუ შინაგანი ესთეტი ძლიერ გაწუხებთ, თეთრეული რეცხვის შემდეგ ორთქლში გაატარეთ, შემდეგ გაკეცეთ – ასე დაუთოებულივით იქნება.
იტალიელები საერთოდ თვლიან, რომ აზრი არ აქვს დროის და ძალის დახარჯვა, რადგან მეორე დღეს თეთრეული თავის მდგომარეობას მიიღებს, ანუ დაიჭმუჭნება. რა საჭიროა თავის დატვირთვა და ელექტროენერგიის დახარჯვა? ისინი თვლიან, რომ ეს უბრალოდ ჩვევაა და მასთან განშორება ცხოვრებას არ გაანადგურებს. თუმცა თავად გადაწყვიტეთ.
თუ დაუთოებას აგრძელებთ, კომენტარებში დაგვიწერეთ, რატომ არის საჭირო ამის გაკეთება. ასევე მოხარული ვიქნებით, თუ გვეტყვით საწოლის თეთრეულისთვის რომელი ქსოვილი არის კარგი. კარგ განწყობას გისურვებთ.