Connect with us

სხვა

რატომ არის ხახვის დარგვის ჩინური მეთოდი ყველაზე საუკეთესო

შეიძლება იფიქროთ, რომ ხახვის დარგვა ძალიან მარტივი საქმეა: გააკეთე ორმო, მოათავსე ხახვის ბოლქვი და მიწა დააყარე… თუმცა საწმუხაროდ ეს მეთოდი კარგი მოსავლის გარანტიას ვერ მოგცემთ. ალბათ იცით, რომ ხახვის დარგვის უამრავი მეთოდი არსებობს. დღევანდელ სტატიაში ისეთ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც მოსავალს ჩვეულებრივზე სწრაფად მოგცემთ და შედეგად მსხვილ ხახვის ბოლქვებს მოიყვანთ.

ხახვის გრუნტში დათესვა

ჩინური დარგვის მეთოდის მთავარი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ხახვი მიწის ზემოთ ირგვება. თავიდან ამ მეთოდს მხოლოდ ჩინელი გლეხები იყენებდნენ, შემდეგ კი ეს მეთოდი ფართოდ გავრცელდა. მას ბევრი პლიუსები აქვს:

1. რადგან ბოლქვები მიწის დონიდან მაღლაა მოთავსებული, ისინი ნაკლებად ზიანდება მავნებლების მიერ
2. მათი დარგვა უფრო ადრეა შესაძლებელია, რადგან ისინი მიწის ზემოთ არიან და მათთან მზის სხივები იოლად აღწევენ.
3. ყოველი ნაყოფი საკმარის სივრცეს იღებს რაც მათ ზრდას ასტიმულირებს, ამიტომ ბოლქვები საკმაოდ დიდები იზრდებიან.

ამ ტექნოლოგიის წარმატებულობის მთავარი მიზეზი, სწორი თვლებია. ხახვებს შორის დაშორება 15 სანტიმეტრი უნდა იყოს. კვლებს შორის 20 სანტიმეტრიანი დაშორება დატოვეთ, რათა ყოველმა ბოლქვმა შეძლოს თავისუფლად განვითრება. როგორ დავრგოთ ხახვი ჩინური მეთოდით? ჯერ 15 სანტიმეტრი სიმაღლის მიწის ზოლი მოამზადეთ, მათში 3 სანტიმეტრიანი ორმო გააკეთეთ. თავად ხახვის ბოლქვები დათესვამდე 2 კვირით ადრე უნდა გაათბოთ, რათა დალპობისგან დაიზღვიოთ თავი. შემდეგ ხახვები ოროებში ჩაალაგეთ მაგრამ ღრმად არ ჩაფლათ. აუცილებელია, რომ ხახვის თავები სწორად იდგნენ მიწაში. შემდეგ ბოლქვებს ხის ნაცარი მოაყარეთ. ისღა დაგვრჩენია ხახვი ოდნავ დავფაროთ მიწით.

თუ დარგვის ამ მეთოდს გამოიყენებთ შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით! თქვენი ხახვი ბოლქვები უფრო დიდი ზომის გაიზრდება და უფრო სწრაფად მომწიფდება ამოსაღებად. მათი მოვლაც უფრო იოლია, ერთადერთი რაც გევალებათ მათი დროული მორწყვა და განოყიერებაა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.