სხვა
რატომ არიან თებერვალში დაბადებული ბავშვები განსაკუთრებულები
თებერვალი – მოკლე და საზეიმო დღეებით მდიდარი თვეა. ბევრს ის იდეალურ თვედ მიაჩნია – მოკლედ და სასიამოვნოდ. თუ თქვენი შვილი თებერვალში დაიბადა, ეს თვე თქვენთვის ორმაგად განსაკუთრებული იქნება. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ თვეში დაბადებულები პატარები ერთმანეთს არ ჰგვანან.
აი რატომ:
1. კარიერული შანსები
ჰარვარდის კვლევების მიხედვით, თებერვლის ბავშვები პრაქტიკულად ყოველთვის უფრო მაღლები და პუტკუნები არიან ვიდრე მათი თანატოლები რომლებიც წლის სხვა თვეებში დაიბადნენ. ეს მაჩვენებლები უკვე 7 წლის ასაკიდან არის შესამჩნევი!
მათ არაჩვეულებრივი შანსი აქვთ წარმატებას მიაღწიონ სპორტში.
ზამთარში დაბადებული ბავშვები ტესტებშიც უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. მეცნიერთა აზრით ზამთრის ბავშვები თანატოლებისგან ნეიროკოგნიტური თვისებებითაც გამოირჩევიან.
2. მიდრეკილება ხელოვნებისკენ
დიდი ბრიტანეთის ნაციონალური სტატისტიკის სამმართველო, ამტკიცებს, რომ თებერვალში დაბადებული ბავშვები ყველაზე ხშირად ხდებიან მხატვრები და მუსიკოსები. ხოლო ამერიკელი სოციოლოგების კვლევამ აღმოაჩინა, რომ თებერვალში ძალიან ბევრი მსოფლიოში ცნობილი ადამიანია დაბადებული. მათ შორის: ბობ მარლი, ჯენიფერ ენისტონი, შაკირა, ეშტონ კატჩერი, ბორის პასტერნაკი, ჩარლზ დიკენსი და ბევრი სხვა. ამ თვეში რამდენიმე ამერიკის პრეზიდენტიც გახლავთ დაბადებული – მაგალითად აბრაამ ლინკოლნი და როლანდ რეიგანი.
3. იშვიათი დაბადების დღე
გარდა იმისა, რომ თებერვალი – ყველაზე მოკლე თვეა ის ზამთრის სეზონს ასრულებს და მასში დღეების რაოდენობა განსხვავებულია! მაგალითად, წელს თებერვალში 29 დღე იქნება და ამ დღეს დაბადებულს ნამდვილად გაუმართლებს, ეს ხომ იშვიათი რიცხვია.
რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ თავის დღეს ბავშვი 4 წელიწადში ერთხელ აღნიშნავს. სამაგიეროდ ის მეგობრებთან მართლაც, რომ იშვიათი დაბადების თარიღით დაიტრაბახებს!