Connect with us

საკითხავი

რატომაა აუცილებელი გარემოს დაცვა და ნარჩენების შემცირება

-“ადექი დილით, დაიბანე ხელ-პირი, წესრიგში მოდი და მაშინვე დაიწყე პლანეტის მოწესრიგებაც.”(ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი).

გლობალური დათბობა, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება სულ რამდენიმე წლის წინ უბრალოდ შორეულ თემებად გვეჩვენებოდა, რომლებსაც ჯერ კიდევ მაშინ განიხილავდნენ აღელვებული მეცნიერები. ეს ყველაფერი რესურსების გაუაზრებელი და არაეკონომიური მოხმარების გამოა.

ნარჩენების რაოდენობის შემცირებისა და მათი უტილიზაციის პრობლემა მთელ მსოფლიოს აღელვებს. არავის უნდა დასვენება პლაჟზე, რომელიც სავსეა ნაგვის ბორცვებით. ბუნებისა და გარემოს დაცვა, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული.

ბუნების დაცვა

გარემო პირობებზე არამხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენმა შვილებმაც უნდა იზრუნონ. ადამიანთა ერთი ნაწილი იგონებს “მოსახერხებელ” პროდუქციას, მეორე ნაწილს კი მასზე ალერგია უჩნდება. იქნებ დაფიქრების დროა? იქნებ საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ?

-“ერთ ადამიანს ვერ შეუძლია ათწლეულების მიერ გამომუშავებული სისტემის შეცვლა.” – ძალიანაც შეუძლია! ის, რაც ზღვაში წვეთად გვეჩვენება, უნარიანია შეცვალოს სამყარო როგორც უკეთესი, ისე უარესი მხრისკენაც. არსებობს რამდენიმე საშუალება, გავხადოთ ჩვენი პლანეტა უფრო სუფთა ისე, რომ არ შეუქმნათ დისკომფორტი საკუთარ თავს.

ერთჯერად ჭურჭელზე უარის თქმა

სამსახურის გზაზე ყავის შეძენა ერთჯერადი ჭიქით ძალიან მოსახერხებელია, როცა მის დალევას სახლში ვერ ასწრებთ. თუმცა, ეს ხუთწუთიანი გამოყენება შეიძლება ჩვენი ბუნებისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. ქაღალდის ჭიქა შიგნიდან დაფარულია პლასტმასის ფენით, რომელიც არ აძლევს ჭურჭელს დასველების საშუალებას, იგი არ ლპება. იქნებ თერმოსი გამოიყენოთ? მასში ყავა დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას და ბუნებასაც დაეხმარებით.

მრავალჯერადი ჭურჭლის გამოყენება საშუალებას იძლევა, შევამციროთ ნაგვის რაოდენობა. ზოგიერთი ყავახანა ყავის ფასს ამცირებს კიდევაც მათთვის, ვისაც თავისი ფინჯანი მიაქვს და არ იყენებს ერთჯერად ჭიქებს.

პოლონეთსა და იტალიაში ამზადებენ საკვებ ჭურჭელს, ხოლო გერმანიაში არსებობს დაწესებულება, სადაც ერთჯერად ჭურჭელს ეკოლოგიურ, მრავალჯერად ფინჯანში ცვლიან. რუსეთში მოიგონეს საკვები ჭიქა ვაშლის ნათალებისგან, თუმცა მისი მინუსი ისაა, რომ ასეთი ჭურჭლიდან უფრო სწრაფად უნდა დალიოთ ან ჭამოთ, სამაგიეროდ, ერთჯერადი ჭიქების გამოყენება შემცირდება.

ნაგვის სორტირება

თუ აქამდე ნაგავს ერთ ურნაში ყრიდნენ, ახლა დახარისხება ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ორგანული ნარჩენების, პლასტმასისა და შუშის სხვადასხვა ურნებში გადანაწილება ხომ რთული საერთოდ არაა. მისი პლუსი ისაა, რომ ნაგვის გადაყრა არც ისე ხშირად მოგიხდებათ, არც უსიამოვნო სუნი დადგება სახლში. უნდა გაიგოთ, რომ გადასამუშავებლად საჭიროა სუფთა ნედლეული, ამიტომ გარეცხეთ პლასტმასის ბოთლები და შუშის ქილები გადაყრამდე.

უარის თქმა ერთჯერად პარკებზე

ჩვენ ყოველდღე ვყიდულობთ პროდუქტს, კოსმეტიკას, ტანსაცმელს, ამ ყველაფერს კი ვალაგებთ ერთჯერად პაკეტებში. იმის ნაცვლად, რომ სახლში პარკებით სავსე პარკი შეინახოთ, შეიკერეთ ან შეიძინეთ 1-2 საშოპინგო ჩანთა. ნაგავი სახლშიც ნაკლები იქნება და ბუნებაშიც.

ტანსაცმლის შეძენა

გადახედეთ თქვენს შეხედულებებს ტანსაცმლის შეძენასთან დაკავშირებით. უმჯობესია, შეიძინოთ ერთი ხარისხიანი და საჭირო ნივთი, ვიდრე კარადაში საათობით ქექოთ და არ იცოდეთ, რა ჩაიცვათ. არ გადაყაროთ ძველი ტანსაცმელი, გაიგეთ, სად იბარებენ ძველ ნივთებს, აჩუქეთ ისინი უსახლკაროებს. ტანსაცმელი არ გადამუშავდება და ძალიან დიდხანს იშლება.

ბუნების დაცვა და შენარჩუნება არასდროს უნდა გავიწყდებოდეთ. იზრუნეთ გარემოზე და იგი აუცილებლად იზრუნებს როგორც თქვენს, ისე თქვენი შთამომავლების ჯანმრთელობაზე.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.