Connect with us

ჯანმრთელობა

რას უნდა უჩიოდეთ? ყველაფერი, რაც გინეკოლოგთან ვიზიტის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველასთვის ცნობილია, თუ როგორი დატვირთულია ექიმი, მაგრამ არავინ იცის, თუ ვიზიტისთვის სწორად როგორ მოემზადოს, რომ ექიმს ამოცანა, საკუთარ თავს კი რეკომენდაციების შესრულება გაუმარტივოს. სწორედ ამიტომ, დღეს გიამბობთ იმ ყველაფერზე, რაც გინეკოლგთან ვიზიტის შესახებ უნდა იცოდეთ.

შხაპი მიიღეთ, სუფთა საცვალი ჩაიცვით და მორჩა – ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. სინამდვილეში ძალიან ბევრი ნიუანსია. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ქალებს ყველაზე ხშირად შემდეგი რამ აწუხებთ:

ინტიმურ ადგილას თმის გაპარსვა საჭიროა?

ინტიმური ვარცხნილობის მოდელი დიაგნოსტიკაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მოკლე თმა (ან საერთოდ გლუვი კანი) დღის განმავლობაში სისუფთავეს უფრო დიდხანს ინახავს.

გინეკოლოგთან ვიზიტამდე გამორეცხვა უნდა გავიკეთო?

არა! შხაპის მიღება საკმარისია. ზედმეტი ჰიგიენური პროცედურა ექიმს მიკროფლორის ნამდვილი მდგომარეობის შესახებ მონაცემების მიღებაში ხელს უშლის. ინტიმური ჰიგიენის გელი და კრემი სჯობს არ გამოიყენოთ – საღებავებმა და პარფიუმმა ანალიზებზე შეიძლება გავლენა იქონიოს.

რა უნდა ვქნათ, თუ ექიმთან სამსახურის შემდეგ მივდივართ?

სველი სალფეთქი გამოიყენეთ. სჯობს საბავშვო სველი სალფეთქი გამოიყენოთ. ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილ სპეციალურ სალფეთქში შეიძლება ანტისეპტიკი შედიოდეს, რაც საშოს ფლორაზე, შესაბამისად, ლაბორატორიულ გამოკვლევაზე გავლენას ახდენს.

ვიზიტის წინ სექსით დაკავება შეიძლება?

არ შეიძლება. სასურველია, 2-3 დღე თავი შეიკავოთ. ანალიზების შედეგებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ საშოში შეღწეული თესლის სითხე, არამედ სპერმაციდი ან პრეზერვატივის ლუბრიკანტი.

გინეკოლოგის კაბინეტში სავსე თუ ცარიელი შარდის ბუშტით უნდა შევიდე?

შარდის ბუშტი საშვილოსნოს წინ მდებარეობს და სავსე მდგომარეობაში შეიძლება პალპაციას ხელი შეუშალოს, ასე რომ სჯობს დაიცალოთ. თუმცა ზოგიერთი ანალიზის ჩასაბარებლად სჯობს შარდისგან 2-3 საათი თავი შეიკავოთ – ასე ბაქტერიებს ჩამორეცხავთ. ეს საკითხი შეგიძლიათ გინეკოლოგთან ვიზიტის დროს განიხილოთ.

როდის ჩავეწეროთ?

გინეკოლოგთან ვიზიტი სჯობს მენსტრუაციის შემდეგ პირველ დღეებში დაგეგმოთ. ამ დროს იმუნიტეტი ოდნავ შესუსტებულია და ფარული ქრონიკული ინფექციების აღმოჩენაც შეიძლება. ამასთან, საშვილოსნოს ყელის სრული გამოკვლევა ციკლის პირველ ფაზაში უფრო სანდოა.

ექიმთან მისვლამდე 2-3 კვირა სჯობს წამლები არ მიიღოთ.

მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შფოთვის მიზეზი უბრალოდ რძოვანაა, ამ სასწაული კაფსულის შესაძენად აფთიაქში გაქცევას არ გირჩევთ. შეიძლება ცდებოდეთ, ხოლო სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორც ანტიბიოტიკები, საშოს მიკროფლორას ცვლიან და ანალიზებმა შეიძლება ცრუ შედეგები აჩვენოს. სურათის დამახინჯებამ შეიძლება იმუნომოდულატორების და ჰორმონების მიღებამდე მიგიყვანოთ – ექიმთან ვიზიტამდე 2-3 კვირის განმავლობაში მათი მიღებაც არ ღირს. რა თქმა უნდა, თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ და აბებს რეგულარულად იღებთ, შესვენების გაკეთებას არ გირჩევთ.

გინეკოლოგთან ვიზიტის წინ სასურველია ტუალეტში შეხვიდეთ.

სავსე ნაწლავები საშვილოსნოს და დანამატების გამოკვლევას მნიშვნელოვნად ართულებს.

ვიზიტის დროს წინდები და საგები თან წაიღეთ

საგები შეგიძლიათ სავარძელზე გაფინოთ. წინდები უნდა ჩაიცვათ, როგორი ლამაზი მანიკიურიც არ უნდა გქონდეთ – ასეთია ეტიკეტის წესი. თუმცა, ახლა ბევრი კომერციული კლინიკა ერთჯერად ბახილებს და საგებს თავად გაძლევენ.

რა უნდა უთხრათ ექიმს?

ექიმთან მისვლის დროს, პირდაპირ სავარძელზე არ დაჯდეთ. სკამზე დაჯექით და გაესაუბრეთ.

არავის წინაშე ვალდებული არ ხართ და ექიმი ცუდი ქცევის და სექსუალური ჩვევის გამო გამართლებას არ ელოდება. ინტიმურ კითხვებს კი სწორი დიაგნოზის დასასმელად გისვამენ. ამასთან, ყოველთვის შეგიძლიათ ექიმი თავად აირჩიოთ.

მთავარია, ბოლო მენსტრუაციის პერიოდი და ციკლის ხანგრძლივობა გახსოვდეთ. ასევე პირველი თვიურის და სქესობრივი ცხოვრების დაწყების დრო, ყველა გინეკოლოგიური დიაგნოზი, რაც კი დაუსვამთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ოდესმე სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე მკურნალობით, ამის შესახებ ექიმს უნდა უთხრათ. ზოგიერთი ინფექციის შემთხვევაში ჩვეულებრივი ანალიზის შედეგები რამდენიმე წლის შემდეგაც კი დადებითი იქნება. სწორედ ამიტომ, თქვენ დაგჭირდებათ გამოკვლევა, რაც მწვავე დაავადების არსებობს გამორიცხავს.

თუ რამდენიმე თვის წინ, სასქესო ორგანოების ინფექციებაზე შემოწმება გააკეთეთ, ექიმს ანალიზის შედეგები აჩვენეთ, რომ ტესტის განმეორებით ჩატარება არ მოგიწიოთ. 1 წლის წინ გაკეთებული ნაცხი შეგიძლიათ არ აჩვენოთ.

მხოლოდ ამ საუბრის შემდეგ შეგიძლიათ სავარძელში გადაინაცვლოთ.

რას გააკეთებს ექიმი?

რას ამოწმებს ექიმი? კანონით, უფლება გაქვთ, რომ ექიმის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მანიპულაციის შესახებ უნდა იცოდეთ. ამასთან აქ არაფერი საიდუმლო არაა.

ექიმი ჯერ სასქესო ორგანოების გარე მდგომარეობას გამოიკვლევს: არის თუ არა გაღიზიანება, სიწითლე, ახალი წარმონაქმნი (მაგალითად, კონდილომა) და სხვა ნორმიდან გადახვევა. ამისთვის განათების გარდა სხვა არაფერი საჭირო არაა.

შემდეგ ექიმი გინეკოლოგიურ სარკეს იღებს. ეს ორთავიანი ლითონის ან პლასტმასის ნივთია, რომელიც ჩვეულებრივ სარკეს ოდნავ ჰგავს. მისი ფრთები ფართოვდება და სპეციალური სამაგრით მაგრდება – ეს საშვილოსნოს ყელის და საშოს კედლების შემოწმების საშუალებას იძლევა.

სავარძლის მახლობლად საიდუმლო მოწყობილობა ლინზებით – კოლპოსკოპია. ის გამოსახულებად 20-30-ჯერ აფართოებს, რაც ყველაზე მცირე ცვლილების დანახვის საშუალებას იძლევა. ამასთან შეძლებთ შეაფასოთ, თუ საშვილოსნოს ყელი ძმრის მჟავასა და უსპირტო იოდის ხსნარზე როგორ რეაგირებს.

ძმრის მჟავა ხანმოკლე შეშუპებას, უჯრედების გასიებას და სისხლძარღვების შეკუმშვას იწვევს, რაც პათოლოგიური უბნების დროულად აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რომელიც ყველაზე ხშირად დისპლაზიასა და კონდილოზთან ასოცირდება.

იოდის ხსნარი ჯანსაღ უჯრედებს მუქ ყავისფერში ღებავს, ხოლო პათოლოგიური უჯრედები არ იცვლება. ამრიგად, ჭეშმარიტი ეროზიის, ლეიკოპლაკიის და ანთების გამოვლენა შეიძლება.

თუ კოლპოსკოპიის შედეგებმა ექიმი შეაშფოთა, შეიძლება ბიოფსია შემოგთავაზოთ, რაც საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან მცირე ზომის ნაჭერის აღებას გულისხმობს. ის ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის იგზავნება, რომ პათოლოგიის ბუნება დაადგინონ: სიმსივნე, ანთება, დისტროფია და ა.შ. ბიოფსიის შემდეგ ჭრილობა ორ კვირაში ხორცდება, პროცედურა ციკლის პირველ ფაზაში ტარდება და შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე უკვე ყველაფერი წესრიგში იქნება. მანამდე კი სჯობს სექსისგან თავი შეიკავოთ.

თუ უკვე გინეკოლოგთან ნამყოფი ხართ იცით, რომ ნებისმიერი გამოკვლევის დროს ნაცხს ყოველთვის იღებენ. თუმცა გამოკვლევის მიზანი ბევრისთვის იდუმალი რჩება

ფლორის ნაცხის აღება საშოდან, საშვილოსნოს ყელიდან და საშარდე არხიდან ხდება. ეს საშოს ფლორის ბალანსის და ანთებითი პროცესების დაწყების შესახებ ინფორმაციას იძლევა.

ონკოციტოლოგია – საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან და მისი არხებიდან აღებული უჯრედების გამოკვლევა. პროცესი სიმსივნური უჯრედების გამოვლენაში დაგეხმარებათ. ფუნქციური დიაგნოსტიკური ტესტები – საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის გამოკვლევა, რაც ესტროგენის და საკვერცხეების ფუნქციის დაახლოებით შეფასებას მოგცემთ.

გამოკვლევის ბოლო ეტაპი ყოველგვარი მოწყობილობის გარეშე ტარდება. ექიმი ხელით გარეთ და შიგნით თქვენს მუცელს ამოწმებს და საშვილოსნოს მდგომარეობას, ფორმას და დანართების მდგომარეობას განსაზღვრავს. ამრიგად, შეიძლება მიომას, საკვერცხეების ანთების, კისტის და ორსულობის აღმოჩენა!

და ამ ყველაფერზე უფრო ნაკლები დრო დაგეხარჯებათ, ვიდრე ამ სტატიის წაკითხვაზე. ერთი წელი თავისუფალი იქნებით. მთავარია – საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული იყოთ.