თავის მოვლა
რას ნიშნავს კრემებზე არსებული BB, CC, DD და PP მარკირება
BB-კრემები კოსმეტიუკურ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და უამრავი ქალის საყვარელ პროდუქტად იქცა. ის გერმანელმა დერმატოლოგებმა გამოიგონეს კანის შეხორცებისა და აღდგენისთვის, ხოლო კორეელმა მწარმოებლებმა ეს საშუალება კიდევ უფრო დახვეწეს და ფართო აუდიტორიისთვის გამოუშვეს. ასეთ კრემებს შემნიღბავთან ერთად მომვლელი თვისებებიც აქვთ. პროგრესი ადგილზე არ დგას და ახლა უკვე CC, DD, PP, და ЕЕ-კრემებიც კი შეგიძლიათ შეიძინოთ. მათი მარკირების მნიშვნელობას კი ამ სტატიაში წაიკითხავთ.
1. BB- კრემი იშიფრება როგორც «beauty balm» ან «blemish balm», ანუ სილამაზის ბალზამი ან შემნიღბველი ბალზამი. ის ატენიანებს და ნიღბავს კანის პრობლემებს, უმკლავდება გამონაყარს და არაჩვეულებრივი ბაზაა მაკიაჟის ქვეშ, ფარავს დეფექტებს და გიცავთ მზის სხივებისგან.
ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ კრემის მეშვეობით შეძლებთ ყველა პრობლემის მოგვარებას, სახის მოვლის ძირიტადი საშუალებები მაინც დაგჭირდებათ!
2. СС-კრემი
ВВ კრემების წარმატების შემდეგ СС-კრემიც გაჩნდა, СС-კრემი ანუ Color Control (ფერის კონტროლი). მისი მთავარი ფუნქცია ფერის კორექციაა. ებრძვიან სიყვითლეს ან შეწითლებას. ამიტომ СС-კრემის ტექსტურა ძალიან განსხვავდება ВВ კრემების სტრუქტურისგან, ეს უკანასკნელი უფრო მსუბუქია და როგორც წესი უფრო მარტივი გამოყენება აქვთ. ისინი კანს სწორ სტრუქტურას ანიჭებს, შეიცავს SPF ფილტრებსა და ანტიოქსიდანტებს. СС-კრემის არ გამოიყენება ცხიმიან და პრობლემურ კანზე.
3. DD-კრემი
ეს სახელი არა მარტო ერთგვაროვან ტონს ნიშნავს, არამედ დაცვასა და მოვლასაც. აბრევიატურა DD იშიფრება როგორც «daily defense» ან «dynamic do-all» (“ყოველდღიური დაცვა” ან “ყველაფრის ოსტატი”).
მას მზისა და თავისუფალი რადიკალებისგან დაცვის მაღალი დონე აქვს. განსაკუთრებული ვარიანტია მეგაპოლისების მაცხოვრებელთათვის. თუმცა მისი ზედმეტად ხშირად გამოყენება არ შეიძლება, რადგან შეიძლება ფორების დაკეტვა გამოიწვიოს. საუკეთესოა დაბერებისკენ მიდრეკილი კანისთვის.
4. PP-კრემი
Pink Perfect – იდეალური ვარდისფერი, წარმოადგენს მაკიაჟის ქვეშ გამოსაყენებელ ბაზას. მის შეამდგენლობაში არსებული სილიკონის ნაწილაკები ასწორებს კანის უსწორობას, აუმჯობესებს რელიეფს, ასწორებს ნაოჭებს, შრამებს და ამცირებს ფორებს. კანი ხდება სწორი და გლუვი. როდესაც ტუბში ასეთ ვარდისფერ კრემს დაინახავთ არ შეგეშინდეთ! კანზე წასმის შემდეგ ის გამჭვირვალე და შეუმჩნეველი ხდება. არ დაგავიწყდეთ წინასწარ გაიწმინდოთ და დაიტენიანოთ სახეს. PP-კრემის წასმის შემდეგ თამამად დაიტანეთ ჩვეულებრივი ტონალურის ფენა. PP-კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა დამოუკიდებლად არ გამოიყენება.
5. EE-კრემი
Extra Exfoliation ანუ EE-კრემი – აახლებს კანს, იცავს მზის ზემოქმედებისგან, ატენიანებს, მატებს მბზინვარებას და მსუბუქ იერს. ის არ გამოიყენება ხშირად და არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე და თხელი კანის მქონეთათვის.
საშუალება შექმნილია მათთვის, ვინც მკრთალი ფერისა და შავიწ ერტილებისგან იტანჯება. ზოგიერთი EE-კრემი გაღიავების ეფექტით – რუჯის მოყვარულებსაც მოუხდებათ, მას პიგმენტური ლაქებისგან ნაწილობრივი გათავისუფლება შეუძლია.
ზემოთ ჩამოთვლილი კრემების ჩამობანა ჰიდროფილური ან ზეთის შემცველის აშუალებებით ხდება ყველაზე მარტივად.