Connect with us

საკითხავი

რას ნიშნავს, თუ კატას მეპატრონის ზურგზე სძინავს

რამდენ ხანს სძინავთ კატებს? აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი ცხოველისთვის დღეში 12-22 საათი ძილი ნორმალურია. გასაკვირი არაა, რომ გამოუცდელი მეპატრონეები თავიდან ნერვიულობენ, როცა ხედავენ, რომ მათი ფუმფულა მეგობრები დღე და ღამე თვლემენ.

ყოვლისმცოდნე მეცნიერებიც კი ბოლომდე ვერ ხსნიან, თუ რატომ სძინავთ კატებს ამდენხანს. ერთ–ერთ მიზეზად თანამედროვე კუდიანების წინაპრების ცხოვრების წესს ასახელებენ. ველური კატები ერთად არ იკრიბებოდნენ, არამედ მარტო ნადირობდნენ. ნადავლის დაჭერის შემდეგ კი ისვენებდნენ და საჭმელს ინელებდნენ.

რამდენ ხანს სძინავთ კატებს

შინაურ კატებს, რომლებიც მთელ დროს ვიწრო ბინაში ატარებენ, ნამდვილად დიდხანს სძინავთ. ნადავლის დაჭერა საჭირო არაა, უსაფრთხოებაზე ნერვიულობაც არ უწევთ. ისღა დარჩენიათ, დაისვენონ და დრო და დრო მეპატრონის მუხლებთან იკნავლონ. გასაკვირი არაა, რომ ასეთი კატა ცხოვრების 8 წლიდან 5-6 წელს ძილში ან ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ატარებს.

თუ კატებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქალაქგარეთ სახლებში ცხოვრობენ, მათ უფრო ნაკლებად სძინავთ. მათ მფლობელობაში ხომ დიდი ტერიტორიაა, რომლის გაკონტროლებას თავის მოვალეობად მიიჩნევენ. შესაძლებლობის მიხედვით ტერიტორიას ჩიტებისგან, მღრღნელებისგან და სხვა დაუპატიჟებელი სტუმრებისგან იცავენ.

უპატრონო კატებს უფრო ნაკლებად უწევთ დაძინება. ისინი იძულებულნი არიან საკვების საძიებლად მუდმივად აქტიურები იყვნენ. თან უსაფრთხოებაზე ზრუნვა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, უზრუნველი ძილისთვის ბევრი დრო არ რჩებათ. მუდმივად ფხიზლად ყოფნა უწევთ.

როგორ სძინავთ კატებს

ზოგჯერ კუდიან შინაურ ცხოველებს პატრონზე წოლა და ასე ძილი უყვართ. განსაკუთრებით, ღამით, როცა ხმაურიანი და მოძრავი ადამიანი, როგორც იქნა, თავის საქმეებს ასრულებს და დივანზე ან ლოგინზე წვება.

კატის ფსიქოლოგიის მცოდნეები ირწმუნებიან, რომ თუ კატა მეპატრონის გვერდით წვება, ასე თავის მიჯაჭვულობას და სიყვარულს გამოხატავს. თუ ადამიანი ზის, ხოლო ცხოველი მის კალთაში ჩაწოლას ცდილობს, ასე თავის ერთგულებაზე საუბრობს.

არსებობენ თავნება კატებიც, რომლებიც ადამიანზე დომინირებას გამოხატავენ. მათთვის მძინარე მეპატრონის გულმკერდზე წოლა ჩვეულებრივი საქმეა. შეიძლება მის ზურგზეც მოკალათდნენ.

ამასთან კატას ნაკლებად აწუხებს, თუ ამით ვინმე უხერხულობას განიცდის. საშინლად აღშფოთდება, როცა ადამიანი ინძრევა ან მის მოშორებას ცდილობს. ზოგჯერ ცხოველი მწოლიარე მეპატრონზე არა დასაძინებლად, არამედ უბრალოდ დასაჯდომად ადის, რომ მას ყურადღება მიაქციოს. ითვლება, რომ ზოგჯერ კატა ასე თავის დამტკიცებას ცდილობს. ან სურს დარწმუნდეს, რომ ადამიანი მხოლოდ მას ეკუთვნის.

ის ფაქტი, რომ კატა მტკივნეულ ადგილს წვება იმისთვის, რომ ადამიანის ტკივილი შეამციროს, დამტკიცებული არაა. მეცნიერები თვლიან, რომ კატები უბრალოდ წვებიან იქ, სადაც ყველაზე მეტად თბილა. ხშირად დაავადებულ ორგანოში ტემპერატურა უფრო მაღალია. ესეც ახსნა.

რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ნებისმიერ მეპატრონეს მოსწონს, როცა კუდიანი ცხოველი მასთან მიდის. დაე, დამტკიცებული არაა, რომ კატას შეხების ძალით მკურნალობის ან ნეგატიური ენერგიის მოშორების უნარები აქვს, მაგრამ ამ ცხოველთან კონტაქტი ადამიანის ნერვულ სისტემას ნამდვილად აწესრიგებს – ეს დამტკიცებულია.

სწორედ ამიტომ, არ დაგავიწყდეთ, რომ კატებს სათანადო ყურადღება დაუთმოთ. განსაკუთრებით, თუ კატა ინიციატივას თავად იჩენს.