Connect with us

ჰოროსკოპი

რას ნიშნავს ბეჭედი სხვადასხვა თითზე: შეუცვლელი შპარგალკა

ბევრ ქალს და კაცს ლამაზი ბეჭდებით თითების დამშვენება მოსწონს. ყველა არ ანიჭებს ბეჭედს საკრალურ მნიშვნელობას, თუმცა ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან: თითოეული თითი გარკვეულ პლანეტას უკავშირდება, რომელიც ადამიანზე გავლენას ახდენს. ზოგი ნეკა თითზე ბეჭდით სოლიდურ სტატუსს ხაზს უსვამს, ზოგი ინტუიცურად ბეჭედს შუა თითზე ატარებს. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ ახასიათებს ბეჭედი თითზე თავის მფლობელს და როგორ უნდა ატაროთ ბეჭედი, რომ ბედნიერება მოიზიდოთ.

ბეჭედი შუა თითზე

სატურნის თითს რთავენ თავდაჯერებული ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავის ფასი იციან. შუა თითზე ატარებენ მემკვიდრეობით გადმოცემულ აქსესუარს, საგვარეულო ძვირფასეულობას. ადამიანს, რომელიც შუა თითზე ბეჭედს ატარებს, კარმის და ბედის სჯერა. საგვარეულო ძვირფასეულობა სირთულეების გამკლავებაში ეხმარებათ. თუ თვლით, რომ ცხოვრებაში არ გიმართლებთ, შუა თითზე ბეჭედი გაიკეთეთ და წარმატება თქვენკენ შემობრუნდება. ადამიანები, რომლებიც სულიერი პრაქტიკით დაკავებულნი არიან, აქსესუარს შუა ფალანგზე ატარებენ. ზოგჯერ აქსესუარი შეიძლება ფატალიზმზე და რეალური სამყაროსგან გამოყოფაზე საუბრობდეს.

ბეჭედი ცერა თითზე

როგორც წესი, ცერა თითზე ბეჭედს ფეთქებადი ხასიათის ადამიანები ატარებენ. ეს რთული ხასიათის, პირდაპირი და ჯიუტი პიროვნებაა. მასთან კამათი არ გამოდის, მაინც ისე გააკეთებს, როგორც საჭიროდ თვლის. მარსის თითზე ბეჭდის მატარებელი თავის აზრს მაინც დაიცავს, თუნდაც საკუთარი თავის საზიანოდ. ცერა თითზე ბეჭედს ატარებენ კაცები, რომლებიც ქალებთან ახლო ურთიერთობაში თავს ამტკიცებენ.

ძველად, მაღალი რანგის მამაკაცები ცერა თითზე ბეჭედს ატარებდნენ, რომ მამაკაცის ძალა დაეცვათ. ქალები, რომლებიც ლგბტ საზოგადოებაში არიან, ბეჭედს მარცხენა ხელის ცერა თითზე ატარებენ, რომ აჩვენონ, რომ წყვილს ეძებენ. სწორედ ამიტომ, თუ ცერა თითზე ბეჭდის ტარება მოგწონთ, საზოგადოების დიდი ყურადღება არ გაგიკვირდეთ.

აქსესუარი საჩვენებელ თითზე

საჩვენებელ თითზე რგოლებს ძლიერი პირები ატარებდნენ: კარდინალი რიშელიე, ივან მრისხანე, იულიუს კეისარი. ბეჭედი სიამაყეს და ძალაუფლებისკენ სწრაფვას ნიშნავს. ბრძენი და გაწონასწორებული ადამიანები ბეჭედს მარჯვენა ხელზე ატარებენ. ხოლო მარცხენაზე ეგოცენტრული პიროვნებები და დესპოტები. ასტროლოგების აზრით, თავდაუჯერებელმა ხალხმა მდიდრული ნივთი საჩვენებელ თითზე უნდა ატარონ. ბეჭედი ადამიანს იუპიტერის ძალით აავსებს და ორჭოფობის და მორცხვობის გადალახვაში დაეხმარება. ამბობენ, რომ კალის და ოქროს ბეჭედი ადამიანის ენერგეტიკაზე დადებით გავლენას ახდენს.

არათითი

არათითზე ბეჭდის ტარების ტრადიცია ჯერ კიდევ ძველი ეგვპტიდან მოდის. ითვლებოდა, რომ აქ „სიყვარულის არტერია“ გადის, რომელიც გულამდე მიდის. საქორწილო ბეჭდის ჩუქების ტრადიცია ძველი რომიდან მოდის. მაშინ ახალგამომცხვარი ცოლ–ქმარი რკინის და ბრინჯაოს ბეჭდებს ცვლიდა.

ოქრო – მზის ლითონი. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ოქრო ქორწინებაში სიყვარულის საუკეთესო მფარველია. ძვირფასეულობა არათითზე მხოლოდ ოჯახურ მდგომარეობაზე არ საუბრობს. ის შემოქმედებით პიროვნებას, ფუფუნების და ხელოვნების მოყვარულს ააშკარავებს. არათითზე ბეჭედს ხშირად ატარებენ მხატვრები, არქიტექტორები, მსახიობები და მუსიკოსები. არათითზე აქსესუარი ამბობს, რომ ადამიანი სიამოვნებისკენ მიისწრაფვის. ის მგრძნობიარე და მშვიდ პიროვნებას ააშკარავებს. ყველას, ვისაც სიყვარული და სიმდიდრე სურს, ეზოთერიკოსები არათითზე ბეჭდის ტარებას ურჩევენ.

ბეჭედი ნეკა თითზე

ყველა, ვინც ბეჭედს მერკურის თითზე ატარებს, მოლაპარაკების უნარი აქვს. ბეჭდიანი ნეკა თითი სასარგებლოა მათთვის, ვინც მჭერმეტყველების და გონების მოქნილობის სწავლას ცდილობს. ადამიანები, რომლებიც ნეკა თითზე ბეჭედს ატარებენ, ხშირად შემჩნეული არიან ღალატსა და თავგადასავლებში.

უძველესი დროიდან თითზე აქსესუარი ადამიანის წარმოშობაზე, მის დიდგვაროვნებაზე ან საიდუმლო საზოგადოებაზე მეტყველებდა. დღეს ბეჭედი ლამაზი აქსესუარია, რომელსაც წმინდა მნიშვნელობას იშვიათად ანიჭებენ. თქვენ გიყვართ ბეჭდის ტარება?