Connect with us

ჯანმრთელობა

რას კურნავს კოწახური – რამდენიმე სასარგებლო რეცეპტი

კოწახური ეკლიანი ბუჩქია, რომელსაც შესანიშნავი თვისებები გააჩნია. მისი ქერქი, ფოთლები და ფესვები ალკალოიდებს (რომელთაგან მთავარია ბერბერინი), ტანინებს, E და C ვიტამინებს შეიცავენ. კოწახურის კენკრა სასარგებლო ორგანულ მჟავებს, პექტინებს, მინერალურ მარილებს, შაქარს და ვიტამინებს შეიცავს.

კოწახურის საფუძველზე ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ანთების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო, სისხლის შემაჩერებელი, შაქრიანი დიაბეტის, ონკოლოგიის და ბევრი სხვა უსიამოვნების საწინააღმდეგო საშუალება მზადდება.

კოწახურით მკურნალობა

კოწახურის ქერქი მეტნაკლებად უფრო სასარგებლოდ ითვლება. მას 40-50 გრადუს ტემპერატურაზე ახმობენ. მცენარის ფოთლებს კვირტების გამოჩენის და ყვავილობის დროს კრეფენ, შემდეგ აშრობენ, აქუცმაცებენ და ჰერმენტულად დახურულ ჭურჭელში ინახავენ. ფესვები ადრეულ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე სჯობს შეაგროვოთ. ქერქის გარეცხვა საჭირო არაა, რომ ალკალოიდები წყალში არ გაიხსნას. კოწახურის კენკრა შეგიძლიათ ნახარშების და ნაყენების მოსამზადებლად გამოიყენოთ.

რამდენიმე სასარგებლო რეცეპტი:

1. ავიტამინოზის დროს რეკომენდებულია, რომ კოწახურის წვენი დალიოთ. მის მოსამზადებლად ახალი ნაყოფის გაწურვა და თანაბარი პროპორციით თაფლში გახსნა საკმარისია. 1 ს/კ წვენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

2. კოწახურის კენკრის ნახარშს შარდმდენი და ნაღვლმდენი თვისებები გააჩნია. ნახევარი ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ, საკვების მიღების წინ დალიეთ. კოწახურის სასმელი ძალიან სასარგებლოა. მის მოსამზადებლად 50 გრ ხმელ კოწახურს 1 ჭიქა წყალი დაასხით, 10 წუთით ადუღეთ, 2 საათის შემდეგ გადაწურეთ, ცოტა შაქარი და ვანილის ფხვნილი დაუმატეთ.

3. ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთების დროს კოწახურის ნაყენის მიღება სასარგებლოა. მის მოსამზადებლად 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 15 წუთით ხარშეთ. გაგრილებული ნაყენი გადაწურეთ, ცოტა წყალი დაუმატეთ და ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ,

4. ღრძილების ანთების დროს კოწახურის ფესვები გამოიყენეთ. მის მოსამზადებლად 20 გრ ფესვებს 400 მლ მდუღარე წყალი დაასხით. შემდეგ ნახარში გააგრილეთ და პირის ღრუ დღეში 3-4-ჯერ გამოივლეთ.

5. წყლულოვანი დაავადების დროს კოწახურის ნახარში მიიღეთ. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა წყალი დაასხით, ნახევარი საათით ადუღეთ, გააგრილეთ, გადაწურეთ, ცოტა წყალი დაუმატეთ და ყოვედღე 50-100 მლ ჭამის წინ დალიეთ.

6. კენკრის ნახარში შესანიშნავი სიცხის დამწევი საშუალებაა. ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ დალიეთ.

7. სისხლდენის შეჩერებას კოწახურის ქერქის ნახარშით შეძლებთ. მისი მომზადება მარტივია: 20 გრ დაქუცმაცებულ ქერქს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ და ¼ ჭიქა დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.

კოწახურის სამკურნალო საშუალებები ბევრი დაავადების დროს შესანიშნავ ეფექტს იძლევა და ამასთან გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. თუმცა გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა მაინც ღირს. ნახარშის და ნაყენის გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში, ორსულობის, ჰეპატიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების და ღვიძლის ციროზის დროს რეკომენდებული არაა.

კოწახურისგან შეგიძლიათ არა მხოლოდ სამკურნალო საშუალება, არამედ გემრიელი ჟელე ან ჯემი მოამზადოთ. ასევე კოწახური მწვადის და ფლავის შესანიშნავი სანელებელია.

გახსოვდეთ, რომ ეს გაცნობითი ხასიათის სტატიაა და პროფესიულ სამედიცინო კონსულტანციას, დიაგნოსტიკას ან მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტანცია ყოველთვის გაიარეთ.