Connect with us

საკითხავი

რას იწვევს სხვების გაკიცხვა და მათ საქმეში ჩაძიება

ზოგჯერ ნამდვილად ჭკუის სასწავლებელი ისტორია რეალურ ცხოვრებაში ხდება. ასეთი შემთხვევა–პრიტჩა გვაიძულებს დავფიქრდეთ და ბევრი რამ გავიაზროთ. ეს კი ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.

დღეს გიამბობთ ერთ კარგ მაგალითს იმის შესახებ, რომ სხვების განსჯამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თქვენც სწორი გზიდან გადაუხვევთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად მართალი და თქვენს კეთილ საქმეებში დარწმუნებული ხართ, გამოსწორების შანსს მიიღებთ.

ჭკუის სასწავლებელი ისტორიები

ეს ამბავი დიდი ხნის წინ წმინდა პაისი მთაწმინდელს თავს გადახდა. იმ დროს ქალაქ კონიცასთან, სტომიონის მონასტერში ცხოვრობდა. მოხუცი იმ დროს ღიმილით იხსენებდა: მაშინ მას წრფელი გული და სული ჰქონდა, როგორც ნამდვილ ჩვილს. თავად მონასტერი ქალაქიდან 2 საათის სავალზე იმყოფებოდა.

ერთ დღეს მომლოცველებმა მას უთხრეს, რომ ქალაქში გამოჩნდა ქალი, რომელიც თავისი ურცხვი ქცევით და უწესო ცხოვრებით ახალგაზრდა კაცებს ხიბლავდა და ოჯახებს ანგრევდა. ამ ქალს საბჭომ ვერაფერი მოუხერხა. მან ბევრი დაადარდიანა, არავინ იცის, საიდან მოვიდა და სად მიდის.

ცოტა ხნის შემდგ წმინდა მოხუცი  ქალაქში ჩავიდა და ერისკაცებს შეხვდა, რომლებმაც ის გარყვნილი ქალი აჩვენეს. უკვე გაცილებით მოგვიანებით, ბევრი დღის შემდეგ მოულოდნელად ამ ქალს მონასტრის შესასვლელში შეხვდა. ქალის დანახვისას, რომელიც წმინდა კარიბჭესთან უბრალოდ გაყინული იდგა, პაისიმ თავში ნეგატივის ტალღა იგრძნო და გონებაში მისი თავიდან მოშორება ისურვა.

და სწორედ იმ წუთას, ქალი უკან ქალაქისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა. ყველაზე უარესი თავად პაისის დაემართა, რომელიც იმ დროს შედარებით ახალგაზრდა და ძლიერი იყო. მან სხვადასხვა ემოციების აფეთქება იგრძნო, შემდეგ მას სურვილების და ცდუნების ქარიშხალმა დაუარა.

შემდეგ უკანასკნელი ძალები მოიკრიფა და შინაგან დემონებთან საბრძოლველად ჰამილის მთისკენ გაეშურა. აქ განმარტოებულმა პატარა ნაჯახი აიღო, რომელიც მუდამ თან ჰქონდა და კლდეზე ასვლაში ეხმარებოდა. ამ ნაჯახით საკუთარ თავს ტერფის ზემოთ მთელი ძალით დაარტყა.

და როცა მწვავე ტკივილმა კიდურები გაკვეთა, ხოლო სისხლი მდინარესავით დაიღვარა, პაისი მოულოდნელად ყველაფერს მიხვდა. „უფალო, როგორი ძლიერია ჩემი ლტოლვა. როგორი რთულია თავის შეკავება, არადა ეს ხომ პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, რომ ცოდვილმა სურვილმა ჩემზე გაიმარჯვა, თუნდაც წამიერად. არადა ჩემი დაკარგული სული უკვე იტანჯება დედამიწაზე, ჩათვალეთ მთელი ცხოვრება“.

ამ აღმოჩენის შემდეგ პაისიმ შვება იგრძნო. დაწყევლილი ვნებები მის სულს უკვე აღარ ეკარებოდა და ბინძურმა ფიქრებმა კი მისი გონება სამუდამოდ დაივიწყეს. სუფთა ჰაერმა მისი სახე განბანა, ხოლო ფიქრებს სისუფთავე დაუბრუნდა ისე, როგორც ადრე.

ის მიხვდა, რომ ჩვენ, ყველა განსხვავებული ადამიანები ვართ. თუ ზოგს საკუთარი ცხოვრების მართვა და ფეხზე მყარად დგომა შეუძლია, სხვებისთვის უნდა ვილოცოთ, რომ უფალმა ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს.

ასევე მიხვდა, რომ ადამიანს შენიშვნა მხოლოდ არსებითად უნდა მისცეთ. თუ ამ შენიშვნებს თქვენთვის ამბობთ, ხმამაღლა არ თქვათ. თუ ხმამაღლა ამბობთ, ეს მხოლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ადამიანი ხშირად დაბნეული და დაღლილია და არ შეუძლია შენიშვნების მოსმენა, რაც უნდა შესაფერისი იყოს.

აი, ასეთი პრიტჩა. ის გასულ საუკუნეში წმინდა პაისი მთაწმინდელს შეემთხვა და ჩვენი აზრით, საკმაოდ ჭკუის სასწავლებელია. თქვენ რას იტყვით?