ყვავილები
რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს
ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე გვსურს: ერთი შეხედვით ძლიერი ნივთები ახალ გარემოში არ ჯდება ან უბრალოდ მორალურად მოძველდა. სანამ გადაყრით, ალტერნატივაზე დაფიქრდით. შემოგარენში უსარგებლო ნივთების მეორე სიცოცხლე შეიძლება უფრო წარმატებული აღმოჩნდეს, ვიდრე პირველი.
უსარგებლო ნივთების მეორე სიცოცხლე
ძველი ქვაბები
ადრე თუ გვიან ყველაზე კარგი ქვაბიც გამოუსადეგარი ხდება. მასზე ჩნდება ნაკაწრები, ზიანდება ემალი, რომლის ნაწილებიც შეიძლება კერძში მოხვდეს.
როცა ქვაბებს პირდაპირი დანიშნულებით ვეღარ იყენებთ, მათ დეკორატიული ელემენტის და სასარგებლო ნივთის სახით ახალი სიცოცხლე აჩუქეთ.
მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ შესაბოლი მოწყობილობა, ქვაბ–ქუდა, პირსაბანი და სხვა ნივთები.
რკინის საწოლები
თუ ბაბუის დროინდელი რკინის საწოლები შემოგრჩათ, ჯართში ჩაბარება არ იჩქაროთ. ასეთ რკინის საწოლებს ძალიან ლამაზი საზურგე აქვთ. მისი გამოყენებით შეგიძლიათ თქვენი ბაღი ან სახლი დაამშვენოთ.
რკინის საწოლი შეგიძლიათ პატარა ცხოველების კომფორტულ საცხოვრებლად გადააკეთოთ. საზურგეები და ზამბარები ვერტიკალური გამწვანებისთვის გამოიყენეთ. ლამაზი საზურგიდან შეგიძლიათ ღობის კუტიკარი გააკეთოთ.
ანტიკური საწოლი ყვავილებისთვის შესანიშნავი კლუმბი გახდება. გვერდები გალავნის როლს შეასრულებენ, საზურგე კი – მცოცავი მცენარეების საყრდენის როლს.
თუჯის აბაზანები
ძველი თუჯის აბაზანა შეგიძლიათ გადააგდოთ ან თეთრებად ჩააბაროთ ან ცოტა ძალისხმევა გაიღოთ და ახალი სიცოცხლე შთაბეროთ.
ეს შეიძლება ლანდშაფტის დიზაინის მთავარი აქცენტი, ასევე დასასვენებლად შესანიშნავი ადგილი გახდეს. თუჯის, ფოლადის ან აკრილის აბაზანა შეგიძლიათ სახლის ან ბაღის ავეჯად გადააკეთოთ.
ძველი აბაზანა წყლის დასაგუბებად საუკეთესო მასალაა, რადგან ცივი ქლორიანი წყალი მცენარეებზე კარგ გავლენას არ ახდენს. სურვილის შემთხვევაში უსარგებლო აბაზანა ბავშვებისთვის აუზად ან ორიგინალურ კლუმბად გადააკეთოთ.
ბაღის შლანგები
ვერ იპოვით აგარაკს, სადაც ერთი შლანგი მაინც არ არსებობს, რომელიც ჟონავს. სანამ გადააგდებთ, მის ხელმეორედ გამოყენების მეთოდებს გაეცანით.
შლანგიდან შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრი პრაქტიკული ნივთი: კალათები და ხალიჩები, ღობეები და ბაღის ავეჯი, ინსტრუმენტების სახელურები და ახალგაზრდა ხეების საყრდენები.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ძველი შლანგების გამოყენების ბევრი სხვა მეთოდი არსებობს. მთავარია, სურვილი გქონდეთ.
პლასტმასის ბოთლები
ონკანის წყლის დალევის შიშის გამო 5 ლიტრიანი ბოთლებით სუფთა წყალს ხშირად ვყიდულობთ. მათი გადაგდება არ ღირს, რადგან, როგორც ამბობენ, კარგი მეოჯახის ხელში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
მაგალითად, მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ყვავილების კაშპო, წვეთოვანი სარწყავის სისტემა, პირსაბანი, მინი სათბური, ფრინველების საფრთხობელა და ბაღის დეკორატიული საგნები.
ავტომობილის საბურავები
ძველი საბურავები გარემოს დამცველების თავის ტკივილია. სტატისტიკის თანახმად, საბურავების 76% არ მუშავდება და არ ნადგურდება. თუ ავტოფარეხში გაცვეთილი რეზინა დაგიგროვდათ, ნაგავსაყრელზე გადაგდებას ნუ იჩქარებთ.
გაოცდებით, თუ რამდენი სასარგებლო ნივთის გაკეთება შეიძლება. დაწყებული საკუთარი გუბურათი და დამთარებული ავეჯით, კლუმბით, ღობით და დეკორატიული ელემენტებით.
ხის ფიცრები
ძველი ხის ფიცრები შეგიძლიათ უბრალოდ შეშად გამოიყენოთ. თუმცა თუ შემოქმედებითი ლტოლვა არ გასვენებთ, მათი დახმარებით აგარაკს ისე შეცვლით, რომ ვერც კი იცნობთ.
უბრალოდ ხის ფიცრებით შეგიძლიათ გააკეთოთ ყვავილების ყუთები, საქანელები, სკამები, ინსტრუმენტების თაროები.
აგარაკის ხელნაკეთი ნივთები მხოლოდ დაზოგვის საშუალება არაა. საბოლოოდ, იღებთ უნიკალურ დიზაინს და შესაძლებლობას, რომ თქვენი შემოქმედებითი უნარი გამოავლინოთ. ერთი ან რამდენიმე იდეა აუცილებლად გამოიყენეთ და ნახავთ, რომ უსარგებლო ნივთების მეორე სიცოცხლე თქვენს აგარაკს მთლიანად გარდაქმნის!