Connect with us

ჯანმრთელობა

რას გეუბნებათ თვალის ფერი ჯანმრთელობის შესახებ? თითქმის ყველაფერს

თვალი მხოლოდ სულის სარკე არაა, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის კარგი მაჩვენებელია. ბოლო 5 წელში ჩატარებული რამდენიმე კვლევა ადასტურებს: თვალის ფერით სხვადასხვა დაავადების მიმართ მიდრეკილების დადგენა შეიძლება. ამაში ჯადოქრობა არაა: თვალის ფერს სხვადასხვა გენების კომბინაცია განაპირობებს, ეს კი ამა თუ იმ დაავადების დიდ ან პატარა რისკს უკავშირდება. ზუსტი და საბოლოო დიაგნოზის დასადგენად აუცილებლად გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ, მაგრამ მიღებული ცნობები შეგიძლიათ მხედველობაში იქონიოთ და „სუსტ“ წერტილებზე უფრო მეტად იზრუნოთ.

შავი ან ყავისფერი თვალები

რაც უფრო მუქია თვალის ფერი, მით უფრო მეტად დაცული ხართ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. შავთვალიან ადამიანებს ნაკლებად აწუხებთ კატარაქტი, ვიტილიგო, თვალის და კანის სიმსივნე. მათ მშფოთვარე აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

მწვანე თვალები

მწვანეთვალიან ადამიანს სხვებთან შედარებით დეპრესია ნაკლებად აწუხებს, განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ასეთი თვალების მფლობელები გაზრდილ შფოთვას უფრო კარგად უმკლავდებიან. თუმცა მწვანეთვალიან მოხალისეებს თვალის სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი აღმოაჩნდათ. სწორედ ამიტომ, თუ მწვანე თვალები გაქვთ, მზისგან დამცავი სათვალეების გამოყენება არ დაგავიწყდეთ.

ცისფერი თვალები

ლურჯი ან ცისფერი თვალების მფლობელებმაც მხედველობის ორგანო მზისგან უნდა დაიცვან. მათ კანის ან თვალის სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. გარდა ამისა, ცისფერთვალიან ადამიანს ალკოჰოლზე დამოკიდებულების მაღალი რისკი აღმოაჩნდათ. მკვლევარები ამის მიზეზს ჯერ ვერ ხსნიან, მაგრამ გვაფრთხილებენ: თუ ცისფერი თვალები გაქვთ, სასმელთან ფრთხილად იყავით! ყოველი შემთხვევისთვის!

წითელი თვალები

ერთხელ მაინც ყველას თვალის თეთრი გარსი უწითლდება. ამას სისხლძარღვების ზედმეტი გაფართოება ან სკდომა იწვევს. მიზეზი შეიძლება იყოს თვალის სიმშრალე, ალერგია, სურდო, მზის ზემოქმედება ან მტვერი. მოკლედ, ექიმები გაფრთხილებენ: თვალის რეგულარული სიწითლე დეპრესიის ნაადრევი ნიშნებია, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. თუ შეამჩნიეთ, რომ თვალები უკვე დიდი ხანია წითელი გაქვთ, ექიმს მიმართეთ.

ყვითელი თვალები

მოყვითალო თვალის გარსი ღვიძლის პრობლემების ნიშანია. რაც უფრო კაშკაშა ყვითელია, მით უფრო სერიოზული შეიძლება იყოს დაავადება. ექიმს აუცილებლად მიმართეთ!