Connect with us

ჯანმრთელობა

რას ამბობს შარდის ფერი: ცისტიტიდან – სიმსივნამდე. მიიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ

რას ამბობს შარდის ფერი: ცისტიტიდან სიმსივნამდე. გაიგეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ

შარდის ანალიზი ადამიანის ორგანიზმის შესახებ ღირებულ ინფორმაციას და სხვადასხვა სახის პათოლოოგიის დროულად გამოვლენის საშუალებას გვაძლევს.

ექიმ-თერაპევტმა დიდი ბრიტანეთიდან, კრის სტილმა სატელევიზიო პროგრამის This Morning ფარგლებში განაცხადა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება სახლიდან გაუსვლელად შეიძლება, თუ შარდის ფერს ყურადღებით დააკვირდებით.

ექიმმა სტილმა რამდენიმე ტესტის დემონსტრირება შემოგვთავაზა და განმარტა, თუ შარდის თითოეული ფერი რა მნიშვნელობას ატარებს.

ადამიანის შარდის ფერი

ექიმი აღნიშნავს, რომ შარდის ფერის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოთ, თუ რომელი საკვები, სასმელი ან მედიკამენტი მიიღეთ, რადგან მას ფერზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ჭარხალი და წითელი კენკრა სითხეს წითელ ფერს ანიჭებს, რეტინოლის შემცველი ვიტამინები შარდს ღია მოყვითალო ან ნარინჯისფერს ხდის, საფაღარათო საშუალებები კი მის გამუქებას იწვევს.

1. სუფთა, თითქმის უფერო შარდი იმის ნიშანია, რომ ადამიანში წყლის ნორმალური ბალანსია. ასევე ეს შეიძლება დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებები) მიღებით იყოს გამოწვეული.

2. გაჯერებული ყვითელი ფერი ხშირად დილით შეინიშნება და ჭარბი ტოქსინების შესახებ საუბრობს. ღამით თირკმელები ორგანიზმიდან ყველა არასაჭირო ნივთიერებების გამოდევნაზე მუშაობს. თუ ასეთი ფერი დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება, თქვენი სხეული გაუწყლოებულია.

3. მუქი ყვითელი ფერის შარდი ხშირად ღვიძლის დაავადების ნიშანია. ასევე შეიძლება კანის და თვალების სიყვითლე შენიშნოთ.

4. ღია მოწითალო ფერის შარდი ყველაზე შემაშფოთებელი სიგნალია (რა თქმა უნდა, თუ ადამიანმა რაიმე წითელი ფერის პროდუქტი არ შეჭამა). ეს ფერი თირკმლების, შარდსადინარის ან შარდის ბუშტის ანთებითი პროცესის ან ცისტიტის ნიშანი შეიძლება იყოს. სჯობს საავადმყოფოში ვიზიტი არ გადადოთ.

5. წითელი ფერის შარდი თირკმლებში ქვების ან სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს. ასეთი შარდის მქონე ადამიანის ორგანიზმი ძალიან გაუწყლოებულია და მან ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოს.

ექიმი სტილი გირჩევთ შარდის ფერი მანამ განსაზღვროთ, სანამ ის უნიტაზში მოხვდება. ამისთვის შარდის ანალიზისთვის საჭირო ჭურჭელი გამოიყენეთ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ შარდის ფერი ზუსტი დიაგნოზის დასმაში ვერ დაგეხმარებათ. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას, ნალექს, ქაფს და ა.შ. ფერი პირველ რიგში საკვებ რეჟიმზე ყურადღების მიქცევის მიზეზია და რაიმე ეჭვის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიმართეთ.