Connect with us

ჯანმრთელობა

რას ამბობს თვალის ფერი თქვენს ჯანმრთელობაზე

ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების თანახმად თვალის ფერსა და დაავადების მიდრეკილებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. უნდა ითქვას, რომ საქმე ამა თუ იმ დაავადების განვითარების ალბათობას ეხება და აუცილებლად დაავადების არსებობას არ გულისხმობს.

ეს იმით აიხსნება, რომ თვალის ფერი გარკვეული გენების ნაკრებით მიიღება. თითოეული გენოტიპი სხვადასხვა დაავადების მიმართ დაუცველია.

შავი ან ყავისფერი თვალები

მუქი ფერის თვალების მქონე ადამიანები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარე არიან, ვიდრე სხვა ფერის თვალების მქონე ადამიანები. ყავისფერთვალება ადამიანებს შფოთური აშლილობა, ენდოკრინული დაავადებები და საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაზიანება უფრო აწუხებთ. სამაგიეროდ, მათ თვალის და კანის დაავადებების განვითარების ყველაზე დაბალი რისკი აქვთ.

მწვანე თვალები

ასეთი თვალის მქონე ადამიანებს თვალის ონკოლოგიური დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. სწორედ ამიტომ, გამოკვლევა ხშირად უნდა ჩაიტაროთ. სამაგიეროდ, დეპრესია, აპათია და შფოთვა ნაკლებად აწუხებთ.

ცისფერი თვალები

ცისფერთვალება ადამიანს ხშირად ღია კანი აქვს და ულტრაიისფერი სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ასეთ ადამიანს კანის და თვალის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვს. ნაცრისფერი და ცისფერი თვალების მქონე ადამიანები სასუნთქი სისტემის პათოლოგიების რისკის ქვეშ არიან.

წითელი თვალები

გასაგებია, რომ საუბარია არა თვალის ფერზე, არამედ ლორწოვანი გარსის ან თვალის თეთრი გარსის სიწითლეზე. ასეთი მდგომარეობა ინფექციების, მაღალი არტერიული წნევის და ალერგიული რეაქციების სიგნალია.

ყვითელი თვალები

თუ თვალის თეთრი გარსი გაყვითლდა, ეს შეიძლება ორი პათოლოგიის ნიშანი იყოს. პირველი: ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები, მეორე: სისხლის დაავადებები, რაც ერითროციტების დაშლის დაჩქარებული პროცესით არის განპირობებული. გაყვითლებული გარსი სახიფათო ნიშანია და ექიმთან ვიზიტს აუცილებლად მოითხოვს.

Advertisement