Connect with us

ყვავილები

რამდენი თესლი უნდა დარგოთ, რომ მოგვიანებით ნერგების გადაგდება არ მოგიწიოთ

ალბათ, ნებისმიერი თავმოყვარე მეაგარაკე დარწმუნებულია, რომ ზუსტად იცის, როგორ დარგოს ნერგები სწორად. შემდეგ კი აუცილებლად არასწორად გამოთვლის და იმდენს გაზრდის, რომ გაზაფხულზე სასწრაფოდ ყველას დარგვა, მეზობლის ხელის დახმარება ან გადაყრა მოუწევს.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ გამოთვლის მარტივ ტექნიკას, რომ ნერგების უწესრიგოდ მომარაგება შეწყვიტოთ. ამ წესის გათვალისწინებით ზუსტად გეცოდინებათ, თუ რამდენიმე თესლი დაგჭირდებათ დიდებული ამონაზარდებისთვის.

როგორ დავრგოთ ნერგები სწორად

„ყოველ თებერვალს ნერგების გამო ნამდვილი ოჯახური ბრძოლები გვაქვს. მამა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მან იცის, როგორ დათესოს, მიამაგროს და გადარგოს ნერგები. ამ მისიას სხვას არავის ანდობს“ – წერს ვიქტორია.

„მე მხოლოდ თესლის ყიდვა დამრჩენია. თუმცა მამამ ესეც შეიძლება დაიწუნოს. ნერგების მორწყვის უფლებასაც არ მაძლევს. ასეთი ინერტული მებაღეა.

მაგრამ ერთი დიდი პრობლემა არსებობს: ყოველწლიურად იმდენ თესლს რგავს, რომ ზედმეტად ბევრ ნერგს ვიღებთ. სახლში ადგილი არ გვყოფნის, ამიტომ სხვებისთვის განაწილება ან, უფრო უარესი, გადაყრა გვიწევს. არადა, დასანანია!

არგუმენტები არ შველის. მამას ყოველ ჯერზე საკუთარი საბაბი აქვს. რომ არ ამოვიდეს? იქნებ, ცივი და პრეტენზიული გაზაფხული იყოს? სწორედ ამიტომ, ბევრი უნდა დავრგო, უფრო ბევრი! დანარჩენს გაზაფხულზე გავარკვევთ!“ – ჩივის ახალგაზრდა ქალი.

მსგავსი პრობლემა ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია. თუ ნერგების გაყიდვით დაკავებული არ ხართ, ბევრის დათესვას აზრი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ზუსტი რაოდენობა უნდა გამოთვალოთ. ამისთვის რამდენიმე მათემატიკური მოქმედება საკმარისია.

1. პირველ რიგში, თესლის შეფუთვაზე რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. 2 რიცხვი გვჭირდება: ოპტიმალური დაშორება თესლებს შორის და რიგებს შორის. ეს რიცხვები (სანტიმეტრებში) უნდა გადაამრავლოთ, რომ ერთი მცენარისთვის აუცილებელი ნაკვეთი გამოთვალოთ. მაგალითად, მცენარეებს შორის 35 სმ დაშორება უნდა იყოს, რიგებს შორის 30 სმ. 35*30=1050 სმ².

2. შემდეგ ნაკვეთის ფართობი გამოთვალეთ. როგორც წესი, ნაკვეთს მართკუთხედის ფორმა აქვს, ამიტომ ამოცანას მესამე კლასელიც გაუმკლავდება. მაგალითად, ნაკვეთის სიგრძე 4 მეტრი, ხოლო სიგანე 2 მეტრია. მაშინ ფართობი ზუსტად 400*200=80000 სმ².

3. ახლა მეორე მნიშვნელობა პირველზე გაყავით, რომ აუცილებელი მცენარეების რაოდენობა გამოთვალოთ. ჩვენს შემთხვევაში 80000/1050≈76. ახლა რამდენიმე თესლი მარაგისთვის დაუმატეთ. 80-85 ნერგი ნამდვილად გეყოფათ.

რა თქმა უნდა, გამოცდილი მებოსტნეები ერთი თვალის შევლებით ხვდებიან, თუ ზუსტად რამდენი ნერგი სჭირდებათ. თუმცა ხშირად საჭირო 80 ნერგის ნაცვლად გამოდის 100 ან 120. შემდეგ კი თავს იმტრევენ, თუ სად წაიღონ ამდენი სიკეთე.