Connect with us

ჯანმრთელობა

რამდენიმე შინაურული საშუალება, რომელიც ობის მოშორებაში დაგეხმარებათ

ის ვინც სახლის ობს შეჯახებია იცის თუ რა საშინელი მოსაშორებელია ის. სოკო თითქოს არსაიდან ჩნდება. ამიტომ ძველი სახლების მაცხოვრებლებმა იციან: თუ მისგან ერთხელ გათავისუფლდით, დარწმუნებული ვერ იქნებით, რომ ის კიდევ ერთხელ არ გაჩნდება. ძვირადღირებული საშუალებებიც კი ვერ მოგცემენ ამის გარანტიას!

სახლში ობის ადგილი არ არის. ე.ი. უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მას მცირედი შანსიც კი არ დარჩეს. საბედნიეროდ ჩვენ ვიცით რამდენიმე შინაურული საშუალება რომელიც ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

რით გამოვიყვანოთ ობი

როგორც ცნობილია ობი ფენომენალური სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა და ღია კოსმოსშიც კი ძლებს. ამიტომ ძვირადღირებული საშუალებები რომელბიც მის ერთხელ და სამუდამოდ მოცილებას გპირდებიან – ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია. თუმცა არსებობს რამდენიმე ნატურალური საშუალება რომელბსაც ობი ვერ იტანს და სადაც ეს საშუალებაა ის არ ჩერდება. ეს კომპონენტები თითქმის ყველა სახლში მოიპოვება, უბრალოდ საჭიროა ისინი სწორად გამოვიყენოთ!

საშუალებები ობის წინააღმდეგ

კონცენტრირებული ძმარი ობის 82%-ს ანადგურებს. ჩაასხით ძმარი პულივიზატორში, დაამუშავეთ კედლები და კუთხეები, დატოვეთ ოთახი გასანიავებლად. ძმრის სუნი რამდენიმე საათის შემდეგ გაქრება. შემდეგ გაწმინდეთ პრობლემური ადგილები – სოდიან წყალში დასველებული ნაჭრით და ნიშადურის სპირტით გააპრიალეთ.

იმისთვის, რომ ობი აღარ გაჩნდეს ჩაატარეთ პროფილაქტიკა – ჩაის ხის ზეთით.

დაგჭირდებათ:

  • 4 ჩაის კოვზი ჩაის ხის ზეთის ეთერზეთი
  • 400 მილიგრამი წყალი
  • 1 ჩაის კოვზი სპირტი

აურიეთ ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: სპირტი, ზეთი, წყალი. მირებული ხსნარით პრობლემური ადგილები დაამუშავეთ – პულივიზარტორის მეშვეობით. ხსნარის გაწმენდა საჭირო არ არის, ის სრულიად ეკოლოგიურია და უფრო ეფექტურიც. ჩაის ხის ზეთის ჩანაცვლება გრეიფრუტის კურკის ექსტრაქტითაც შეგიძლიათ (20 წვეთი იმავე 400 მილიგრამზე).

ხსნარის ნარჩენები შეინახეთ. ის თავის თვისებებს არ კარგავს. მცირეოდენი ჩაის ხის ზეთის მეშვეობით, ობს სარეცხი მანქანიდანაც ამოიყვანთ. ჩვეულებრივ ის რეზინს უჩნდება. ობის მოცილების შემდგომა, მანქანა გავლების რეჟიმზე დააყენეთ ისე, რომ მას ჩაის ხის ზეთი დაუმატოთ. არ გამოიყენოთ ლომონმჟავა!!! ეს ტექნიკას აზიანებს.

ძნელია ობზე საშინელი მეზობლის წარმოდგენა: საშინელი სუნი, ნალექი, ლაქები და საშინელი ზიანი ჯანმრთელობისთვის. გამოიყენთე ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი რეცეპტები და ობი თავს სამუდამოდ დაგანებებთ!