სხვა
რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ სახლს ფეთხუმი დიასახლისი ყავს
დიასახლისის სახესა და სიამაყეს სამზარეულო წარმოადგენს. იმის გარკვევა კი როგორი დიასახლის ჰყავს სახლს სწორედ სამზარეულოსთვის თვალის შევლებით შეიძლება. არსებობს წვრილმანები რომლებიც თვალში პირველივე შეხედვისთანავე გვხვდება და ამან შესაძლოა დიასახლისზე შთაბეჭდილება შეგვიცვალოს.
ცუდი დიასახლისი
ნიჟარაში ჭურჭელს მუდმივად ტოვებს და აგროვებს. ამ შემთხვევაში სამზარეულოში პარაზიტები ჩნდებიან, ჩნდება ობი და უსიამოვნო სუნიც. ამ თვისებას მალე ოჯახის წევრებიც გადაიღებენ და მათი გადაჩვევა შეუძბელი გახდება. გახსოვდეთ ერთი თეფშის გარეცხვა გაცილებით იოლია ვიდრე მთელი დაგროვილი გროვის.
სამზარეულოს ფანჯრები
სამზარეულოს ფანჯრები ყოველვის სუფთა, რაფები კი მუდამ მოწესრგებული უნდა იყოს. თუ რაფაზე ძველი ბოთკები, ქილები და მოუვლელი ქოთნები გილაგიათ – სამზარულოში წესრიგის დამყარება ნამდვილად გაგიჭირდებათ.
არ უვლის სამზარეულოს ჭურჭელს
ეს განსაკუთრებით კოვზებსა და ჩანგლებს ეხება. ნუ დატოვებთ საჩენებელ ადგილას დამწვარ ან დამდნარ კოვზებს. ყოველთვის მოიშორეთ გაბზარული, გაფუჭებული ჭურჭელი მათი ქონა ხომ ცრურწმენების მიხედვით უიღბლობის მომტანია… კარგად მოუარეთ საჭრელ დაფებსაც. თ მათ ბოლომდე, საგულდაგულოდ არ გააშრობთ – ობი გაუჩნდებათ.
მაგიდაზე უსარგებლო ნივთების დატოვება
სამზარეულოში როდესაც შედიხართ პირველ რიგში მაგიდა გხვდებათ თვალში. თუ მასზე არასაჭირო ნივთებს, ტკბილეულს, ჭურჭელს დაალაგებთ – სამზარეულოში ქაოსის ეფექტი შეიქმნება.
ნაჭრები გამოსაჩენ ადგილას
ჭურჭლის ღრუბელი და მაგიდის ტილო აჯობებს სამზარეულოს რომელიმე კარადაში შეინახოთ და თალსაჩინო ადგილას არ დადოთ. გარდა ამისა არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის კვირაშ მინიმუმ ერთხელ გამოცვლა რადგან ის ძალიან სწრაფად ბინძურდება და მიკრობებს იგროვებს.
როგორც ხედავთ ამ ჩამონათვლიდან უმეტესობის შესრულება ძალიან მარტივია. ახლობლების უმეტესობამ ეს ნიუანსები შეიძლება ვრც შეამჩნიოს თუმცა თუ სახლში სტუმრებს ელოდებით აჯობებს ეს რჩევები გაითვალისწინოთ.