Connect with us

საკითხავი

რამდენად ხშირად უნდა გამოცვალოთ თეთრეული, გარეცხოთ ჯინსი და ბიუსჰალტერი? 9 საკამათო საკითხი ჰიგიენის შესახებ

საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებისას ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტებს ვიცავთ. თუმცა ყველა სტანდარტი სწორი არაა! ჩვენ შევადგინეთ წესების სია თანამედროვე დიასახლისებისთვის, რომლებიც არა მოძველებული გზით, არამედ მეცნიერულად მოქმედებს.

1. საჭიროა თუ არა თეთრეულის კვირაში ერთხელ გამოცვლა?

დიახ!

ამ წესს გამონაკლისი არ აქვს. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ადამიანმა თეთრეული უფრო ხშირად უნდა გამოცვალოს. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: იღებთ თუ არა შხაპს ყოველ საღამოს, ლოგინში ჭამთ თუ არა, ბავშვები თქვენთან იძინებენ თუ არა, ძაღლები ან კატები თქვენთან იძინებენ თუ არა, გაციებული ხართ თუ არა და ა.შ. მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ თეთრეული იდეალურად სუფთაა, გაიხსენეთ, რომ მასში უამრავი მიკროსკოპული მტვრის ტკიპა ცხოვრობს. ტკიპების ნარჩენმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კონიუნქტივიტი, სურდო და ეგზემაც კი. ამასთან, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ თეთრეული სახლში მტვრის მთავარი წყაროა.

2. საჭიროა თუ არა კედლების გარეცხვა?

დიახ!

სახლის დალაგების დროს თითქმის არასდროს გვახსენდება, რომ კედლებზე დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება. კედლები წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაწმინდოთ სველი ჩვრით ან მტვერსასრუტით (ავეჯის თავი გაუკეთეთ).

3. საჭიროა თუ არა ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა და გარეცხვა?

დიახ!

ჭურჭლის სარეცხი მანქანა სავსეა ფილტრებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ბინძურდება. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ის ყოველთვე გაწმინდოთ, ასევე რეცხვის სრული ციკლი (უჭურჭლოდ) ჩართოთ. ამ დროს მანქანას სპეციალური სარეცხი საშუალება ან 1 ჭიქა სუფრის ძმარი დაუმატეთ.

4. საჭიროა თუა ჯინსის ხშირად გარეცხვა?

არა!

ჯინსი უფრო დიდხანს გემსახურებათ და ფორმას არ დაკარგავს, თუ 5-7-ჯერ ტარების შემდეგ გადმოაბრუნებთ და ცივ წყალში ან რეცხვის სპეციალური პროგრამით გარეცხავთ. ჩატარდა სპეციალური ექსპერიმენტი იმის გასარკვევად, თუ ეს რამდენად ჰიგიენურია. აღმოჩნდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ჯინსი რამდენჯერ გეცვათ: 2 დღე თუ 2 კვირა. ორივე შემთხვევაში ბაქტერიები ბევრია და მათი რაოდენობა ზუსტად ერთნაირი იქნება. ჯინსის ბევრი მწარმოებელი უბრალოდ დაჟინებით მოითხოვს: რაც უფრო იშვიათად გარეცხავთ ჯინსს, მით უფრო უკეთესი. 5-7 ტარება – სრულად ნორმალურია.

5. საჭიროა თუ არა ღუმლის განიავება ყოველ კვირას?

დიახ, თუ მას ხშირად იყენებთ!

ღუმელის კარადის მდგომარეობას ყოველი 2-3 გამოყენების შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მომავალში სპეციალური ქიმიური საშუალებებით რთული, ღრმა წმენდა თავიდან აიცილოთ. უფრო ადვილია ცხიმის ახალი წვეთების გაწმენდა, რომლებმაც ღუმელის კედლებზე მიმაგრება ვერ მოასწრეს. ეს გაზქურის მახლობლად გამწოვს და სამზარეულოს წინსაფარს ეხება. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ღუმელის სრულყოფილი გაწმენდა 6 თვეში ერთხელ მაინც ჩაატაროთ.

6. საჭიროა თუ არა მაცივრის ყოველ კვირა გარეცხვა?

დიახ!

საკმარისია სველი ჩვრით კედლები და თაროები გაწმინდოთ. უფრო ღრმა წმენდა ყოველ 6 თვეში განახორციელეთ. მაცივრის რეგულარული მოვლა მისი მსახურების ვადას გაახანგრძლივებს.

7. საჭიროა თუ არა საშხაპე ფარდის გარეცხვა?

დიახ!

მინიმუმ თვეში ერთხელ. ქსოვილის ფარდა შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში ჩვეულებრივი თეთრეულის მსგავსად გარეცხოთ, ხოლო ვინილის ფარდა ჯაგრისით უნდა გაწმინდოთ.

8. საჭიროა თუ არა სამზარეულოს კარადების ყოველ კვირა გაწმენდა?

დიახ!

განსაკუთრებით იმ კარადების განიავება, რომლებიც გაზქურის ირგვლივ მდებარეობს. როცა ამზადებთ, კარადის კედლებზე ცხიმის ნაწილები ხვდება, რომლებიც შეიძლება თვალით უხილავი იყოს. დროთა განმავლობაში ის წებოვან ნადებად გარდაიქმნება, რომლის მოშორება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია კვირაში ერთხელ კარადის ზედაპირი უნივერსალური საშუალებით გაწმინდოთ.

9. საჭიროა თუ არა ბიუსჰალტერის ყოველ კვირა გარეცხვა?

არა!

ხშირი რეცხვით ბიუსჰალტერი ფორმას ძალიან სწრაფად კარგავს, ქსოვილი ცვდება და უფერულდება. რეკომენდებულია, ბიუსჰალტერი 4-5 ტარების შემდეგ გარეცხოთ იმ პირობით, რომ პირადი ჰიგიენის წესებს იცავთ. ერთი და იგივე ბიუსჰალტერის რამდენიმე დღე ზედიზედ ტარება არ ღირს. მუდმივი ტარებით ის ფორმის მიღებას ვერ მოასწრებს და სწრაფად გაიწელება, ანუ უფრო ცოტა ხნით გემსახურებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.