Connect with us

საკითხავი

რამდენად ძლიერ იგრძნობენ მეტეოდამოკიდებული ადამიანები ნოემბრის 10 დღიან მაგნიტურ ქარიშხალს

ნოემბერი მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს ძლიერ დარტყმას მიაყენებს. მრავალდღიანი ქარიშხალი 1 ნოემბერს დაიწყო და 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

რა არის მეტეოდამოკიდებულება?

სტატისტიკის თანახმად, ადამიანების 30%–ს ამინდის მკვეთრი ცვლილებები აწუხებთ. ასეთ ადამიანებს მეტეოდამოკიდებულებს უწოდებენ. ცუდი განწყობის პიკად გაზაფხულის და შემოდგომის დასაწყისი ითვლება, რადგან ტემპერატურის და წნევის ცვლილებები შეიმჩნევა, ხოლო ორგანიზმი ზამთრის შემდეგ დასუსტებული რჩება, ვიტამინების დეფიციტი და ვირუსებით დაინფიცირების რისკი იზრდება.

ორგანიზმზე ამინდის გავლენის ერთი–ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემაა, კერძოდ სისხლძარღვები. ამინდზე მწვავედ რეაგირებენ ისინი, ვისაც აქვთ გულის ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით ინფარქტის გადატანის შემდეგ, პენსიონერები, ფილტვების დაავადების, მაგალითად, ბრონქული ასთმის მქონე ხალხი, ცენტრალური ნერვული სისტემის და საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დარღვევის მქონე ხალხი, ქალები მენოპაუზის დროს და მოზარდები სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

მეტეოდამოკიდებულების ძირითადი სიმპტომები:

  • თავის ტკივილი და შაკიკი
  • სახსრების და ძვლების ტკივილი და მტვრევა
  • უძილობა ან ძილიანობა
  • არტერიული წნევის რყევები
  • ქოშინი და მძიმე სუნთქვა
  • დაღლილობა და გონებრივი მოქმედების დაქვეითება
  • გახშირებული გულისცემა

რა თქმა უნდა, თითოეული სიმპტომი შეიძლება სხვა მიზეზმა გამოიწვიოს, მაგრამ ისინი ყველაზე გავრცელებულია. აღსანიშნავია, რომ ამინდზე დამოკიდებულ ხალხს, დიდი ალბათობით, რაიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს, რომელიც ამინდის ცვლილების დროს განსაკუთრებით მწვავდება.

როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლის დარტყმები?

პირველ რიგში, მთელი ორგანიზმის გამოკვლევა ჩაიტარეთ, რომ ქრონიკული დაავადებების არსებობა დაადგინოთ. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. შესაძლოა, ამ დაავადებების მკურნალობის დროს მეტეოდამოკიდებულების დონეც შემცირდეს.

დადგენილ იქნა, რომ მეტეოდამოკიდებულება არის სისხლძარღვოვანი დაავადება, სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში, სუნთქვის ვარჯიშები, ასეთ ეფექტს შეამცირებს. სისხლძარღვები ვარჯიში აუცილებელია, რომ აქტიური მუშაობისთვის მზად იყვნენ. აქ შედის სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვიტამინების მიღება და სწორი კვება. რეკომენდებულია: თევზი, ლობიო, ოსპი, კომბოსტო, ვაშლი, შტოში.

რა თქმა უნდა, ადამიანი ამინდს ვერ გააკონტროლებს და მისი გემოვნების მიხედვით ვერ შეცვლის, თუმცა ამინდის პირობების მიმართ ორგანიზმის მაქსიმალურად მომზადება შეგვიძლია.

არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი, გულის და სისხლძარღვების სისტემის გაძლიერება, აქტიური ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება – ეს მეტეოდამოკიდებულების შემცირებაში წარმატების საწინდარია.

მკითხველების კომენტარები, როგორ განიცდიან მაგნიტურ ზემოქმედებას:

„ძალიან ცუდად. თავის სისხლძარღვების სპაზმა მაწუხებს!“

„კატაბალახა, კუნელი, პიონი. მთავარია კატაბალახა და პიონი ერთად არ მიიღოთ, გულის კუნთები შეიძლება დაგისუსტდეთ“.

„პირველი ძალიან რთულია. 54 წლის ვარ, დიდი ხანია წნევას და თავის ტკივილს არ შევუწუხებივარ. ემოციურად დასუსტებული ვარ“.

„საშინელებაა! არითმია, სრული არეულობა წნევის მხრივ, თავბრუსხვევა, ენერგიის დაკარგვა“.

„წნევა იზრდება, პულსი 50%–ით მატულობს, არაფრისგან დაღლილი ვარ, საძილე აბებს ვსვამ“.

„იქნებ საერთოდ არ არის ქარიშხალი? რაღაც ეს ქარიშხლები ხშირად ხდება“.

„ძალიან ცუდად ვარ, ძლიერი თავბრუსხვევა მაწუხებს“.

„ძალიან ცუდად ვარ, უკვე მომბეზრდა მაგნიტური ქარიშხალი, თავი თითქოს ჩემი არაა. დილით ანაპრილინს ვსვამ, რომ წნევა მომემატოს“.

„აუტანელია. წელის ტკივილები, საჭმლის მონელების სისტემის პრობლემები: მჭრელი ტკივილი, სწორ ნაწლავში უსიამოვნო შეგრძნება, ხშირი განავალი. ღამით ძლიერი გაღიზიანებით ხშირად ვიღვიძებ. დილით ძილიანი ვარ. მკერდთან სიმძიმეს ვგრძნობ. წნევა ოდნავ მატულობს, ზოგჯერ სახე მიხურს“.

„შესაძლოა, ეს მწვავე ვირუსული ინფექციების სიმპტომებია. ასეთი ერთი კვირის განმავლობაში მქონდა“

„ცუდია, გათბობის სისტემა ვერ ავიტანე. 2 დღე ცხელი წყლის და ბატარეების გარეშე ვარ. თავს ვიკავებ.“

„ეს მაგნიტური ქარიშხლები უკვე მომბეზრდა. ერთი მეორეს მიყოლებით“.

„უკვე 21.10–ზე ძლიერი რეაქცია მქონდა. წნევა გაიზარდა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება მაწუხებდა. ვიფიქრე, რომ მოვიწამლე. წნევის წამლებმა არ მიშველა! გიზიარებთ რეცეპტს: ფეხებს და ხელებს ცხელ წყალში ვიორთქლებდი და 20 მლ ვსვამდი“.

„მაგნიტურ ქარიშხალზე ძლიერი რეაქცია მაქვს. გვერდითი ეფექტების საწინააღმდეგოდ ბევრ წამალს ვსვამ, რითაც ჯანმრთელობა ძლიერ დავიზიანე. ერთი ოცნება მაქვს, მაგრამ ამიხდება? მინდა სამუდამოდ უარი ვთქვა სოტაჰექსალზე, ამლადიპინზე, ალაპინინზე, ატორისზე და ქსარელტოზე, თუნდაც დოზა რომ შევამცირო. კარდიოლოგმა მთელი ცხოვრების მანძილზე დამინიშნა. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ“.

„ძალიან, ძალიან ცუდად ვარ. 2 დღე კარგად ვიყავი და ისევ თავი ამტკივდა. ყურები თითქოს დახშული მაქვს. ამას როგორ გავუმკლავდე? წნევა ირყევა“.

„83 წლის დედას 26 ოქტომბრიდან დაეწყო ღებინება, შაკიკი, თავბრუსხვევა და ფეხებში სისუსტე, არტერიული წნევა იზრდება. ექიმი ნევროლოგი გამოვიძახე. სისხლძარღვების წამლები დამინიშნა.“

„ყველაფერი კარგადაა. განწყობა ნორმალურია. განსაკუთრებული უსიამოვნო შეგრძნებები არ შემინიშნავს. 73 წლის ვარ. დიაბეტი. ჰიპერტონია, განსაკუთრებული უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. ცხოვრება კარგია, თან ძალიან კარგი!“

აი, როგორ გამოიყურება მაგნიტური ქარიშხლის გრაფიკი 2020 წლის ნოემბრისთვის:

  • 1–10 ნოემბერი მოსალოდნელია დიდი მაგნიტური რღვევა, რომელიც 10 დღე გაგრძელდება.
  • 11 და 15 ნოემბერს შეინიშნება სუსტი მაგნიტური რყევები, რომელთაც მხოლოდ ამინდზე ძალიან დამოკიდებულები ადამიანები იგრძნობენ.
  • 18 ნოემბერს მოსალოდნელია საშუალო მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც მცირე არეულობის გაგრძელება იქნება.
  • 20-25 ნოემბერს ამ თვის ბოლო მაგნიტური ქარიშხალი გველოდება.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.