Connect with us

ჰოროსკოპი

რამდენად ბნელია თქვენი სული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რამდენად ბნელია თქვენი სული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ საკუთარ თავთან გულწრფელი ხართ, ამ ერთი შეხედვით შეუძლებელ კითხვაზე პასუხის გაცემაზე საუკუნე დაგჭირდება. პირველ რიგში, ცხოვრებაში გაკეთებული ყველა კარგი და ცუდი რამ უნდა გაიხსენოთ, შემდეგ სიტუაცია დამოუკიდებლად უნდა შეაფასოთ.

შევეცდები დაგეხმაროთ და გითხრათ, თუ რამდენად ბნელია თქვენი სული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ასე უფრო გულწრფელ და მიუკერძოებულ პასუხს მივიღებთ.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

თქვენ ბნელი სულის საპირისპირო მხარე ხართ. თუ ცხოვრებაში უარყოფითი სიტუაციები გქონდათ, ეს იყო არა უბრალოდ სიბნელე, არამედ სრული უკუნითი, რომელიც ყველაფერს შთანთქავს, რაც კი მასში მოხვდება.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

თქვენ შავი სული გაქვთ. საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში არავინ იცით, რატომ იშორებთ თავიდან ყველას, ვინც საკმაოდ ახლოს მოდის, რომ ეს დაინახოს. თქვენი ბნელი სული მესაკუთრეობის კუთხით ვლინდება, რომელსაც მხოლოდ მათ უჩვენებთ, ვისაც გულს უხსნით და ვისზეც ზრუნავთ. ამავე დროს, ეს ეჭვიანობა და კონტროლი სხვებისთვის საკმაოდ რთული ასატანია და საბოლოოდ გტოვებენ.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

თქვენი სული მუქი ნაცრისფერია. ეს იმას ნიშნავს, რომ სიკეთესა და ბოროტების, დადებითსა და უარყოფით ხაზს შორის დადიხართ. თქვენ ცხოვრებისეულ მწვერვალებს და დაცემას შორის ორიენტირება შეგიძლიათ. ნებისმიერ ცვლილებას ან სულის ფერს ესადაგებით, თუ ეს  სიტუაციას და თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

თქვენი სული მუქი ლურჯის ბნელი ელფერია. თქვენ ემოციური ნიშანი ხართ, მგრძნობიარე და ორჭოფული ხასიათის გამო თქვენი ბნელი მხარე ყველაზე უკეთ იმდენად ლურჯ ფერში ისახება, რომ შავ ფერში გადადის.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

თქვენი სული ბნელი სულაც არაა. ასეთ ნაზ და საყვარელ ნიშანში სიბნელის ადგილი უბრალოდ არაა, რაც ძალიან კარგია, რადგან თქვენ ბუნებით ლიდერი ხართ და გარშემომყოფი ადამიანები ყოველთვის თქვენი მიმდევრები არიან.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

თქვენს სულში სიბნელის დრო და ადგილი არ არის. თქვენ დადებითი ენერგიით დამმუხტველი ხართ. სიბნელისთვის ენერგია უბრალოდ არ გაქვთ.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

თქვენი სული შავ-თეთრია. ერთ წუთში შეიძლება უბედური იყოთ და სრულ სიბნელეში ჩაიძიროთ, ხოლო მეორე წამს – გაიღიმოთ, თავი კარგად იგრძნოთ და თეთრი, სუფთა ფერით იბრწყინოთ! ყველაფერი მომენტზე და თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

თქვენი სული აბსოლუტურად შავია. სინათლეს ამ ბნელ სულში შემოღწევა არ შეუძლია. შეიძლება თავი უვნებლად, ან თუნდაც ნაცრისფრად მოაჩვენოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადია. მის ქვეშ სუფთა, ნამდვილი სიშავეა.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

თქვენი სული შავი სულაც არაა. თქვენ მუდმივად ახალ ტენდენციებს ითვისებთ, ამიტომ თუ სიბნელე ერთ-ერთი მათგანია – შეგიძლიათ რაღაც აკრძალული გამოცადოთ! გარდა ამისა, სიბნელე თქვენ არ გიხდებათ!

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

თქვენი სული ბნელია, მაგრამ კარგი გაგებით! თქვენ ბნელ, საშინელ ვიბრაციებს გამოსცემთ, რომლებიც სხვა ადამიანებს იზიდავს. სინამდვილეში, თქვენი სიბნელე გასართობია.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

თქვენი სული შავი არაა. თვითგამოხატვის თქვენი უცნაური, უჩვეულო გზები სიბნელის არეკვლის და სინათლეში ყოფნის საშუალებას გაძლევთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

თქვენი სული სიბნელის და სინათლის ნარევს წარმოადგენს. ყველაფერი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. შეიძლება სრული სიბნელე იგრძნოთ, მეორე კვირას კი სრულიად საპირისპირო მხარს იმყოფებოდეთ. მცირე ცვლილება თქვენს სულში სიბნელის დონეზე დიდ გავლენას ახდენს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.