Connect with us

საკითხავი

რაზე მეტყველებს თქვენი დაბადების თვის შესაფერისი ხე?

თითოეულ თვეს მიეწერება საკუთარი ხე, თუმცა, იცოდით, რომ იგი ნაწილობრივ ჩვენს პიროვნებაზეც ახდენს გავლენას? გააგრძელეთ კითხვა იმის გასაგებად, თუ რას ამბობს თქვენი დაბადების თვის ხე თქვენს ხასიათზე.

1. იანვარი: ვაშლის ხე

კეთილი ხართ, გამოირჩევით უბადლო სიმსუბუქითა და კარგი გემოვნებით. ყურადღების უსმენთ სხვებს და ყოველთვის იცით, რა უნდა თქვათ კონკრეტულ მომენტში. გიყვართ სტუმრები და გიჟდებით გართობაზე. თქვენი თანამგრძნობი ბუნება თვალის დახამხამებაში იზიდავს ადამიანებს.

2. თებერვალი: ტირიფი

იმ გამოცდების მიუხედავად, რომლებსაც ცხოვრება გიგზავნით, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. სხვებზე უფრო მეტი გამოცდა და უბედურება გადაიტანეთ, მაგრამ ვერაფერმა მოახერხა თქვენი გატეხა. ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური და იმედიანი ადამიანი ხართ და ყოველთვის აგრძელებთ წინსვლას, უკანმოუხედავად.

3. მარტი: ნეკერჩხალი

რახან გულწრფელი ხართ, გაქვთ უნიკალური თვისება, არ გეშინოდეთ საკუთარი აზრის გამოხატვისა. რწმენის შენარჩუნება თქვენი საუკეთესო თვისებაა. გიყვართ უსიტყვოდ და ყოველთვის მზად ხართ დაეხმაროთ მათ, ვისაც თქვენთან მეგობრობის ბედნიერება ერგო.

4. აპრილი: თელა

თქვენ დაიბადეთ, რათა გააკეტოთ და გამოასწოროთ. “ოქროს” ხელები გაქვთ და, სურვილის შემთხვევაში, ყველაფერს შეძლებთ. ის, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეგიძლიათ, იზიდავს ადამიანებს, თუმცა… მათი უმრავლესობა თქვენი კეთილსინდისიერებით სარგებლობს. ყველაფერში 100%-ს დებთ, ამიტომ, ჩვეულებრივ, ცხოვრებაში ბედნიერი ხართ.

5. მაისი: ლეღვი

თქვენმა ღრმა მისწრაფებამ წარმატებისკენ გიბიძგათ ამბიციურობისკენ. წინააღმდეგობების გამოწვევად ან უმნისვნელო წარუმატებლობად მიღებით, თქვენ აკეთებთ იმას, რის გაკეთებაზეც სხვები უარს იტყოდნენ. გაქვთ გულწრფელი სურვილი იყოთ პირველი, რაც არამხოლოდ საკუთარი მიზნების მიღწევაში გეხმარებათ, არამედ სხვებსაც შთააგონებს.

6. ივნისი: ალუბალი

არავინ ცდილობს საგნების ბუნების ისე ჩაწვდომას, როგორც თქვენ. ეფლობით ყველაფერში, რასაც აკეთებთ. მუდმივად ცდილობთ, საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ მუშაობთ და არ ისვენებთ. ასევე, გიყვართ ურთიერთობა და ნებისმიერთან შეძლებთ დამეგობრებას. ხართ დიადი თანამოსაუბრე და ადამიანებმა იციან, რომ ნამდვილად უსმენთ.

7. ივლისი: ბერძნული კაკლის ხე

ბედნიერებას ასხივებთ. თქვენი ბრწყინვალება და ცხოვრებისადმი ინტერესი თქვენს ქცევებსა და გარეგნობაში ისახება. მზად ხართ, თქვენი შინაგანი ბედნიერება ახლობლებს გაუზიაროთ, ხართ გულკეთილი და მზრუნველი ადამიანი.

8. აგვისტო: მუხა

ყველაფერში საუკეთესოს ავლენთ. ცუდ დღეებშიც კი ინარჩუნებთ პოზიტიურობას და იწვევს ღიმილს. როცა თქვენი მეგობარი ცუდ განწყობაზეა, თქვენ გეძებთ. ცხოვრებაში თქვენი მიზანია გააბედნიეროთ სხვები, ამიტომ ხშირად იცლებით ძალებისგან.

9. სექტემბერი: პალმა

ორგანიზებული ადამიანი ხართ, ამიტომაც დიდ წარმატებებს აღწევთ. საკუთარ ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღეთ და შექმენით წესების საკუთარი ნაკრები. აფასებთ საკუთარ თავს, ენდობით საკუთარ ინტუიციასა და გონებას. ვნებებს, გონებასა და რწმენას შორის ბალანსი თქვენ უბადლოს გხდით გარშემომყოფებისთვის.

10. ოქტომბერი: ზეთისხილის ხე

უშიშრობა – თქვენი მეორე სახელია. არასდროს ამბობთ “არას”, თამამად იღებთ გამოწვევებს და იკვლევთ ახალ ადგილებს. იდეალური პარტნიორი ხართ მოგზაურობისა თუ წვეულების დროს, რადგან ახერხებთ სხვების გამოყვანას კომფორტის ზონიდან. გიყვართ გამოცდილების აკუმულირება და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება, სანამ ახალგაზრდა ხართ.

11. ნოემბერი: ციტრუსის ხე

თანამგრძნობი ადამიანი ხართ, რომელიც სიყვარულით ეპყრობა ყველაფერ ცოცხალს. იცით, რომ წარმატება არა მატერიალურ საგნებში, არამედ იმაშია, თუ როგორი დამოკიდებულება და თანაგრძნობა გაქვთ გარშემომყოფების მიმართ. ადამიანები, რომლებსაც თქვენი სიკეთე და ემოციური ინტელექტი შეეხო, შთაგონებული არიან თქვენი სულიერი ნატურით.

12. დეკემბერი: ნაძვი

თქვენს სულში ცეცხლი ანთია. ზოგისთვის ეს კარგის მომტანი სულაც არაა, მაგრამ მეტისმეტად ვნებიანი ხართ ყველაფერში. უსამართლობა, დიდი თუ პატარა, თქვენს სისხლს ადუღებს. ფასტ-ფუდის არასწორად შეკვეთით დაწყებული, პოლიტიკური პროტესტით დამთავრებული, თქვენ ყოველთვის გინდათ, რომ ადამიანებმა მიიღონ ის, რასაც იმსახურებენ. კარგი მეგობარი ხართ, რადგან არასდროს გბეზრდებათ სხვების დახმარება და მხარდაჭერა.