Connect with us

კულინარია

ჟოლოს მურაბა ზამთრისთვის: ისეთი სქელია, შეგიძლიათ პურზე კარაქივით წაუსვათ

კლასიკური ჟოლოს მურაბა – ნამდვილი მისწრებაა ზამთრის ცივ ამინდებში. ტკბილი, არომატული კონსერვი ყველაფერს უხება. შეგიძლიათ მოამზადოთ ცხელი სასმელიც, პეროგიც, ბლინებთან ერთად მიირთვათ ან უბრალოდ პურს წაუსვათ. ყველანაირად გემრიელია!

დღეს ჩვენ გთავაზობთ ამ გემრიელი კენკრის მომზადებას უჩვეულო გზით. მურაბაში მხოლოდ ბანანის დამატება დაგჭირდებათ. დიახ, სწორედ ბანანის. მურაბის გემო გასაოცარი გამოვა – ხილის საღეჭ რეზინს მოგაგონებთ. იდეალური კომბინაციაა!

ჟოლოს მურაბა

ჟოლო – პრეტენზიული კენკრაა. ერთი შეხედვით გეჩვენებათ, რომ მისგან მურაბის მომზადება მარტივია, თუმცა ძალიან ცდებით. კენკრა სწრაფად გადაიხარშება ან მზა პროდუქტს გემოს გაუფუჭებს ზედმეტი ინგრედიენტები.

ჟოლოს მურაბის ხარშვის საუკეთესო ვარიანტია პიტნის, მელისისა და რეჰანის დამატება. კენკრის არომატი რომ არ გადაიფაროს, შეგიძლიათ დაამატოთ ვაშლი, მსხალი, მოცხარი, ძახველი, ბანანი. მარწყვთან და მოცვთან ჟოლო არ მეგობრობს. ეს კენკრა მის ძლიერ არომატსაც კი ჩაახშობს.

ჟოლოს მურაბა დიდხანს ინახება. შეგიძლიათ იგი გაყინული კენკრისგანაც მოამზადოთ. მისი სარგებელი გაორმაგდება კიდევაც. მზად ხართ?

ინგრედიენტები

  • 1 კგ ახალი ჟოლო
  • 250 გ ბანანის რბილობი
  • 800 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა ან 1 ლიმონის წვენი

თუ მურაბას გაყინული ჟოლოთი ამზადებთ, წინასწარ გაალხვეთ იგი ოთახის ტემპერატურაზე და მომზადებამდე გადაწურეთ დაგროვილი სითხე. თუ კენკრას არომატი აღარ აქვს, დაუმატეთ ხარშვის ბოლოს ვანილინი და 30 მლ კონიაკი(1 კგ კენკრაზე).

მომზადება

1. ჟოლოს კენკრა მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში. მოამზადეთ კენკრისგან პიურე საჭყლეტის ან ბლენდერის გამოყენებით.

2. დაჭერით ბანანი წვრილად(რკალებად ან მეოთხედებად) და დაუმატეთ კენკრას.

3. პიურეში ჩაყარეთ შაქარი და ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ და დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ, რომ არ მიიწვას.

4. აადუღეთ მურაბა და შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე. ადუღების შემდეგ ხარშეთ კიდევ 10-20 წუთით, ურიეთ და ქაფი რეგულარულად მოხსენით. თუ უფრო სქელი ჯემის მიღება გსურთ, კიდევ 30-40 წუთით ხარშეთ ან დაუმატეთ პექტინი(12-15 გ 1 კგ ხილის პიურეზე).

5. დატოვეთ ქვაბი ცეცხლზე და დაიწყეთ მურაბის ჩასხმა მშრალ, გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. მზა მურაბა ჩააბრუნეთ, დაახურეთ სქელი საბანი სრულ გაგრილებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას.

იმედია, ეს რეცეპტი თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს ძალიან მოგეწონებათ. თუ თქვენც გაქვთ ჟოლოს მურაბის განსაკუთრებული რეცეპტი, გაგვიზიარეთ კომენტარებში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.