Connect with us

ყვავილები

ჟოლოს მოსავლის გასხვლა სობოლევის მეთოდით

გასაოცარია, ეს ადრე როგორ ვერ მოვიფიქრე? „ორმაგი გასხვლა“ მარტივია ისე, როგორც ყველაფერი გენიალური. რაში მდგომარეობს სობოლევის მეთოდი?

პირველი გასხვლა მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში ხდება. როცა ახალი აღმონაცენი 70-100 სმ-ს აღწევს (გააჩნია რომელი სახეობა გაქვთ დარგული), მას ზედა ნაწილს (10-15 სმ) აჭრიან. ამის შემდეგ მცენარის ზემოთ გაზრდა პრაქტიკულად წყდება და მთელი საციცოხლო ენერგია გვერდითა აღმონაცენებისკენ არის მიმართული. რამდენიმე დღეში ზედა ფოთლებში პირველი აღმონაცენები გამოჩნდება, ზაფხულის ბოლო ერთის ნაცვლად 5-6 წარმოიქმნება, ხოლო გვერდითა აღმონაცენები ნახევარ მეტრს გაიზრდება. ასეთი ფორმით ბუჩქი ზამთრის პერიოდში გადავა.

გახსოვდეთ, რომ პირველი გასხვლის პერიოდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააგვიანოთ. თუ მას დაგვიანებით ჩაატარებთ (საშუალოდ ივნისის პირველ ათ დღეში პირველი გასხვლა უნდა დაასრულოთ), მაშინ გვერდითა აღმონაცენები განვითარებას ვერ მოასწრებენ და ზამთარში გაიყინებიან.

მეორე გასხვლა შემდეგ გაზაფხულზე ხდება, როცა მცენარე ფოთლებს მოისხამს. ამჯერად, ზამთარ გადატანილი გვერდითა აღმონაცენების ზედა ნაწილი 5-15 სმ-ით იჭრება. ამის შემდეგ ნიადაგს აფხვიერებენ. ახალი ღეროები წარმოიქმნება, რომელთა რაოდენობა ნაყოფის მოსხამდე რამდენიმე ათეული იქნება.

თავად ა.გ.სობოლევი მეორედ გასხვლას მოსავლის მოვლაში გადამწყვეტად მიიჩნევდა, რადგან მის შემდეგ ბუჩქი წარმოუდგენელ სანახაობას წარმოადგენს: „ის დაფარულია კვირტებით, ყვავილებითა და მსხვილი მწიფე კენკრით. ნაყოფიერება ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ცივი ამინდების დადგომამდე გრძელდება“. ასეთი აგროტექნიკური მანიპულაციის შემდეგ უბრალო ჯიშების განახლებასაც შეძლებთ.

თუმცა ეიფორიაში არ ჩავარდეთ და უახლოეს მაღაზიაში სასხლავის საყიდლად არ გაიქცეთ. ეს ერთადერთი ინსტრუმენტი არაა, რომელიც სობოლევის მეთოდის ჟოლოს მოსავლელად დაგჭირდებათ.

პირველ რიგში, მეთოდი ეფექტური იქნება, თუ ყველა დანარჩენ აგროტექნიკურ ღონისძიებას შეასრულებთ. სხვა სიტყვებით, აუცილებელია თავიდანვე სწორად დარგოთ, გამოკვებოთ, მორწყათ და მთელი ცხოვრების მანძილზე სწორად მოუაროთ.

მეორე მხრივ, ორმაგი გასხვლის მეთოდს, როგორც ავტორი აღიარებს, რიგი ნაკლიც გააჩნია, რომლისთვისაც მზად უნდა იყოთ. მაგალითად, ბუჩქის ჭარბად გასქელება.

ექსპერიმენტის დასაწყისში თავად სობოლევი თვლიდა, რომ რაც უფრო სქელია ნერგი, მით უფრო მეტ მოსავალს მიიღებს, თუმცა სწრაფად დარწმუნდა, რომ ყველაფერი ასე არაა. პირველ ჯერზე 50 კვ.მეტრზე ბუჩქების 4 რიგით, რომელთაც 15-20 აღმონაცენი ჰქონდა, მან 20-30 კგ კენკრა შეაგროვა.

მეორე წელს წინასწარი გასხვლის შემდეგ, ბუჩქებს შორის მანძილი 2 მეტრი დატოვა, ხოლო თითოეულზე აღმონაცენების რაოდენობა 10-მდე შეამცირა. იმ წელს მოსავალმა 75 კგ-ს მიაღწია. კიდევ ერთი წლის შემდეგ, აღმონაცენების რაოდენობა 8-მდე შეამცირა და მოსვალი 100 კგ-მდე გაიზარდა. მისი თქმით, ოპტიმალური რაოდენობა მხოლოდ კიდევ 2 წლის შემდეგ დაადგინა, როცა იმავე 50 კვ.მეტრზე 135 კგ კენკრა მიიღო. თითოეულ ბუჩქზე მხოლოდ 4 აღმონაცენი იყო დარჩენილი.

თუმცა ამ ექსპერიმენტის შედეგის, როგორც წარმატებული ფორმულის ბრმად გამოყენება არ ღირს. საქმე იმაშია, რომ სობოლევი თავის ცდებს ყურღანის რაიონში ატარებდა, მაგრამ ჟოლო მხოლოდ აქ არ მოჰყავთ. თქვენ მიკროკლიმატი, ნიადაგის შემადგენლობა, კენკრის სახეობა, მისი პრეტენზიულობა და ღირსება უნდა განიხილოთ. სწორედ ამიტომ, დაკვირვების ნიადაგზე რამდენიმე წელში საკუთარი ფორმულის შექმნას შეძლებთ.

ხარისხიანი ნერგების შეძენის საუკეთესო შანსი სექტემბერშია (ეს ნაყოფის ხეებს და კენკრის ბუჩქებს ეხება). თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ,