ჯანმრთელობა
ჟელატინი, როგორც მოულოდნელი საშუალება სახსრების ტკივილის გასაქრობად: 1 სამკურნალო ნატურალური რეცეპტი
დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო ჟელატინი სახსრებისა და ძვლებისთვის, თუმცა სხვა ბევრი სასარგებლო მოქმედებაც აქვს. გარდა იმისა, რომ ჟელატინი კულინარიაში საკმაოდ პოპულარულია, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აუმჯობესებს.
ჟელატინი სახსრების ტკივილის გასაქრობად
ადამიანებს სახსრების ტკივილი აწუხებთ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოპოროზი, ტრავმა, პოდაგრა და ა.შ. ცნობილი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კურკუმა, თაფლი, ნიორი და კოჭა, ტკივილს ამცირებს, მაგრამ სხვა არა ნაკლებ პოპულარული საშუალებებიც არსებობს და ეს ჟელატინია!
ჟელატინი ცხოველური წარმოშობის კოლაგენია. მის მისაღებად ძვლები, ხრტილები, მყესები და ცხოველის კანი გამოიყენება. ჟელატინის ვეგანური ვარიანტი აგარ–აგარის ან კარაგენანისგან მზადდება, ასევე წითელი და ყავისფერი წყალმცენარებისგან მიიღება.
ისინი ჟელატინის მცენარეული ალტერნატივები და ჟელეს მსგავსი ნივთიერებები არიან, მაგრამ ჟელატინის მსგავს სამკურნალო თვისებებს არ ფლობენ. დღეს ტრადიციულ ჟელატინზე გიამბობთ.
ჟელატინი და სახსრების ტკივილი
ჟელატინი მასში შემავალი ცილების და კოლაგენის წყალობით ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. პირველ რიგში, ჩვენი ძვლოვანი სისტემისთვის აუცილებელია, რადგან ძვლებისა და ხორცის ნარჩენებისგან მიიღება. კოლაგენი ცილაა, რომელსაც შენების სტრუქტურა აქვს.
ეს ყველაზე გავრცელებული ცილაა ორგანიზმში. გვხდება კანში, ძვლებში, თმაში, შემაერთებელ ქსოვილებში. 1 ს/კ ჟელატინი 6-12 გრ ცილას შეიცავს. ჩვენი ორგანიზმი ჟელატინიდან კოლაგენს შთანთქავს და საკუთარ მარაგებს ავსებს.
ჟელატინის დახმარებით სახსრების ტკივილი მცირდება 2 მეთოდით: ძვლების გაძლიერების და შემაერთებელ ქსოვილებში კოლაგენის ზრდის ხარჯზე. ჟელატინი შეიცავს ქონდროიტინს, ხრტილის მნიშვნელოვან ნივთიერებას.
ქონდროიტინს ხრტილებში წყლის შენარჩუნების უნარი აქვს. ის სინოვიალური სითხის შემადგენლობაში შედის და შიდასაპოხი მასალის როლს ასრულებს. სინოვიალური სითხე სახსრების გახეხვას ხელს უშლის, ასევე უფრო მოძრავს ხდის. ხრტილებში ქონდროიტინის შემცირება ართროზის ტიპიური მიზეზია.
ოსტეოართრიტისა და ოსტეოპოროზის მკურნალობაში კოლაგენის გამოყენების კვლევამ აჩვენა, რომ ხრტილები მას შთანთქავს. შედეგად, სახსრებში შემაერთებელი ქსოვილები ძლიერდება, მისი ელასტიურობა იზრდება, რაც ტკივილს მნიშვნელოვნად ასუსტებს.
ჟელატინიდან კოლაგენის ასათვისებლად ორგანიზმს დრო სჭირდება – ზოგჯერ რამდენიმე თვე. აქედან გამომდინარე, კვლევის ფარგლებში, რომლის შედეგები ჟურნალში Complementary Therapeutic Medicine (2012) გამოქვეყნდა, საკვები დანამატის, კოლაგენის მიღებიდან სახსრების ტკივილის დონეს 3-6 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. 3 თვეში საკონტროლო ჯგუფსა და კვლევით სუბიექტებს შორის, რომლებიც კოლაგენს საკვებად დანამატად იღებდნენ, განსხვავება არ გამოვლენილა.
თუმცა 6 თვის შემდეგ ამ ჯგუფებს შორის დიდი სხვაობა იყოს. ხელის, ფეხის სახსრების, ხერხემლის ტკივილი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით საკმაოდ შემცირებული იყო.
ჟელატინს სასარგებლო თვისებების მიუხედავად უკუჩვენებები აქვს: შარდკენჭოვანი დაავადება, თრომბისკენ მიდრეკილება.
როგორ მივიღოთ ჟელატინი
ჟელატინი გამჭვირვალე ნივთიერებაა, გემოს და სუნის გარეშე, რაც სხვა ინგრედიენტებთან შერევისას მნიშვნელოვანია. შაქრის და სხვა ქიმიური დანამატების შემცველი ხსნადი ფორმები ჟელატინის საუკეთესო წყარო არაა. სასარგებლო თვისებები მხოლოდ ორგანულ ჟელატინს აქვს არომატული დანამატების გარეშე.
გთავაზობთ ჟელატინის და სხვა ნატურალური პროდუქტების ნარევის მარტივ რეცეპტს. ეს გემრიელი, მკვებავი და ორიგინალურია. ჟელატინი ტკივილს ამცირებს. თესლი უჯრედისს, ჯანსაღ ცხიმებს და მინერალებს შეიცავს, რომლებიც ძვლოვანი სისტემისთვის აუცილებელია. ქიშმიში ორგანიზმს რკინით უზრუნველყოფს, თაფლი – სიტკბოს მატებს და ანთების საწინააღმდეგო თვისებას ფლობს.
ჟელატინის პუდინგი: გემრიელი დესერტი სახსრებისთვის
ინგრედიენტები:
- 3 ს/კ ქიშმიში
- 2 ს/კ ორგანული ჟელატინი არომატების გარეშე
- 8 ჩ/კ სელის თესლი
- 4 ს/კ სეზამის თესლი
- 3 ს/კ გოგრის თესლი
- ¾ ჭიქა თაფლი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი დააბლენდერეთ. ამის შემდეგ მინის ქილაში გადაიტანეთ. ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.
გამოყენება:
1 ჩ/კ ნარევი დღეში 2–ჯერ, საუზმის და სადილის წინ მიიღეთ. სახსრების გაუმჯობესებამდე მიიღეთ.
თუ გსურთ ჯანმრთელი იყოთ და ლამაზად გამოიყურებოდეთ, ცოტა ჟელატინი რაციონს დაუმატეთ და სასწაულის დასანახად მოემზადეთ.