ჰოროსკოპი
ჟასმინი, კონკია თუ პოკაჰონტასი: რომელი პრინცესა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მაშინაც კი, თუ საკუთარი თავი პრინცესად არასდროს წარმოგიდგენიათ და უფრო ძლიერი ქალების იმიჯი მოგწონთ, როგორიცაა, მაგალითად ჯადოქრები (და თქვენი გვესმის), Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ჰოროსკოპს, რომლის მიხედვით გაიგებთ, თუ რომელი პრინცესა შეიძლება ყოფილიყავით „დისნეის“ მულტფილმების სამყაროში. მერწმუნეთ, ყველა საყვარელი არაა.
ვერძი: მულანი
ინიციატივას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებთ, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში. მაშინაც კი, თუ მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობა და ღამით მშობლების სახლიდან გაქცევა გიწევთ, რომ ჯარს შეუერთდეთ და მტრები დაამარცხოთ, ამისთვის მზად ხართ. მულანის მსგავსად გვერდზე დგომა არ გიყვართ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან იმპულსური ხართ. სანამ ხმალს ალესავთ, დარწმუნდით, რომ გვერდით არის ის, ვინც საჭიროების შემთხვევაში გადაგარწმუნებთ.
კურო: რაპუნცელი
თქვენი სიჯიუტით ცნობილი ხართ: თუ ბოროტი ჯადოქარი ციხეში გამოგკეტავთ და ერთადერთი გამოსავალი თმის გამოყენება იქნება, ასეც მოიქცევით. რაპუნცელივით ერთგული მეგობარი ხართ და ცხოვრებას „მიწიერი“ (ობიექტური) თვალით უყურებთ. მთავარია, ამ დაწყევლილ კოშკს თავი დააღწიოთ!
ტყუპები: ჟასმინი
გარემოების მიხედვით ადაპტირების და დინების მიმართულების ცურვის უნარით ცნობილი ხართ. ჟასმინის მსგავსად, როცა სულთნის სასახლიდან გაიქცა და თავდაგასავლებისთვის თავი გლეხად მოაჩვენა. ერთი და იმავე საქმის კეთება ძალიან მალე გბეზრდებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეთ ბიჭი, მფრინავი ხალიჩით, რომელიც იქ წაგიყვანთ, სადაც გსურთ.
კირჩხიბი: მეგარა
ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ხართ. ასევე ისე, როგორც სხვა არავინ, გულში წყენას ინახავთ. მაგალითად, თუ თქვენი შეყვარებული–ნახევარღმერთი ჰერკულესი ოლიმპოში თქვენ გარეშე გადავიდა, მასზე მთელი მიწიერი ცხოვრება გაბრაზებული იქნებოდით. მაგრამ ის კარგად გიცნობთ (და უყვარხართ), ამიტომ მზადაა თავის ღვთიურ უკვდავებაზე უარი თქვას, რომ უახლესი 60 წელი თქვენ გვერდით გაატაროს.
ლომი: მერიდა
ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობთ. ურჩი ჟღალი თმა, როგორც მერიდას „მამაცი გულიდან“, შეიძლება თქვენი განსაკუთრებული ნიშანი ან შინაგანი მდგომარეობის ალეგორია იყოს. წითური, გულწრფელი და შეყვარებული. სპორტი და სუფთა ჰაერზე დასვენება გიყვართ. მშვილდიდან ისრების სროლა შესანიშნავი ვარიანტია.
ქალწული: ფიფქია
გასაუბრებაზე თქვენს ერთ–ერთ პირველ ძლიერ მხარედ დეტალების მიმართ ყურადღებას ასახელებთ. სხვები, მაგალითად, 7 ჯუჯა, რომლებიც თქვენს გამოჩენამდე ღმერთმა იცის რამდენ წელი სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ამ თქვენ თვისებას პერფექციონიზმს უწოდებენ. უბრალოდ მათ ბუტბუტს ყურადღება არ მიაქციოთ. თუ მოწამლული ვაშლის ჭამის შემდეგ დაიძინებთ, ისინი წუწუნს დაიწყებენ, რომ ახლა თქვენ გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.
სასწორი: პოკაჰონტასი
საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებთ. სხვები შეიძლება იყვნენ ენოტები, კოლიბრები, მოლაპარაკე ხეები ან ახალმოსახლეები, რომლებიც თქვენი მიწის დასაპყრობად მოვიდნენ. თქვენ, როგორც პოკაჰონტასი, ყველაზე მეტად სამართლიანობას აფასებთ და იცით, რომ თითოეულ ქვას და ხეს საკუთარი სული და სახელი აქვს.
მორიელი: ელზა
თქვენი ძალა თქვენი მძვინვარე მისწრაფებაა, რომ ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ. ასევე წყლის ნიშანი ხართ, ხოლო წყალი გაყინვისას ყინულად იქცევა, როგორც ელზას ისტორიაში „გაყინული გულიდან“. გახსოვდეთ, რომ ელზას სიმღერა იმაზეა, თუ როგორ არ ეშინოდეს საკუთარი ძალების და დანარჩენ სამყაროსთან ჰარმონიაში იცხოვროს.
მშვილდოსანი: ბელა
თავისუფლებას ყველაზე მეტად აფასებთ. თუ სასახლეში გამოგკეტავენ, სადაც მოლაპარაკე ნივთები და უცნაური ცხოველი ცხოვრობს, ამით მოხარული ნამდვილად არ დარჩებით. ბელას მსგავსად ცნობისმოყვარე ხართ და ახლის შეცნობა გიყვართ, მაგრამ ზოგჯერ სამყაროს უკეთ შეცნობისკენ ლტოლვამ შეიძლება ბნელ ბილიკამდე მიგიყვანოთ (და პირდაპირ სასახლის დასავლეთ ნაწილში, სადაც შესვლა მკაცრად აგიკრძალეს).
თხის რქა: თიანა
თქვენ ყველაზე პრაქტიკული და დისციპლინირებული ზოდიაქოს ნიშანი ხართ, ამიტომ თიანას ოცნება მულტფილმიდან „პრინცესა და ბაყაყი“, რომ საკუთარი რესტორანი გახსნას, თქვენთვის უცხო არაა. ასევე არ გიყვართ, როცა ვინმე დასახული მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით. ბაყაყად გადაქცევა ნამდვილად არ გესიამოვნებათ.
მერწყული: კონკია
მერწყული ერთ–ერთი ყველაზე მეგობრული ნიშანია. კონკიას მსგავსად ნებისმიერ ვინმესთან, თუნდაც თაგვთან საუბარი შეგიძლიათ, რომ თქვენ მხარეს გადაიყვანოთ. ეს თვისება ძალიან მიმზიდველს გხდით, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ხელი შეგიშალოთ. მაგალითად, როცა ჩიტების დახმარებით ვინტაჟური ნაჭრებიდან წვეულების კაბის შეკერვას აპირებთ. ზოგჯერ სჯობს ამოცანა თქვენს ფერია–ნათლიას გადაულოცოთ.
თევზები: არიელი
თქვენ ოცნება გიყვართ და იმაზე ძლიერ, ვიდრე სხვა ნიშნებს. შინაგან სამყაროში ჩაძირული ხართ. ეს თვისება შეიძლება გამოგადგეთ, თუ ზღვის ჯადოქართან გარიგებას დადებთ და ხმას ფეხებში გაცვლით. თუმცა შეიძლება ხელი შეგიშალოთ, როცა პრინცის მოხიბვლას დააპირებთ. ეცადეთ, რომ ოცნებებმა ძალიან დიდი დრო არ წაგართვათ და რეალურ ცხოვრებაში ხელი არ შეგიშალოთ.