ჯანმრთელობა
პროფესორი ივან ნეუმივაკინი ირწმუნება: ყველას შეუძლია ასტრონავტივით კარგი ჯანმრთელობა ჰქონდეს
საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ასტრონავტები ხვდებიან, მაგრამ კარგი ჯანმრთელობის ქონა ნებისმიერს შეუძლია! ივან პავლოვიჩ ნეუმივაკინი ცნობილი საბჭოთა პროფესორია, რომელიც ასტრონავტების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. მან შეიმუშავა სპეციალური სისტემა, რომელიც კოსმოსის დამპყრობლებს საშუალებას აძლევს, რომ ავად არასდროს გახდნენ.
მისი კვლევები სიახლეებით, უჩვეულო გამოგონებებით სავსეა და პოპულარული ტრადიციული მედიცინის მეთოდებისგან გამოირჩევა.
86 წლის ივან პავლოვიჩის სურათის შემხედვარე მისი რჩევების გაზიარების სურვილი გაგიჩნდებათ – ასეთ მოწიფულ ასაკში ენერგიულად გამოიყურება და წამლების მიღება არ სჭირდება. პროფესორი ირწმუნება, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რამდენიმე მარტივი წესის დაცვაა საჭირო.
ივან ნეუმივაკინის რჩევები
1. ნაკლები ჭამეთ
საჭმლის ჩვეული პორციის შემცირება ორგანიზმის გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ასე ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდთ და საჭმლის მონელებას გააუმჯობესებთ. ზედმეტი საკვები დაავადებების მიზეზი ხდება!
ნეუმივაკინის პრინციპით პროდუქტების იდეალური ბალანსია: ცილები (სჯობს მცენარეული, უცხიმო ხორცი და თევზი) – 15-20%, მცენარეული საკვები – 50-60% (რაც შეიძლება ბევრი უმი ხილი და ბოსტნეული), ნახშირწყლები (ძირითადად, პური უხეში ბოჭკოებით და მარცვლეული) – 30-35%.
2. საჭმელს რაც უფრო უკეთ დაღეჭავთ, მით უფრო უკეთ აითვისებთ
საჭმელი დაღეჭეთ მანამ, სანამ მისი დამახასიათებელი გემო არ გაქრება. არასდროს არ ჭამოთ და მოამზადოთ გაბრაზებულმა და სიჩქარეში. ეცადეთ, რომ საკვების მიღება განსაკუთრებული რიტუალი გახდეს.
ნახშირწყლების და ცილების არევა არ ღირს. ნახშირწყლები და ცილები ორ დამოუკიდებელ საკვებად დაყავით.
3. ჭამის შემდეგ უნდა დაისვენოთ
20 წუთით დასვენება საკმარისი იქნება, რომ ორგანიზმმა მთელი ძალა საჭმლის მონელებისკენ მიმართოს და ყველა ღირებული ნივთიერება მიიღოს. გახსოვდეს, რომ საჭმლის მონელება ენერგიული პროცესია.
4. 18-19 საათზე გვიან არ ივახშმოთ
ეს ძალიან მნიშვნელოვანია! გვიან არ უნდა ივახშმოთ. ასე ზედმეტი წონის პრობლემებს მოიშორებთ და ორგანიზმი საკუთარ თავს შესანიშნავად გაწმენდს.
5. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე წყალი დალიეთ
ჭამის შემდეგ 2 საათით არაფერი დალიოთ. ეს ეხება წყალს, ყავას, ჩაის, კომპოტს და ა.შ.
ეს ოპტიმალური წყლის რეჟიმია საუკეთესო საჭმლის მონელებისთვის. დღეში 2 ლ წყალი დალიეთ, ხარისხს ყურადღება მიაქციეთ – ეს ჯანმრთელობის საფუძველია.
6. ცხელი კერძები არ მიირთვათ – მხოლოდ თბილი შეჭამეთ
იგივე სასმელებსაც ეხება.
7. კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოაწყვეთ
აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად უხდება: ხილის, წვენის, კეფირის ან ბოსტნეულის დღე. ასეთი განტვირთვის დღეები ორგანიზმის დამცავ ძალებს ააქტიურებს.
8. ჩაჯდომები გააკეთეთ
ასეთ ჩაჯდომებს დაუმატეთ ფეხით კიბეზე სიარული. ლიფტი დაივიწყეთ. თქვენი ფიზიკური ფორმა ასტრონავტის ფორმას არაფრით ჩამოუვარდება.
9. არ ჭამოთ, თუ ჭამა არ გსურთ
იძულება და ორგანიზმის საკვებით ამოვსება – ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. თუ მშიერი არ ხართ, გამოდის, ადრე მიღებული პროდუქტი ჯერ კიდევ არ გადამუშავდა.
10. არ გაუკეთოთ სხვებს ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდით
როგორ ეხება ეს ჯანმრთელობას? პროფესორი ნეუმივაკინი თვლის, რომ სულიერი დაცემა ნაადრევ სიკვდილს იწვევს – როცა ადამიანის სული სუსტადაა, მისი ორგანიზმიც სუსტდება.
11. თუ ავადმყოფობის დროს მაღალი ტემპერატურა გაქვს, სასურველია შიმშილობა
ტემპერატურის დროს აუცილებელია დალიოთ ბევრი სითხე, წოლითი რეჟიმი დაიცვათ და დროებით ჭამაზე უარი თქვათ. ასე უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებით.
12. უზმოზე დალიეთ წყალი მწიკვ მარილთან ერთად
ასე ნაღვლის ბუშტში შეგუბებას თავიდან აიცილებთ და ორგანიზმს გააქტიურებაში დაეხმარებით.
თვითდისციპლინა – ის, რის გარეშეც ძლიერი ჯანმრთელობა შეუძლებელია, თვლის ივან პავლოვიჩი. ზემოთ მოცემული წესები მკაფიო, მარტივი და გასაგებია. ყველა რომ ამ წესებს იცავდეს, წამლების გარეშე ცხოვრება რეალური იქნებოდა!
ეს ოქროს წესები დაიმახსოვრეთ და ნებისმიერი ავადმყოფობა წარსულში დარჩება. ივან პავლოვიჩ ნეუმივაკინის ჯანმრთელობის ძირითადი წესები გაუზიარეთ მეგობრებს, მათზე ზრუნვა გამოიჩინეთ!