Connect with us

ჯანმრთელობა

პროფესიული საოფისე დაავადებები, რომლებიც ყველას ემუქრება

„მთელი დღე ოფისში ისვენებთ! კომფორტულ კომპიუტერის სავარძელში სხედხართ, ყავას სვამთ და ქაღალდებს ფურცლავთ“ – ხშირად ამბობენ ადამიანები, რომლებიც საოფისე სამუშაოს არ იცნობენ. რა თქმა უნდა, ბუღალტერი ან დაგეგმვის სპეციალისტი ცემენტის ტომრებს არ დაათრევს, თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ გარედან ჩანს მარტივი და უსაფრთხო.

სინამდვილეში, თითქმის ყველა მენეჯერს და ოფისის თანამშრომელს რამდენიმე პროფესიული დაავადება აწუხებს. Viviven გიზიარებთ იმ მიზეზს, რის გამოც შეიძლება ზურგის ან თავის ტკივილი, ასევე სახსრების უძრაობა გაწუხებდეთ, გიამბობთ რატომ სახიფათო და რომელ ექიმს მიმართოთ.

ზურგის ტკივილი

ოსტეოქონდროზის ეპიდემია ოფისის თანამშრომლებს უმოწყალოდ უტევს. ყველაზე მეტად მჯდომარე პროფესიის ადამიანებს კისრის ტკივილი აწუხებთ. მიზეზი „ოფისის ბანანის“ მოუხერხებელი პოზაა წინ დახრილი თავით და არაბუნებრივად მოხრილი ხერხემლით, რომელსაც სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების კომპენსირება უწევს. ოსტეოქონდროზის განვითარებაში კისრის კუნთების დაძაბულობას თავისი წვლილი შეაქვს.

სიმპტომები: კისრის, ბეჭებს შორის და თავის ტკივილი.

რით არის სახიფათო: ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დისკი ცვდება და ხერხემლის თიაქარი წარმოიქმნება. ტკივილი ქრონიკულში გადადის, შეიძლება დროებით გაქრეს, მაგრამ მალევე გამოჩნდეს. კუნთების სპაზმის გამო ტვინში სისხლის მიმოქცევა ირღვევა.

როგორ ვიპოვოთ მიზეზი: რეკომენდებულია, ხერხემალზე მაგნიტურ–რეზონანსული გამოკვლევა ჩაიტაროთ.

რა გავაკეთოთ: პერიოდულად გაიწელეთ. სოციალურ ქსელში Youtube ბევრ ვიდეო გაკვეთილს იპოვით, თუ როგორ შეასრულოთ გაწელვები ოფისში. თანამშრომლებს ვარჯიშის ერთად შესრულება შესთავაზეთ.

თავის ტკივილი

ოფისის თანამშრომლების თითქმის ნახევარს თავის ტკივილი აწუხებს. ამას იწვევს მუდმივი დაძაბულობა, სტრესი, უძილობა, კოლეგებთან კონფლიქტი, ჰიპოდინამია, ოსტეოქონდროზი ხერხემლის არხის სტენოზით, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ხშირად თავის ტკივილი პირდაპირ ზურგს და კისრის კუნთებს, ყელ–ყურ–ცხვირის დაავადებებს, მაღალ არტერიულ წნევას ან შიდაქალის წნევას უკავშირდება.

სიმპტომები: თავის ტკივილი, სწრაფი დაღლა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა.

რით არის სახიფათო: თავის ტკივილი შეიძლება ინსულტის წინამორბედი იყოს. ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმის განვითარებას (გაწყვეტისას სისხლდენა იწყება), ფრონტიტის (შუბლის სინუსის ჩირქოვანი ანთება), ტვინის სიმსივნეს.

როგორ ვიპოვოთ მიზეზი: ექიმის მიმართვის გარეშეც შეგიძლიათ მაგნიტურ–რეზონანსული გამოკვლევა ჩაიტაროთ და ხერხემლის კისრის ნაწილი, მთელი თავი, ტვინი, სისხლძარღვები და ცხვირის სინუსები შეამოწმოთ.

რა გავაკეთოთ: ტკივილგამაყუჩებლების დალევა შეწყვიტეთ და მთავარი მიზეზი მოიშორეთ. ანალგეტიკების ხანგრძლივი, უკონტროლო მიღება (რომელიც მეზობელს, კოლეგას, დედის დაქალს და ა.შ. დაეხმარა) გართულებებს იწვევს – ყოველდღიურად თავის ტკივილის გამწვავება, რომელთანაც ბრძოლა რთულია.

სახსრების ტკივილი

ართრიტი და ართროზი კიდევ ერთი ე.წ. საოფისე სინდრომია. სახსრების დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდა. უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ მოხუცებს, არამედ ახალგაზრდებსაც აწუხებთ. რისკის ზონაშია ყველა, ვინც ერთ პოზაში საათობით ზის.

სიმპტომები: ტკივილი, მტვრევა, სახსრების გაქვავება, შეშუპება, დეფორმაცია.

რით არის სახიფათო: ართროზი ნელ–ნელა სახსრებს და მის ქსოვილებს ანადგურებს. შედეგად მოძრავი „სახსარი“ რომლის ზედაპირი ელასტიური ხრტილებით დაფარულია, გადაიქცევა შიშველ ძვლად წანაზარდებით. ართრიტს ანთებითი ბუნება აქვს და ხშირად სისტემური დაავადებაა. მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ანადგურებს სახსრებს, ძვლებს, აზიანებს გულსა და სისხლძარღვებს.

როგორ ვიპოვოთ მიზეზი: მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია 10-ჯერ უფრო ინფორმაციულია, ვიდრე რენტგენი, რადგან სახსრის შრეების სურათების მიღების საშუალებას იძლევა.

რა გავაკეთოთ: ექიმი გირჩევთ, რომ რაციონში ჩართოთ მეტი თევზი, კაკალი, ბოსტნეული, ხოლო კარაქის და ცხიმიანი ხორცის წილი შეამციროთ. სხვათა შორის ლაბის მიღება არ ღირს – მისგან უფრო მეტ ზიანს მიიღებთ, ვიდრე სარგებელს. პირველ რიგში, ბევრ ცხოველურ ცხიმს შეიცავს, მეორეც, ჭარბ წონას იწვევს. სიმსუქნე სახსრების დაავადების ერთ–ერთი მიზეზია.

მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია – საუკეთესო მეთოდი

მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ხერხემლის, სახსრების, თავის ტვინის და სისხლძარღვების დიაგნოზისთვის ყველაზე უსაფრთხო და ინფორმაციული მეთოდია. კვლევა ყველა კითხვას პასუხობს, რადგან რამდენიმე მმ ნაბიჯით სურათების გადაღების საშუალებას იძლევა.