Connect with us

ჯანმრთელობა

პროდუქტები რომლებსაც ქოლესტერინის დონეზე დიდი გავლენა აქვთ

ქოლესტერინი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ის ერთგვარი საშენი მასალაა რომლის გარეშეც ვერ მოხდება ახალი უჯრედების და ქსოვილების წარმოქმნა. მის გარეშე შეუძლებელის ჰორმონების და ვიტამინების სინთეზე, იმუნური სისტემის ნორმალური მუშაობა და ავთვისებიანი სიმსივნეების განადგურებაც კი. ქოლესტერინის ძალიან მცირე დონის შემთვევაში ადამიანი დაავადდება და შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც, თუმცა მისი სიჭარბეც სახიფათოა – ასეთ დროს ის ბიდნავს სისხლძარღვებს და ორგანიზმს საკმარისი სისხლი და ჰაერი ვეღარ მიეწოდება, დაბალი ქოლესტერინი თრომბების წარმოქმნასაც იწვევს.

მაღალი ქოლესტერინის კონტროლი მხოლოდ ანალიზების მეშვეობით არის შესაძლებელი. რეგულარულად ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი და აკონტროლეთ თქვენი რაციონი!

პროდუქტები რომელბიც მაღლა წევენ ქოლესტერინის დონეს

ტკბილი გაზიანი სასმელი

ბევრი შაქრის შემცველი დიეტა ცუდ ქოლესტერინის ამაღლებს, კარგ ქოლესტერინს კი ანადგურებს. ტკბილი გაზიანი სასმელები და წვენები სისხლში შაქრის დონეს მაღლა წევს ამიტომ აჯობებს მათი მოხმარება მინიმუმადე დაიყვანოთ ან საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან!

გადამუშავებული წითელი ხორცი

წითელ ხორცში შემავალი ქოლესტერინი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა ეს მხოლოდ წითელ, უსაფრთხოდ დამუშავებულ ხორცს ეხება. გადამუშავებული ხორცისგან მიღებული პროდქუტი კი პირიქით, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ტრანს-ცხიმები

ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაზე საშიში პროდუქტია. ის ჩვბენი სხეულის ყველა ორგანოს მდგომარეობას აუარესებს. პურ-ფუნთუშეული, ზოგიერთი დესერტი და შოკოლადის ზოგიერთი სახეობა – ტრანს-ცხიმებს შეიძლება შეიცავდნენ, ისინი კი მკვეთრად ამაღლებენ ცუდი ქოლესტერინის დონეს.

შემწვარი პროდუქტები

ნებისმიერი პროდუქტი რომელიც ბევრ ზეთში იწვება რაც შიეძლება იშვიათად უნდა მიირთვათ, აჯობებს საერთოდ არ მიიღოთ ამგავარად დამზადებული პროდუქტი. მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული ცხიმი ქიმიურ რეაქციებში შედის და ტრანს-ცხიმებს წარმოქმნის, ეს უკანასკნელი კი ცუდ ქოლესტერინს ძალიან მაღლა წევს.

მსუბუქი ნახშირწყლები

თეთრი ბრინჯი, პური და მაკარონი – მსუბუქი ნახშირწყლების ყველაზე გავრცელებულის ახეობებია. რაც უფრო ხშირად მიირთმევთ მათ, მით უფრო მაღალია ქოლესტერინის მატებისა და ანთებითი პროცესების განვიტარების რისკი.

პროდუქტები რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინს

ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი

მსოფლიოს იმ რეგიონებში სადაც ამ ორ პროდუქტს ხშირად მოიხმარენ – გულ -სისხლძარღვთა დაავადებების ძალიან მცირე მაჩვენებელია. კვლევები ადასტურებენ, რომ მათი მოხმარება ქოლესტერინს უსაფრთხო დონეზე აჩერებს.

ავოკადო

ძალიან სასარგებლო ხილია, მდიდარია სასარგებლო უჯერი ცხიმებით და ომეგა-3-ით, ეს უკანასკნელი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სისხლძარღვებისთვის. გარდა ამისა ავოკადო ცუდი ქოლესტერინის დაბალანსებაში გვეხმარება და იცავს ჩვენს გულს!

ორაგული

სასურველია კვირაში ცხიმიანი თევზის 2 პორცია მაინც მიირთვათ – ეს ხელს უწყობს ტვინის, სისხლძარღვებისა და გულის ჯანმრთელობას. თევზის ცხიმიანი სახეობები გაჟერებულია მონოუჯერი ცხიმებით, რომლებიც ქოლესტერინის დონეს არეგულირებენ. მათში შემავალი ომეგა 3 და ომეგა 6 კი ცუდი ქოლესტერინის დონეს დაბლა წევენ.

ხახვი

განსაკუთრებული ანტიოქსიდანტი ფლავანოიდი, რომლითაც მდიდარია ჩვეულებრივი ხახვი. ხელს უშლის ქოლესტერინით სისხლძარღვების გაბიდვნას და ხელს უწყობს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მწვანე ხახვსა და ნიორსაც ზუსტად ასეთივე თვისებები აქვთ!

შვრია

რაც მეტი ბოჭკოა რაციონში, მით უფრო დაბალია მავნე ქოლესტერინის დონე თქვენს ორგანიზმში! შვრია სასარგებლო საკვებ ბოჭკოს შეიცავს. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი შვრიის ფაფა მთლიანი შვრიის ფანტელით მზადდებოდეს – რადგან მხოლოდ მას აქვს ასეთი სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.