ჯანმრთელობა
პროდუქტების ეს 7 წყვილი წონაში დაკლებაში დამეხმარა
წონაში დაკლება რომ შეძლოთ არა მხოლოდ მირთმეული საკვების რაოდენობა და კალორიულობა უნდა დათვალოთ, არამედ საკვების ხარისხს ყურადღება უნდა მიაქციოთ. პროდუქტების ზოგიერთი კომბინაცია ნივთიერებათა გაცვლის პროცესს აფერხებს, ზოგი კი აჩქარებს.
პროდუქტების სხვადასხვა კომბინაცია ერთმანეთში განსხვავებულად ურთიერთქმედებს. მათ ჰარმონიულ კომბინაციაზე საბოლოოდ შედეგია დამოკიდებული. დღეს სასარგებლო და ეფექტური კომბინაციების შესახებ გიამბობთ.
სწორი კვების რაციონი
1.ხორცი და შავი წიწაკა
ხორცი ცილების წყაროა, რომელიც თავის მხრივ ორგანიზმის საშენ მასალას წარმოადგენს. სანელებელი არა მხოლოდ ხორცის გემოს ცვლის, არამედ უფრო სასარგებლოს ხდის.
წიწაკა მეტაბოლიზმს აუმჯობესებს, ცხიმის და ნახშირწყლების ბალანსში მონაწილეობს. განსაკუთრებით რეკომენდებულია ამ სანელებლის გამოყენება, თუ სპორტით ხართ დაკავებული და ბევრ ცხოველური ცხიმის ცილოვან საკვებს მიირთმევს.
2.რძე და კურკუმა
„ოქროს რძე“, როგორც ამ სასმელს უწოდებენ, პროტეინის კოქტეილის შესანიშნავი ალტერნატივაა. მას 40 გრ კურკუმასა და 100 მლ წყლის შერევით ამზადებენ. ნარევს ადუღებენ, ურევენ, სანამ სქელ მასას არ მიიღებენ. შემდეგ 1 ჩ/კ პასტას 1 ჭიქა მდუღარე რძეში ხსნიან.
კურკუმა ორგანიზმში მჟავის პროცესს აფერხებს, რაც წონის დაკლებას ხელს უშლის. 1 ს/კ კურკუმა რკინის დღიური ნორმის 16%-ს და მანგანუმის დღიური ნორმის 26%-ს, გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3 და ომეგა-6 შეიცავს.
3.კვერცხი და ტკბილი წიწაკა
მსუბუქი ცილოვანი საკვები საუზმეზე ბოსტნეულთან ერთად ორგანიზმზე უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე რთული ნახშირწყლები. მის შემდეგ დანაყრების შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ, ვიდრე პურის და მარცვლეულის მიღების შემდეგ.
საუზმეზე მირთმეული კვერცხი დღის განმავლობაში 18%-ით ნაკლები საკვების მიღებაში გვეხმარება. კვერცხი ტკბილ წიწაკასთან ერთად, რომელიც C ვიტამინს შეიცავს და ცხიმების მჟავე პროცესში აქტიურად მონაწილეობს, ბევრად უფრო სასარგებლო ხდება.
4.გრეიფრუტი და თევზი
ჭამამდე 15 წუთით ადრე ნახევარი გრეიფრუტი მიირთვით და ახალ დაწურული გრეიფრუტის წვენი დალიეთ. ასე თქვენს მიერ მირთმეული საკვების მოცულობა შემცირდება მაშინაც კი, თუ საკვების რაოდენობას არ შეცვლით.
თევზი შეგიძლიათ ცილების მთავარი წყარო გახადოთ. ცილების გარდა ბევრ B12 ვიტამინს შეიცავს, რომლის ნაკლებობა ზედმეტ წონას იწვევს.
5.შოკოლადი და წითელი ცხარე წიწაკა
აირჩიეთ შავი შოკოლადი, რომელშიც კაკაოს შემცველობა მინიმუმ 80%-ია. მასში რძის, კაკაოს ზეთის და შაქრის უფრო ნაკლები დანამატი იქნება. წითელ წიწაკასთან ერთად მწველი ნარევი ხდება, რომელიც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს ააქტიურებს.
6.ხაჭო და ალუბალი
ხაჭოს ყოველთვის ხილთან ერთად მირთმევას გვირჩევენ. უმჯობესია ამისთვის ალუბალი აირჩიოთ. ალუბალი ანტიოციანებითაა მდიდარი, რომელიც ჭარბ წონას ებრძვის. ალუბლის წვენი კუნთებს ვარჯიშის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება, ანთებით პროცესს აქრობს და A და C ვიტამინებით ამდიდრებს.
ხაჭო შეგიძლიათ ღამე მიირთვათ. მჟავე რძის პროდუქტის ცილა, რომელიც ორგანიზმში ძილის წინ ხდება, შიმშილის გრძნობას აქვეითებს და გვერდებში არ დაგროვდება.
7.კარტოფილი და პომიდვრის წვენი
საქმე ტკბილ კარტოფილს ეხება, რომელშიც უფრო ნაკლების სახამებელი, მაგრამ იგივე კალორიულობაა. ის უჯრედისით მდიდარია. მისი მიღების შემდეგ შიმშილის გრძნობა რამდენიმე საათით გაქრება. კარტოფილი ლიკოპინებით მდიდარი პომიდვრის წვენს შესანიშნავად ერწყმის. თუ ამ პროდუქტებს გააერთიანებთ, ეს ორგანიზმს სარგებელს მოუტანს.
წონაში დასაკლებად სწორი კვების რაციონი კარგად და მეთოდურად მოფიქრებული უნდა იყოს. უნდა ჩაინიშნოთ, თუ დღის განმავლობაში რას მიირთმევთ, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და კალორიების რაოდენობა უნდა გამოთვალოთ და თქვენს დღიურ ნორმას შეადაროთ.
მოგეწონათ სტატია? მაშინ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.