სახლი და დიზაინი
„პრინცესა მუხუდოს მარცვალზე“: პატარა საძინებელში კარადის ადგილი არაა, მაგრამ ასეთი საწოლით არც დაგჭირდებათ
მცირე საცხოვრებელი ფართი ბევრი ოჯახის ყველაზე ხშირი პრობლემაა. მათ ამ უხერხულობის მოთმენა ან ადაპტირება უწევთ. ბოლო ვარიანტი ყველაზე მისაღებია. სხვადასხვა ხრიკების დახმარებით სივრცის ეფექტურად გამოყენებას შეძლებთ. ამ შემთხვევაში თქვენი დამხმარე შეიძლება საწოლიც იყოს.
თუ საძინებელში კომოდის ან სრულყოფილი კარადის მოთავსება შეუძლებელია, მაშინ ფართო საწოლი თქვენი მხსნელი იქნება. დღეს უჩვეულო, მაგრამ ფუნქციურ საწოლებს წარმოგიდგენთ. ყურადღებით დაათვალიერეთ, შესაძლოა მსგავსი საწოლის შეძენის (ან საკუთარი ხელით გაკეთების) სურვილი გაგიჩნდეთ.
საწოლი გამოსაწევი უჯრებით
1. ასეთი საწოლი არა სახლის ნივთებს არა მხოლოდ საიმედოდ შეინახავს, არამედ ინტერიერის გაფორმებაც გახდება.
2. ეს ავეჯი კი კარგი ფეხსაცმლის დამფასებლისთვის ნამდვილი მხსნელი გახდება.
3. ახლა თავის მტვრევა არ დაგჭირდებათ იმაზე, თუ ზაფხულის ფეხსაცმელი ზამთრის პერიოდში სად შეინახოთ.
4. საბავშვო საწოლი გამოსაწევი უჯრებით ნებისმიერ ახალგაზრდა ოჯახს გამოადგება.
5. გამოსაწევი უჯრები ბორბლებზე იატაკს არ აფუჭებენ, ამიტომ ნებისმიერ ზედაპირზე გამოგადგებათ.
6. ამასთან უჯრა შეიძლება იყოს არა ერთი, არამედ ორი ან უფრო მეტი. სწორედ ამიტომ, აუცილებელი არაა ერთმანეთთან შეუფერებელი ფეხსაცმელი და პირსახოცი ერთად შეინახოთ.
7. თუ საწოლი ოთახის კუთხეში არ დევს, შეგიძლიათ უპირატესობა ორივე მხარეს მქონე გამოსაწევ უჯრებიან საწოლს მიანიჭოთ.
8. სხვათა შორის, ორადგილიანი საწოლი გამოსაწევი უჯრებით ღია სახით ასე გამოიყურება.
9. ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ მაღალი საწოლი აირჩიოთ, რომელზეც კიბის დახმარებით ახვალთ. ასე შესანახად ბევრი ადგილი გამოჩნდება.
10. ზოგჯერ შესანახი უჯრები საკმარისი არაა. სწორედ ამიტომ, მთელი საწოლი შეიძლება ერთი დიდი კარადა გახდეს.
11. თუ ადგილი მხოლოდ თეთრეულისთვის გჭირდებათ, შეგიძლიათ მხოლოდ 1-2 მოკრძალებული უჯრით შემოიფარგლოთ და სივრცე ნივთებით გავსებულ ჩემოდანს არ დაამსგავსოთ.
12. დიდი უჯრები და თაროები საწოლს მრავალფუნქციურ ავეჯის ნაწილად აქცევს, სადაც პლედის, წიგნების და ჭურჭლის შესანახად საკმარისი ადგილია.
13. ახლა მწარმოებლებს მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით საწოლის შეკვეთით გაკეთება შეუძლიათ. ასე რომ მასალა, ზომა და გამოსაწევი უჯრების რაოდენობა შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით გააკეთოთ.
14. სწორედ ამიტომ, ბევრი ნივთების შენახვისა და ადგილის ეკონომიის მიზნით არჩევანს დიდ საწოლზე აკეთებს.
15. ზოგი კი გამოსაწევი უჯრების მქონე საწოლს ირჩევს და იმაზე ფიქრობს, თუ ინტერიერი როგორ გაამრავალფეროვნოს და მას ორიგინალური დეტალები შემატოს.
ამათგან რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ნანა შაქარაშვილი
May 1, 2020 at 4:27 pm
ფასი რომ დაწეროთ ძნელია?
admin
May 6, 2020 at 7:55 pm
სადმე წერია რომ იყიდება? თუ რომ არ იყიდება მიხვედრა ძნელია ?