Connect with us

ყვავილები

პომიდორს აგვისტოში მკაცრად ვჭრი, რომ მოსავალი არ დავკარგო

პომიდორი აგვისტოში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამ პერიოდში ნაყოფი მწიფდება და მცენარე დაავადებების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. ლამაზი და გემრიელი ნაყოფის მისაღებად ბოსტნეული სწორად უნდა გადაჭრათ. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ გამოცდილი მებოსტნეების რჩევებს პომიდვრის სწორად გადასაჭრელად.

აგვისტოში სათბურის პომიდორიც ყურადღებას ითხოვს. ამ პერიოდში ღამით უკვე გრილა და ნესტიანია, დილით კი მზეზე ისე აღარ ათბობს. ბაზარზე ქიმიური პრეპარატების ფართო არჩევანია, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა თუ მაქსიმალურად ეკოლოგიური მოსავლის აღება გსურთ, მარტივ ხრიკს გთავაზობთ.

დამწყებ მებაღეებს ერთი მომენტი ხშირად რჩებათ. საქმე ეხება ნასკვებს, რომელთაც არ ჭრიან, რადგან მეტი მოსავლის აღება სურთ. ივლისში ეს გონივრულია, მაგრამ აგვისტოში, ზედმეტი ნასკვი მცენარეს ძლიერ ტვირთავს. აგვისტოს ყვავილები ივნისის და ივლისის ყვავილებთან შედარებით სუსტია. ხშირად უბრალოდ ცვივა ან პატარა ნაყოფს იღებს, რომელიც განვითარებას ვერ ასწრებს.

მცენარე ასე ნიშანს გაძლევთ, რომ უკვე საკმარისია. ამ დროს აქტიური გამოკვებაც, სტიმულირებაც ეფექტური არაა. აგვისტოს ყვავილიდან გაზრდილი ნაყოფი უგემურია.

ეს შეიძლება ცვალებად ამინდს უკავშირდებოდეს, მაგრამ ასეა თუ ისე, აგვისტოს ყვავილებზე ზედმეტი ზრუნვა არ ღირს. გირჩევთ, ყველაფერი ზედმეტი მოაშოროთ. ასე მცენარეს სწორად განვითარებაში დაეხმარებით.

გადაჭრის წინ და შემდეგ არ მორწყათ. თუ მაღალ პომიდორს ზრდით, ზედა ფორმირებული მტევნიდან 2 ფოთოლი გადათვალეთ და ტოტი ყვავილებთან და კვირტებთან ერთად გადაჭერით. მაინც გახმება და სჯობს გადაჭრათ. გადაჭრილ ადგილას ნაცარი წაუსვით.

დაბალი პომიდვრის შემთხვევაში ნამხარი ძალიან აქტიურად იზრდება. თითო ღეროზე ბოლო განვითარებული მტევნის ზემოთ 1–2 ფოთოლი დატოვეთ და დანარჩენი გადაჭერით. ყველა ნამხარი მოაშორეთ. გადაჭრის შემდეგ რძის შრატით მორწყეთ. მეორე დღეს ფესვების ქვეშ კალიუმის სასუქით გამოკვებეთ და მორწყეთ.

ასეთი გადაჭრის შემდეგ სათბური უფრო ნათელი გახდება. ჰაერის დაგუბება აღარ მოხდება და ნაყოფი აქტიურად განვითარდება. დაავადებებს თავიდან აიცილებთ. სოკოს სპორები პირველ რიგში ფოთლებს ფარავს. არ არის ფოთლები, შესაბამისად, პრობლემა არაა. დაავადების პირველ ნიშნებს ადვილად შეამჩნევთ და საჭირო ზომებს მიიღებთ. ზედმეტ საზრუნავს თავიდან აიცილებთ. მხოლოდ პერიოდულად მორწყვა მოგიწევთ.