Connect with us

ყვავილები

პომიდვრის საკვები ბალზამი, რომელიც სასწაულს ახდენს: მცენარე ჯანმრთელია და უხვი მოსავალი გარანტირებული

ბევრმა მეაგარაკემ სათბურში პომიდვრის ნერგები უკვე დარგო, ფიტოფთორის პრევენციისთვის დაამუშავა, ნაწილობრივ გამოკვება კიდეც. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ პომიდვრის ნერგების გამოსაკვებად საფუარი გამოიყენოთ. სასუქისთვის საუკეთესო ვარიანტია.

რა თქმა უნდა, საფუარის გარდა სამზარეულოდან სხვა პროდუქტებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, სოდა და მდოგვი. პომიდორს ყველაზე მეტად საფუარით გამოკვება უხდება.

საფუარის სარგებელი და გამოყენების მეთოდი

საფუარი პომიდორს ეხმარება, რომ ცხელი ამინდი და, ზოგადად, უამინდობა მარტივად გადაიტანოს. პომიდორი ძლიერი და ჯანმრთელი იზრდება. ნაყოფი ლამაზია, ლაქები არ აქვს და დამწვრობის ნიშნები არ შეინიშნება. პომიდვრის ნერგების გასაზრდელად კომპლექსური მიდგომა აუცილებელია (მიწის მულჩირება, კომპოსტის დამატება და სხვა), მაგრამ საფუარის კვებას მცენარისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.

საფუარის სასუქის მომზადების წესი

3 ლ მოცულობის ქილა აიღეთ. 2,5 ლ ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული თბილი წყალი ჩაასხით. წვიმის წყალიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. 100 გ ცოცხალი საფუარი (თბილ წყალში გაზავებული) და 0,5 ჭიქა შაქარი დაუმატეთ. მარლა დააფარეთ და ხსნარის დუღილის დასრულებამდე სითბოში გააჩერეთ.

დროდადრო აურიეთ. მზა ნარევი წყალში გააზავეთ – 1 ჭიქა 1 ვედრო წყალში. თითოეულს ბუჩქს 1 ლ საკვები დაუმატეთ. მთელი ზაფხული გამოიყენეთ. პომიდორი სეზონზე 3–ჯერ გამოკვებეთ, რომ მდიდარი მოსავალი აიღოთ.

საფუარი პომიდორს აცოცხლებს. ნარევი სხვა კულტურებსაც (ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი) უხდება. შედეგი გაგახარებთ. იყენებთ საფუარის სასუქს ბოსტანში?

Advertisement