ყვავილები
პომიდვრის თესლი: როგორ შევაგროვოთ და შევინახოთ სწორად სახლის პირობებში
Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ საინტერესო ხრიკს, როგორ მიიღოთ პომიდვრის თესლი სახლის პირობებში მარტივად. ასე თესლის მაღაზიაში შეძენა აღარ მოგიწევთ. თან ყოველთვის არის ალბათობა, რომ უხარისხო და შეუფერებელი ჯიშის თესლი შეგხვდეთ.
ამ ხრიკის გამოყენებით პომიდვრის თესლი ნამდვილად გაღივდება. მასზე გაზრდილი ნერგი ძლიერი და მოსავლიანია. ბიუჯეტური მეთოდი დროს, ფულს და ნერვებს დაგიზოგავთ.
პომიდვრის თესლი საკუთარი ხელით
მწიფე პომიდორი შუაზე გაჭერით. თესლი რბილობით კოვზით ამოიღეთ. მინის თასში ჩადეთ და 3 დღე გააჩერეთ. ეს დრო საკმარისია, რომ მიკროორგანიზმები მოკვდეს. წარმოქმნილი ფირი მოაშორეთ. მასას აურიეთ, ზედაპირზე ამოსული თესლი უხარისხოა და მოაშორეთ. დანარჩენი თესლი წყლით გარეცხეთ და გასაშრობად ქაღალდზე დააწყვეთ. მშრალი თესლი პოლიეთილენის ან ქაღალდის პარკში შეინახეთ. თესლის აღების წელი და ჯიში აუცილებლად დააწერეთ.
პომიდვრის თესლის შენახვა
თესლი ბნელ, მშრალ და გრილ ადგილას შეინახეთ. თუ ოთახში დაბალი ტენიანობაა, ოთახის ტემპერატურაზე შეგიძლიათ შეინახოთ. ახლა იცით, რომ სახლში პომიდვრის თესლის შეგროვება რთული არაა. თესლი შეგროვებიდან 4-5 წელში კარგად გაღივდება. თუ პომიდვრის გაზრდას აპირებთ, ეს მეთოდი აუცილებლად სცადეთ.