Connect with us

ყვავილები

პომიდვრის დარგვის სწორი მეთოდი, რომელიც მეზობელმა მასწავლა

ღია მიწაში პომიდვრის დარგვას თავისი წესები აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიღებულმა მოსავალმა ჩადებული ძალისხმევა გაამართლოს.  დღეს Alltime.ge-ს რედაქცია შეგახსენებთ ნერგების მომზადების ზოგად წესს და გიამბობთ მეთოდზე, რომელიც გადამწიფებული ნერგის მომზადებაში, ფესვებისა და ღეროს გაძლიერებაში, ასევე უხვი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

პომიდვრის დარგვა ღია მიწაში

ღია მიწაში პომიდვრის ნერგის დასარგავად საუკეთესო დროა – მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისი, როცა დღის ტემპერატურა 22-25 გრადუსს აღწევს, ხოლო ღამით 15 გრადუსზე დაბალი არაა.

მიწა კარგად განათებული უნდა იყოს. სასურველი არაა დარგოთ პომიდორი იქ, სადაც გასულ წელს კარტოფილი, წიწაკა და ბადრიჯანი იზრდებოდა. ამ მცენარეებს მსგავსი დაავადებები და მწერი–მავნებლები ჰყავთ.

პროცესის გასამარტივებლად ნერგები რამდენიმე დღე არ მორწყათ. ხოლო გადარგვამდე 2 საათით ადრე წყლით უხვად მორწყეთ რომ მიწის გროვა სველი იყოს. ამის შემდეგ არ დაიშლება და მცენარის ფესვები არ დაზიანდება.

დასარგავად მცენარის მიწის გროვაზე ოდნავ დიდი ორმო ამოთხარეთ. ორმოში ნეშომპალა, ხის ნაცარი და სასუქი ჩაყარეთ. შემდეგ ნერგი ვერტიკალურად ჩადეთ და მიწა მოაყარეთ.

დარგვის ჰორიზონტალური მეთოდი

ზემოთ აღწერილი პროცესი შესაფერისია სტანდარტული ზომის ნერგებისთვის 30 სმ–მდე სიმაღლე, 8-10 ფოთლით. გრძელი, გადამწიფებული ნერგებისთვის ალგორითმი განსხვავდება.

კვლებში პატარა სანგრები გათხარეთ, ნერგებს ქვედა ფოთლები მოაჭერით (რომ არ დალპეს), ამ სანგრებში ნერგები ჰორიზონტალურად მოათავსეთ, ფესვები სამხრეთით, თავი ჩრდილოეთით. მიწა ისე მოაყარეთ, რომ ღერო, გადაჭრილი ფოთლების ნაწილამდე მიწით დაიფაროს, ხოლო თავი თავისუფალი იყოს.

თავიდან პომიდორი მიწაზე წევს, მაგრამ მოგვიანებით ადგება. ღერო გაძლიერდება, ხოლო მცენარის კვება სანგრებში დამატებითი ფესვების გამოღების ხარჯზე გაუმჯობესდება, რაც საბოლოოდ მოსავალს გაზრდის.