ჯანმრთელობა
პოლ ბრეგის 5 მარტივი ვარჯიში, რომელიც ხერხემალს აღადგენს. ამ ვარჯიშებს პირადად ვემადლიერები
მეოცე საუკუნელი პოლ ბრეგის იდეები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მთელი ცხოვრება, ამერიკელმა ნატუროპათმა და ალტერნატიული მედიცინის ადეპტმა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას მიუძღვნა.
ის თვლიდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ცხრა ფაქტორზე, ან “ექიმზეა” დამოკიდებული: ექიმ მზის სხივზე, ექიმ სუფთა ჰაერზე, ექიმ სუფთა წყალზე, ექიმ ჯანსაღ ბუნებრივ კვებაზე, ექიმ მარხვაზე (შიმშილზე), ექიმ ფიზიკურ აქტივობაზე, ექიმ დასვენებაზე, ექიმ სხეულის მდგომარეობასა და ექიმ ადამიანის სულზე (გონებაზე).
მწვავე ტკივილი ზურგის არეში
დეტალურად ვისაუბროთ ადამიანის სხეულის მდგომარეობასა და ხერხემლის ჯანმრთელობაზე. მასზე მთელი სხეული ეყრდნობა. იმაზე, სწორია თუ გამრუდებულია ხერხემალი, დამოკიდებულია შინაგანი ორგანოების განლაგებაც და, შესაბამისად, მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაც.
პოლ ბრეგი თვლიდა, რომ ადამიანი, რომელიც თავის ხერხემალზე ზრუნავს, 70-80 წლის ასაკშიც ჯანმრთელი, ენერგიული და საღი გონების მატარებელი იქნება. მან ზურგისთვის უნივერსალური სავარჯიშოების კომპლექსი შეიმუშავა, რომლებსაც თავადაც ასრულებდა და ყველა თავის მიმდევარს ურჩევდა.
სავარჯიშოების შესრულებისას, დაიცავით შემდეგი წესები
- ხერხემლის პასიური მონაკვეთები მყისიერად არ ამოძრავოთ;
- შეუსაბამეთ დატვირთვა საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს;
- მოძრაობის ამპლიტუდა თანდათან გაზარდეთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოუსმინეთ საკუთარ სხეულს. ყველა ადამიანს მალთაშუა დისკებისა და მყესების ინდივიდუალური განლაგება და მარილების სხვადასხვა დონე აქვს. ის, რაც ერთს არ ავნებს, შესაძლოა, მეორესთვის აღმოჩნდეს დამღუპველი.
თუმცა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ზურგი, ვარჯიში აუცილებელია! ხერხემლის ბოძის ვარჯიშითა და გაწელვით, ჩვენ ვაძლიერებთ კუნთებსა და მყესებს, ვასტიმულირებს ენერგიისა და სისხლის ცირკულაციას.
1. დაწექით იატაკზე სახით ქვემოთ, წამოწიეთ მენჯები და ამოიზნიქეთ. სხეული მხოლოდ ფეხის თითებსა და ხელის გულებს უნდა ეყრდნობოდეს. ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე. მუხლები და იდაყვები გაასწორეთ, რათა ხერხემალს საჭირო დაძაბულობა შეუქმნათ.
მეორე ფაზაში, მენჯების თითქმის იატაკმდე დაშვებისას, წამოწიეთ თავი და შემდეგ უკან გადაზნიქეთ. მოხარეთ ზურგი მეორე მხარეს.
2. დაწექით იატაკზე სახით ქვემოთ, წამოწიეთ მენჯები და ამოზნიქეთ ზურგი, დაეყრდენით მხოლოდ ფეხის თითებსა და ხელის გულებს. ხელები და ფეხები გასწორებულია. მოაბრუნეთ მენჯი მაქსიმალურად მარჯვნივ, ამასთან, დაუშვით გვერდი მაქსიმალურად დაბლა. შემდეგ გაიმეორეთ მარცხენა მხარესაც.
3. დაწექით იატაკზე, დაეყრდენით გაშლილ ხელებს, მოხარეთ ფეხები, წამოწიეთ თეძოები და ტორსი გახადეთ იატაკის პარალელური.
4. დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუხლები და მიიზიდეთ მკერდისკენ, დაიჭირეთ ხელებით. შემდეგ განიზიდეთ მუხლები და თეძოები მკერდისგან, ამასთან, არ გაუშვათ ხელები. თითქოს ქანაობთ. წამოწიეთ თავი და სცადეთ ნიკაპის მუხლებთან მიტანა. ასეთი მდგომარეობა 5 წამით უნდა შეინარჩუნოთ.
5. დაწექით იატაკზე, სახით ქვემოთ, წამოწიეთ მენჯები მაქსიმალურად მაღლა, დაეყრდენით ფეხებსა და ხელებს, თავი დაუშვით დაბლა. ამ მდგომარეობაში, ოთხზე, იარეთ 5-7 წუთით.
ეს სავარჯიშოები მოგიხსნით კისრისა და ზურგის არეში ტკივილებს, რომლებსაც კუნთოვანი სპაზმები იწვევს, ასევე, განავითარებს ხერხემლის მოქნილობას რეგულარული შესრულების შემთხვევაში.
თუ შესრულების შემდეგ ტკივილი არ გაქრება, მიმართეთ ექიმს – ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ზურგში კი არა, დაავადებულ შინაგან ორგანოებშია, რომლებიც მუცლის ქვედა ნაწილში მდებარეობს და ტკივილს ზურგის არეში გადასცემს.