Connect with us

ჰოროსკოპი

პლანეტა კეტუს თვე – მისტიკური და საშიში: თებერვლის ნუმეროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი და ნუმეროლოგი დიმიტრი ერმოლაევი გიამბობთ, როგორი იქნება თებერვლის თვე ნუმეროლოგიის მიხედვით. როგორც ჩანს, არც ისე მარტივი თვე გველოდება.

ნუმეროლოგიის მიხედვით (ადამიანის ბედზე რიცხვების გავლენის მეცნიერება), ცივ თებერვალს მთვარე, ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე პლანეტა მართავს. ამ პლანეტის ციფრია 2. მთვარე – პლანეტა, რომელიც ადამიანის ყველა ემოციას აკონტროლებს. დიდწილად მის გავლენას ქალები ექვემდებარებიან. მენსტრუაციული ციკლიც მთვარის ენერგიაზე ძლიერ დამოკიდებულია, რადგან მთვარე ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველა სითხეს აკონტროლებს. მისი ენერგია თბილი, დედობრივია.

თავად 2 ყოველი წლის ყოველი თებერვლის თვის ციფრია. 2021 წლის თებერვალს თავისი უნიკალური ციფრი აქვს, კერძოდ 7 (2+0+2+1=5 2+5=7). მის მისაღებად წლის და თვის რიცხვები დავაჯამეთ. ციფრ 7–ს პლანეტა კეტუ მართავს, ასე უწოდებენ სამხრეთ მთვარის კვანძს ან დრაკონის კუდს. კეტუ რეალური ასტრონომიული სხეული არაა, ეს განსაკუთრებული წერტილია ცის თაღზე. კეტუს ეს ხელს არ უშლის, რომ თითოეული ადამიანის ბედზე გავლენა მოახდინოს. თან საკმაოდ მძიმე გავლენას ახდენს.

მეორე მხრივ, კეტუ თითოეულ ადამიანს ეხმარება გაიხსენოს, თუ ვინ იყო, რა შეძლო, რა ნიჭს ფლობს. თითოეული ეს მაჩვენებელი ჩვენი სულის კოდში ინახება. ეს გზაა, რომელიც უკან დარჩა. გამოცდილება, რომელიც დავაგროვეთ და ხვალინდელი დღის სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ. თებერვალი მშვიდი თვე იქნება, მაგრამ შინაგანი სირთულეებით სავსე. ბევრი კითხვა და ცოტა პასუხი. აკვიატებული იდეები და ფიქრები მოულოდნელად თავში წარმოიშვება. ასევე გამოჩნდება ხალხი წარსულიდან, რომლებიც უკვე დაგავიწყდათ. ეს თვე სიურპრიზებს მოგიტანთ და ეს ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. მთავარია, ადეკვატურად იმოქმედოთ, მშვიდად და შეტაკებაზე არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ. გამოცდილება შექმნილია იმისთვის, რომ დასკვნები გააკეთოთ და მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვათ. თავს გაუფრთხილდით!

სიყვარული

ეს თვე წარსულის გახსენებას გაიძულებთ. რომელი გზა აირჩიეთ? რომელ პარტნიორებს შეხვდით გზაზე? როგორი ურთიერთობის გავლა მოგიწიათ? ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი კითხვა – რა დასკვნა გააკეთეთ? თებერვალში ნამდვილად მოგიწევთ საკუთარ თავში ჩაღრმავება, პასუხების პოვნა და მიმდინარე სიტუაციის მიღება. სინამდვილეში ყველა პასუხი შიგნითაა, თქვენ იცით, მაგრამ უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოთ და პარტნიორთან ურთიერთობა ახალი ფერებით გაბრწყინდება. მარტოხელა ხალხის ცხოვრებაში შესაძლოა დავიწყებული ურთიერთობა კვლავ შემოიჭრას.

კარიერა

გამოცდილება და მხოლოდ გამოცდილება ამ თვის მშვიდად გავლაში დაგეხმარებათ, მაგრამ დაწინაურებას ან სერიოზულ ახალ პროექტებს არ ელოდოთ. მნიშვნელოვანია პოზიციები შეინარჩუნოთ, მოვალეობები მკაფიოდ შეასრულოთ და უფროსობას არ შეეწინააღმდეგოთ. პლანეტა კეტუ თვითრეალიზაციის სფეროში გამოცდას მოგიწყობთ. თქვენი გამოცდილება თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანია ნიჭია, ნუ დაივიწყებთ ამას!

ოჯახი

ოჯახური მდგომარეობა მშვიდი იქნება. მაგრამ აქაც არსებობს „მაგრამ“. უფროსი ნათესავების ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, განსაკუთრებით მოხუცების. ისინი ყველაზე დიდ რისკჯგუფში არიან. არ დაგავიწყდეთ, რომ თებერვალი არის თვე, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად ავად ხდებიან. ყველაზე ბანალური სურდოც კი უფროსი თაობის ხალხს დიდ საფრთხეს უქმნის.

ხელსაყრელი დღეები: 1, 4, 12, 14, 24

არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 10, 13, 20