საკითხავი
პეტრე–პავლობის მარხვა 2023 წელს: რომელ პროდუქტებზე უნდა თქვათ უარი
2023 წელს პეტრე–პავლობის მარხვა 12 ივნისიდან 11 ივლისამდე (პეტრე–პავლობის დღესასწაულამდე) გაგრძელდება. მკაცრი მარხვა არაა, რადგან ამ დღეებში სხვადასხვა საკვების ჭამა ნებადართულია. სწორედ ამიტომ, მენიუ მწირი არ გამოდის.
პეტრე მოციქული კარგი მეთევზე იყო, ამიტომ მარხვის პერიოდში ზღვის პროდუქტები ნებადართულია. აკრძალული პროდუქტების სია საკმაოდ მცირეა. მასში შედის კვერცხი და ხორცი. ასევე პეტრე–პავლობის მარხვის პერიოდში რძის პროდუქტებზე უარი უნდა თქვათ. თევზი კვირაში სამი დღე (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი) აკრძალულია.
რისი ჭამა შეიძლება პეტრე–პავლობის მარხვაში
რომელი პროდუქტები არ არის აკრძალული
პეტრე–პავლობის მარხვის დაცვისას რაციონიდან პური (შავი და თეთრი) შეგიძლიათ არ გამორიცხოთ. მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ პური კვერცხის და რძის პროდუქტების გარეშე იყოს მომზადებული. ამ პერიოდში ტკბილი ცომეულის ჭამა არ შეიძლება.
გარდა ამისა, პეტრე–პავლობის მარხვის დროს შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა სალათი, წვნიანი, ახალი ბოსტნეულის და მწვანილის წასახემსებელი. ნებადართულია ხილის დესერტები. მენიუში შეგიძლიათ დატოვოთ ტკბილი ფაფა, თუ დამატკბობლად თაფლს გამოიყენებთ. თევზი და ზღვის პროდუქტები შეგიძლიათ მიირთვათ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას. ალკოჰოლური სასმელებიც შეგიძლიათ დალიოთ. დასვენების დღეებში 1 ჭიქა წითელი ღვინო ნებადართულია.
კვების კალენდარული გეგმა
არსებობს დამატებითი კვების წესები, რომლებიც კვირის დღეებზე გაწერილია და რომლებიც პეტრე–პავლობის მარხვის დროს უნდა დაიცვათ:
- ორშაბათს შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი საკვები, რომელიც ზეთით შეზავებული არაა. ეს ეხება მსუბუქ წვნიანს, მოხარშულ კარტოფილს, ფაფას, ასევე მაკარონის ნაწარმს.
- სამშაბათს ნებადართულია ცხელი საკვები მზესუმზირის ზეთით, ასევე ზღვის პროდუქტები.
- ოთხშაბათს შეგიძლიათ წაიხემსოთ კაკლით, თესლით, ახალი კენკრით და ბოსტნეულით, რომელიც თერმულად დამუშავებული არაა. შეგიძლიათ მიირთვათ სალათი უზეთოდ და პური.
- ხუთშაბათს, როგორც სამშაბათს, ცხელი საკვები ზეთით და თევზი დაშვებულია.
- პარასკევს აუცილებლად მიირთვით მხოლოდ მცენარეული პროდუქტები, რომლებიც თერმულად დამუშავებული არაა. მენიუში უნდა შედიოდეს სოკო, ხილი, თესლი, კაკალი, ბოსტნეული და მსგავსი.
- შაბათ–კვირას ნებადართულია ცხელი კერძი მზესუმზირის ზეთით და თევზით. ასევე შეგიძლიათ ჭიქა ღვინო დალიოთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ მარხვის დაცვა მხოლოდ საკვებში შეზღუდვა არაა. შინაგან მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება, სულიერად გაზრდა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ამ დღეებში დრო ლოცვას დაუთმეთ, მეტი სიკეთე გააკეთეთ და ცოდვილი ფიქრები არ დაუშვათ.