სხვა
პერგამენტის ქაღალდის გამოყენების 10 უჩვეულო ხერხი
პერგამენტი ანუ საცხობი ქაღალდი 1927 წელს გამოჩნდა, ახა ის თითქმის ყველა სახლში შეგხვდებათ. მისი გამოყენება არა მხოლოდ ცხობისთვის არამედ კიდევ რამდენიმე მიზნით შეიძლება.
სახელურებისა და ონკანებისთვის
ქრომირებული ზედაპირები საკმაოდ რთული მოსავლელია, თუ მას პერგამენტის ქაღალდს გადაუსმევთ ისინი მალე გაპრიალდება. პერგამენტის ქაღალდი უჟანგავი ფოლადიდან ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლადაც გამოგადგებათ.
უთოსთვის
თუ თოს ზედაპირს სწრაფად გაწმენდთ პერგამენტის ქაღალდით, ის უფრო პრიალა გახდება. კიდევ ერთი ხერხი – დააფინეთ პერგამენტი, დააყარეთ მარილი და დააუთოვეთ ქაღალდი. თუ უთო ძალიან ძველი და დაჩხაპნილი არ არის ეს ხერხი ნამდვილად დაგეხმარებათ.
მიკროტალღური ღუმელისთვის
იმისთვის რო სოუსების ლაქებიდ ა ცხიმი მიკროტალღური ღუმელის კედლებს არ მიესხას თეფშს პერგამენტი გადააფარეთ. ამ ხერხის წყალობით მიკროტალღური ღუმელის წმენდა იშვიათად მოგიწევთ.
წიგნებისთვის
თუ წიგნზე წყალი გადაგესხათ და დასველდა, ფურცლებს შორის პერგამენტის ქაღალდი ჩადევით, გაშრობის შემდეგ ფურცელი აღარ დაიჭმუჭნება.
ნიჟარისთვის
თუ ნიჟარის ქვეშ მილს წყალი გასდის. მისი ჰერმეტიზირება პერგამენტის ქაღალდით შეგიძლიათ. მოხსენით საჭირო ნაწილი, შემოახვიეთ ქაღალდი და კვლავ მიამაგრეთ.
საღებავისთვის
ქაღალდისგან რგოლები გამოჭერით, დადევით საღებავიან ქილაზე და დაახურეთ თავსახური. ამ შემთხვევაში საღებავს თავი აღარ მოუხმება.
ყველისთვის
სახლში მიტანისას, ყველს ცელოფანი მოხსენით და პერგამენტში გაახვიეთ. ის უკეთ შეინარჩუნებს გემოს.
ქსოვილებისთვის
პერგამენტი კარგად ინახავს ნატურალურ ქსოვილებს, ის არ ატარებს ნესტსა და სინათლეს.
კარადებისთვის
პერგამენტით სამზარეულოს კარადების და სამზარეულოს ზედაპირების დაცვაც შეგიძლიათ. ამ მეთოდის მეშვეობით მათი ცხიმისგან და მტვრისგან წმენდა უფრო იშვიათად მოგიწევთ.
ელვა შესაკრავისთვის
იმისთვის, რომ ელვაშესაკრავი არ გაიჭედოს – მას პერგამენტის ქაღალდი გადაუსვით.
ცხოველებისთვის
თუ შინაური ცხოველის ბეწვს პერგამენტის ქაღალდით გაწმენდთ ისინი თავს უფრო მშვიდად და კომფორტულად იგრძნობენ, რადგან პერგამენტის ქაღალდი ცხოველის ბეწვში დაგროვილ ელექტრობას ანეიტრალებს.
სახსნელისთვის
პერგამენტის ქაღალდით სახსნელები იოლად იწმინდება, მარტივად მოაშორებთ გაჭედილ ცხიმებსა და ნამცეცებს.