Connect with us

კულინარია

პენსიონერმა მზარეულმა ომლეტის საიდუმლო რეცეპტი გამიზიარა, რომელზეც ბავშვები 90-იან წლებში გიჟდებოდნენ

პენსიონერმა მზარეულმა ომლეტის საიდუმლო რეცეპტი გამიზიარა, რომელზეც ბავშვები 90-იან წლებში გიჟდებოდნენ

როგორ ფიქრობთ, რომელი ქვეყანა ითვლება ომლეტის სამშობლოდ? ჩვენ ვიცით, რომ ეს კითხვა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან როგორც ცნობილია, ეს არის საფრანგეთი. რომ არა ერთი „მაგრამ“: ასე კვერცხს ფრანგებზე დიდი ხნით ადრე ამზადებდნენ. მაგ., ძველ რომში კვერცხის, რძის და თაფლის არევა უყვარდათ. როცა თაფლი ბოლომდე დნებოდა, ნარევს მარილს კარგად აყრიდნენ და მომზადებამდე წვავდნენ. თუ ცნობილი კერძებს გადახედავთ, მათ ვარიანტებს ფერწერაზეც შენიშნავთ. აი, უფრო თანამედროვე ომლეტის ვერსია ნამდვილად საფრანგეთიდან მოდის.

საფრანგეთში ნამდვილი ომლეტის მომზადება მკაცრ წესებს იცავს. ეს პირველი კერძია, რომელიც ყველა პატივსაცემმა მზარეულმა უნდა ისწავლოს. კვერცხი მხოლოდ ჩანგლით უნდა ათქვიფოთ, ხოლო შეწვათ მხოლოდ სქელი ძირის მქონე ტაფაზე და მხოლოდ კარაქში. და არანაირი დანამატი. აი, ასე გამოიყურება ნამდვილი ომლეტი. მაგრამ ჩვენ ფრანგები არ ვართ. ჩვენ შეგვიძლია მიქსერით ავთქვიფოთ, საყვარელი სანელებელი და შიგთავსი დავუმატოთ, შევწვათ იმ ტაფაზე, რომელიც სახლში გვაქვს. თუ მზად ხართ, ტრადიციები დაარღვიოთ, რომ არა უბრალოდ ათქვეფილი კვერცხი, არამედ ომლეტი მოამზადოთ, რამდენიმე შესანიშნავ რეცეპტს გთავაზობთ.

როგორც ბავშვობაში

მობრაწული კანი და ჰაეროვანი – ორივე მთავარი მახასიათებელი, რომელთანაც ასოცირდება ომლეტი, რომელსაც საბავშვო ბაღში ადრე გვიმზადებდნენ. თუმცა დრო გავიდა, საუზმეზე ფუმფულა ომლეტის მომზადება ყველას შეუძლია.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 150 მლ რძე
  • 20 გრ კარაქი
  • 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

თითქოსდა, ჩვეულებრივი ინგრედიენტები. ეს ასეა, მაგრამ საიდუმლო სხვა რამეში მდგომარეობს: კვერცხი არ ათქვიფოთ, არამედ აურიეთ. შემდეგ რძე და მარილი დაუმატეთ, კიდევ ერთხელ აურიეთ. საცხობი ფორმა აიღეთ, მცენარეული ზეთი წაუსვით, მასა ჩაასხით და 250 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. როგორც კი მობრაწულ ფერს შეამჩნევთ, ღუმელიდან თამამად გამოიღეთ. ზემოდან გამდნარი კარაქი წაუსვით.

ლორით და ყველით

კიდევ ერთი კალცოგენი. ომლეტის ფორმა უჩვეულოა და ბლითებს მოგაგონებთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 2-3 ს/კ რძე
  • 1-2 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 75-100 გრ მყარი ყველი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 15 გრ მცენარეული ზეთი
  • 50-75 გრ ლორი
  • მწვანილი გემოვნებით

რძე გააცხელეთ. მასში კვერცხი ჩატეხეთ და მარილი დაუმატეთ. ნელ-ნელა ფქვილი დაუმატეთ. მასა რამდენიმე წუთით გვერდზე გადადეთ. ამ დროს ლორი კუბებად დაჭერით, მყარი ყველი საშუალო სახეხზე გახეხეთ. ტაფა აიღეთ და მცენარეული ზეთი გააცხელეთ. ამის შემდეგ კვერცხის მასა უბრალოდ ტაფაზე დაასხით. ომლეტი ორივე მხრიდან შეწვით და გადააბრუნეთ. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ. დაჭრილი ლორი ერთ ნაწილზე მოაყარეთ. ახლა კვერცხის ბლინი ორ ნაწილად გაყავით და ორივე მხრიდან შეწვით. მზა საუზმე წვრილად დაჭრილი მწვანილით მორთეთ.

კარტოფილთან ერთად

ომლეტის ასეთი უჩვეულო კომბინაცია ესპანეთში ძალიან უყვართ. მრავალფეროვნებისთივის შეგიძლიათ თქვენც მოამზადოთ:

ინგრედიენტები:

  • 4 კარტოფილი
  • 4 კვერცხი
  • ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი
  • მარილი გემოვნებით

კარტოფილი გათალეთ და ფენებად დაჭერით. კარგად რომ გამოშრეს, უბრალოდ რამდენიმე წუთით ქაღალდის ხელსახოცზე დააწყვეთ. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილ რგოლებად დაჭერით. ზეითუნის ზეთი ტაფაზე გააცხელეთ და დაჭრილი ხახვი და კარტოფილი მოათავსეთ. ზეთი ბოსტნეულს უნდა ფარავდეს. მარილი მოაყარეთ და მომზადებამდე შეწვით, შემდეგ ზედმეტი ზეთი გადაასხით.

კვერცხი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ, ნარევი ბოსტნეულს დაუმატეთ და აურიეთ. ნახევრად მზად ომლეტი ტაფაზე შეწვით. შეწვით სანამ, კვერცხის მასა არ გასქელდება. ორივე მხრიდან შეწვით! მზადაა!

მანანის ბურღულთან ერთად

ეს ორიგინალური ტკბილი ომლეტი ძალიან უყვართ ბავშვებს. მაგრამ უფროსები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. აი რა დაგჭირდებათ მის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 100 მლ რძე
  • 1 ს/კ მანანის ბურღული
  • 0,5 ს/კ შაქარი
  • 25 გრ კარაქი

უბრალოდ კვერცხი აურიეთ, არ ათქვიფოთ. შაქარი მოაყარეთ, შემდეგ რძე და კიდევ ერთხელ აურიეთ. მანანის ბურღული დაუმატეთ და მთლიანი მასა მიქსერით ათქვიფეთ. როცა კარაქი ტაფაზე გადნება, ომლეტის მასა დაასხით. ტაფას თავზე დაახურეთ. საუზმე 10 წუთით საშუალო ცეცხლზე შეწვით. ომლეტის მზაობას მისი გლუვი ზედაპირი მიგანიშნებთ.

ლორით და პომიდვრით

რას იტყვით ომლეტზე ბოსტნეულის შიგთავსით? თუ იდეა მოგწონთ, ეს ვარიანტი თქვენთვისაა. მომზადების განსაკუთრებული მეთოდის წყალობით კერძი ძალიან გემრიელი და წვნიანი გამოდის. არ შეგეშინდეთ: ამ შემთხვევაში განსაკუთრებული, რთულს არ ნიშნავს.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 2 ს/კ რძე
  • 70-100 გრ ლორი
  • 1 პომიდორი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 1-2 ს/კ მცენარეული ზეთი

კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ, წიწაკა და მარილი დაუმატეთ. პომიდორი კუბებად დაუმატეთ. იგივე ლორის შემთხვევაშიც გააკეთეთ. დაახლოებით 2/3 მასა ტაფას დაასხით. შეწვით სანამ ზედაპირის ფენა არ შეიკვრება. პომიდორი და ლორი კვერცხის ბლინს მოაყარეთ. ახლა პირდაპირ ტაფაზე დაახვიეთ. დახვეული ომლეტი ტაფის შუაში მოათავსეთ. დარჩენილი კვერცხის მასა ფრთხილად დაასხით. 1 წუთით დაელოდეთ. როცა ბლინი შეიწვება, ომლეტის რულეტის კიდევ ერთი ფენა გააკეთეთ. ასე შიგთავსი უფრო ღრმად შიგნით იქნება და წვნიანი დარჩება! თუ მყარი ყველი გიყვართ, შეგიძლიათ შიგთავსს დაუმატოთ. კიდევ უფრო გემრიელი იქნება!

ზღვის პროდუქტებთან ერთად

ეს ჩვეული ვარიანტი არაა. მის მოსამზადებლად ინგრედიენტები შეიძლება ყოველთვის ხელთ არ გქონდეთ. გამონაკლისის სახით ასეთი კერძი შეგიძლიათ იშვიათად მაინც მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 30-50 მლ რძე
  • 50 გრ კალმარი
  • 1-2 მწიკვი მარილი
  • 25 გრ გასუფთავებული კრევეტები
  • 25 გრ მიდიები
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • ოხრახუში გემოვნებით

მზა კრევეტები გაალღვეთ. იგივე გააკეთეთ მიდიების შემთხვევაში. კალმარი დაჭერით. ნიორი თხელ ფენებად დაჭერით. ბულგარული წიწაკა მარცვლებისგან გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით. როცა მცენარეული ზეთი გაცხელდება, ზღვის პროდუქტები ნიორთან ერთად 2 წუთით შეწვით. ძლიერ ცეცხლზე შეწვის არ შეგეშინდეთ. ასევე ბულგარული წიწაკა დაუმატეთ და 30 წამით შეწვით. ყველაფერი თასში გადმოიტანეთ.

მიქსერის საშუალებით კვერცხი-რძის მასა ათქვიფეთ და მარილი მოაყარეთ. მასა ჯერ კიდევ ცხელ ტაფაზე დაასხით. საშუალო ცეცხლზე შეწვით სანამ ომლეტი სქელი არ გახდება. ზღვის პროდუქტები ბლინის ერთ მხარეს მოაყარეთ, მეორე კი ზემოდან დააფარეთ. ტაფა გამორთეთ და რამდენიმე წუთით დაელოდეთ. ომლეტი მზადაა! ოხრახუშით მორთეთ.

მარილიან კიტრთან და სოსისთან ერთად

ძალიან პიკანტური და გემრიელი ომლეტი – არატრადიციული ინგრედიენტის, მარილიანი კიტრის, დახმარებით. თუ უჩვეულო კომბინაციები მოგწონთ, თამამად მოამზადეთ!

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 1,5 ჭიქა რძე
  • 2 მარილიანი კიტრი
  • 450 გრ საექიმი სოსისი
  • სანელებლები გემოვნებით
  • მწვანილი

რძე, კვერცხი და მარილი აურიეთ. კიტრი და სოსისი კუბებად დაჭერით. დაჭრილი პროდუქტები კვერცხის მასას დაუმატეთ და აურიეთ. მწვანილი წვრილად დაჭერით. ნებისმიერი სანელებელი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და შეწვით. ორივე მხარეს მომზადებამდე შეწვით.

გემრიელი, ფუმფულა, ნაზი და პირში მდნობი – სწორედ ასე აღწერენ იდეალურ ომლეტს. ეჭვიც არ გვეპარება, რომ დღეიდან სწორედ ასეთ გემრიელ ომლეტს მოამზადებთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და რეცეპტები შეარჩიეთ, რომელსაც მთელი ოჯახი მოამზადებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.