Connect with us

თავის მოვლა

პენსიონერი სუპერმოდელი კრემ Nivea-ს მოულოდნელ თვისებებს ავლენს

კანის მოვლა მნიშვნელოვანია. მისი ჯანსაღი გარეგნობა თვითშეგრძნებაზე გავლენას ახდენს და თვალს ახარებს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს ორგანიზმის მდგომარეობაზე პირდაპირ კავშირშია. ყველა ადამიანი თავის მოვლის საშუალებად სხვადასხვა სახის კრემს იყენებს. ცოტამ თუ იცის, რომ მხოლოდ ერთ კრემს არა მხოლოდ კანის გამოკვება და დატენიანება, არამედ სხვა ფუნქციების შესრულებაც შეუძლია. ეს არის ხელის კრემი Nivea ცნობილ ლურჯ ქილაში, რომელიც, ალბათ, ყველას უნახავს მაღაზიის დახლებზე. რა უპირატესობა აქვს ამ კრემს და როგორ შეიძლება მისი გამოყენება? Alltime.ge–ს რედაქცია ამ საკითხის გარკვევას ეცდება.

ხელის კრემი Nivea

სიბერესთან ბრძოლა

ნაოჭებთან საბრძოლველად კარგ კრემზე უკეთესი მოკავშირე არავინაა. მაშინაც კი, თუ ხელისთვის არის განკუთვნილი, მისი გამოყენებაზე სახეზეც შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ, თუ ნაოჭები შენიშნეთ, მაღაზიაში ახალი კრემის საყიდლად გაქცევა საჭირო არაა. საკმარისია, რომ სასწაულმოქმედი ლურჯი ქილა გქონდეთ. ცოტა ხანში შედეგს სახეზე დაინახავთ.

სტრიების პრევენცია

Nivea-ს ხელის კრემი შეგიძლიათ კანის სილამაზის შესანარჩუნებლად გამოიყენოთ, სანამ ოჯახში მატებას ელოდებით. სტრიების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალების მსგავსად მუცელზე და დუნდულებზე წასასმელად გამოგადგებათ.

თვალების ქვეშ მუქი წრეები

ნივეას კრემი თვალების ქვეშ მუქ წრეებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. სრულფასოვანი ეფექტისთვის კრემი თვალების გარშემო კანზე წაისვით და მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ. დილით კარგად ჩამოიბანეთ. შედეგი ხილული უნდა იყოს.

მაკიაჟის მოშორება

თუ მოულოდნელად მაკიაჟის მოსაშორებელი სალფეთქი ან საშუალება დაგიმთავრდათ, ნივეას კრემი ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თავისი შემადგენლობის წყალობით წყალგამძლე კოსმეტიკასაც მოგაშორებთ.

მშრალი ხელი

მშრალი ხელის და იდაყვის პრობლემა ფართოდ გავრცელებულია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანის გარკვეული ადგილების დროულად დატენიანებაზე იზრუნოთ. ამისთვის ძვირადღირებული საშუალების მოძებნა ან შეძენა საჭირო არაა. ნივეას ხელის კრემი ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება.

პროფილაქტიკა

სამწუხაროდ, გაღიზიანებისა და სიწითლისგან დაზღვეული არავინაა. პრევენციისთვის ზემოთ ნახსენები საშუალება საუკეთესოდ გამოგადგებათ.

დამწვრობის მკურნალობა

კრემი მსუბუქი და მზის დამწვრობის დროსაც გამოგადგებათ. კანს ამშვიდებს და წყლულის გაჩენას ხელს უშლის. რა თქმა უნდა, სერიოზული დამწვრობის შემთხვევაში სპეციალური მალამო უნდა გამოიყენოთ.

ბალზამი

გარეთ უკვე ზამთარი ბატონობს. დროა, ტუჩების მდგომარეობაზე იზრუნოთ. კანს გამოშრობისგან ნივეას კრემი დაიცავს. რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში 2-3-ჯერ კრემი ტუჩებზე წაისვით და შედეგი არ დააყოვნებს. თვალსაჩინო გახდება, რომ ტუჩისთვის სპეციალური საშუალების შეძენა საჭირო არაა.

რედაქციის რჩევა

როგორც ნებისმიერი თავის მოვლის საშუალება, ხელის კრემი Nivea შეიძლება ყველას არ მოუხდეს. ყველაფერი კანის ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მოვლის საშუალება დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ. თუ მისი წასმის შემდეგ დისკომფორტს გრძნობთ ან კანზე რაიმე რეაქციას ამჩნევთ, მისი გამოყენება შეწყვიტეთ. ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია.

Advertisement