Connect with us

ჯანმრთელობა

პედიატრის რჩევით ხველის საწინააღმდეგო საშუალებას კაკაოთი ვამზადებ

როცა პატარა ვიყავი, 60 წლის საოცარი მკურნალი ექიმი მყავდა. როგორც წესი, ბავშვებს ახალგაზრდა ექიმები მოსწონთ, მაგრამ მასზე უბრალოდ ვგიჟდებოდი. მედიკამენტებს იშვიათად მიწერდა. მათ ნაცვლად ყველა შემთხვევისთვის სასარგებლო რჩევებს იძლეოდა. ერთ–ერთი ასეთი ჯადოსნური რჩევა იყოს ხველის საწინააღმდეგო საშუალება კაკაოთი, რომლითაც მშობლები მკურნალობდნენ.

ცოტა ხნის წინ მთელ ოჯახს სურდომ შემოგვიტია და ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის „მედიკამენტის“ მომზადება გადავწყვიტე. ოღონდ თაფლის მაღალ ტემპერატურაზე გაცხელების ნაცვლად უკვე მზა ნარევს დავუმატე. ძველი და გამოცდილი საშუალება ეფექტური აღმოჩნდა. უკვე რამდენიმე დღეში ხველა სველი გახდა, კიდევ რამდენიმე დღეში საერთოდ გაქრა. Alltime.ge-ს რედაქცია ხველის საწინააღმდეგო ხალხურ საშუალებას გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალება კაკაოთი

დაგჭირდებათ:

  • 300 გრ კარაქი
  • 300 გრ თაფლი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გრ კაკაოს ფხვნილი

სასწაულმოქმედი საშუალება ასე მზადდება. კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ. ამ მიზნით მიკროტალღური ღუმლის გამოყენებას არ გირჩევთ.

გამდნარი კარაქი პატარა ქვაბში გადაიტანეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. თაფლი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მასა არ ადუღდეს. შემდეგ შაქარი დაუმატეთ. ცეცხლიდან არ გადმოდგათ, შაქრის გახსნამდე ხარშეთ. და ბოლოს, კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ.

შოკოლადის მასის ოდნავ გაგრილებამდე ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. ასე შეგიძლიათ 6 თვემდე შეინახოთ.

როგორ მივიღოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალება

კაკაოზე დაფუძნებული საშუალება ასე უნდა მიიღოთ: 1 ს/კ მზა მასა 1 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და თბილი დალიეთ. სასმელი ძალიან გემრიელი გამოდის. ბავშვებიც და უფროსებიც მას სიამოვნებით სვამენ.

კაკაო რეკომენდებულია როგორც საშუალება, რომელიც გაღიზიანებულ ყელს ამშვიდებს და მშრალი ხველის შეტევას ამსუბუქებს. ეს კაკაოში შემავალი თეობრომონის ხარჯზე ხდება. ასეთი ეფექტი მიიღწევა ნერვულ დაბოლოებებზე დამამშვიდებელი გავლენით, რომელიც ფილტვებსა და ტვინში გადის. არ დაგავიწყდეთ, რომ კაკაო სასარგებლო, მაგრამ ალერგიული პროდუქტია, ამიტომ მისი გადაჭარბებულად მიღება არ შეიძლება.